"INTER-ვიუ INTER-იერში" - გიგი ადამაშვილი.
- ტრადიციულად, გთავაზობთ ახალ ბლოგს რუბრიკიდან ""INTER-ვიუ INTER-იერში" და ამჟამად "ბელჰაუსში" "იქს ფაქტორის" ნამდვილი ვარსკვლავი , გიგი ადამაშვილი მეწვია. კომპანია "ბელჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს ბელორუსიულ, პოლონურ, იტალიურ და უკრაინულ ავეჯს, თანამშრომლობს ამ ქვეყნების მწარმოებლებთან და ისეთი ცნობილი მწარმოებლების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, როგორებიც არიან: Molodechnomebel (ბელორუსია), Vileiskaya Mebel (ბელორუსია), Laguna (ბელორუსია), Black Red White - BRW (პოლონეთი), Korsak (ბელორუსია), Zov (ბელორუსია), Zlata, Dommino (იტალია, წარმოება უკრაინა) და ა.შ
- სოფო ნიჟარაძის გუნდში იყავი, როგორი ურთიერთობა გაქვს ახლა შენს ყოფილ მენტორთან ? - მე და სოფოს თავიდანვე ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ახლაც გრძელდება. ჩვენ მეგობრები ვართ. ვართ, ასევე, კოლეგები, რომლებიც ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს სცემენ. ეს პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია და მისი მოპოვება ძალიან რთულია. - როგორ გრძელდება შენი ცხოვრება ამ პროექტის შემდეგ ? - ამის შემდეგ კონცერტების ჩატარება გადავწყვიტე და გავაკეთე პატარა ტურნე საქართველოში, რომელმაც 22 ქალაქი მოიცვა. სოლო კონცერტები იმართებოდა სხვადასხვა თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში და ა.შ. ეს იყო ტიპური კონცერტი და არა ბარში ან რესტორანში გაკეთებული. ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება მომცა. როდესაც პირადად ხვდები შენს გულშემატკივრებს მეტად სხვა გრძნობაა. ამ ტურნეს დაწყების საბაბი რეგიონებიდან შემოსული გულმშემატკივრების წერილები იყო. შემდეგ, კვლავ იყო ბევრი კონცერტები, შემოთავაზებები, საკუთარი სიმღერა გამოვუშვი და ახლაც ვწერ ახალ სიმღერას. - რატომღაც მგონია, რომ ახალი თაობა ძველ სიტყვას ამბობს ახლებურად. ბოლოდროინდელი ქართული ჰიტები, კარგად მივიწყებული ძველი სიმღერების ქოვერებია. რატომ არ იქმნება ახალი პროდუქტი ? - ჯერ ეს ერთი ახალი პროდუქტი ჰიტდება, თუმცა უფრო მეტად დღეს მოწონთ ის, რაც იციან. ხალხს ენატრება ის მუსიკა, რომელზეც გაიზარდნენ და ეს მათში კარგ ემოციებს აღვიძებს. შესაბამისად, ძალიან მარტივად და კარგად იღებს ჩვენი თაობაც იმ ძველს. ამ ეტაპზე რომელ სიმღერაზეც ვმუშაობ, რამდენიმე წლის წინ დაიწერა, მაგრამ 90-იანებს არ ეკუთვნის. მსმენელს ამ სიმღერას აპრილში შევთავაზებ. - რამ იმოქმედა შენს წარმატებაზე ? - პირველრიგში ხასიათმა, ძალიან მნიშვნელოვანია შენი შინაგანი სამყარო და პრინციპები, რომლებსაც არ უნდა უღალატო. ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო. ბავშვობიდანვე მიყვარდა მიზნის დასახვა და საბოლოოდ იქამდე მისვლა. როდესაც ბავშვობაში ამ პროექტებს ვუყურებდი, დღიურში ვიწერდი, რომ ოდესმე, მეც დავდგებოდი ამ სცენაზე. - განტვირთვის საუკეთესო ადგილი შენთვის რომელია ? - სახლი. ერთადერთი ადგილია სახლი, სადაც ვისვენებ და ძალიან დიდ დროს ვატარებ იქ. ჩემი განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა ჩემს ოთახში ყოფნა და კომპიუტერული თამაშები. ჩემი შთაგონებისთვის მთავარია კომფორტული გარემო და კარგი აურა. ჩემი სახლი ჩემთვის წმინდა კერაა. - რა არის შენი ინსპირაცია ? - ჩემი ინსპირაცია არასდროს არ ყოფილა, რომელიმე სუპერ- ვარსკვლავი. ჩემი ინსპირაცია არის მომავალი მე. მე მინდა, რომ მას ვგავდე და იქამდე მივიდე. შესაბამისად, როდესაც ვწვები და ვფიქრო მომავალზე, ვფიქრობ იმაზეც როგორი ვიქნები. - და როგორი იქნები ? - ალბათ, მაინც აკადემიური და ალბათ, ისევ ბალადას ვიმღერებ, რადგან ხმა არ მგონია, იმდენად შემეცვალოს რომ მძიმე როკის სიმღერა დავიწყო. დანარჩენ დეტალებს მხოლოდ ჩემ თავს ვუმხელ. - ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ.
ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტოგრაფი გიორგი ფრიდონიშვილი
ლოკაცია "ბელჰაუსი" ცინცაძის ქ. 14.



Comments
Post a Comment