"Molmauni" - ბრენდის სახელწოდების საინტერესო ისტორია.
ბრენდი "მოლმაუნი" ქართულ ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, მაგრამ ამასობაში უკვე მოახერხა ქართველი მომხმარებლისთვის თავის დამახსოვრება ჯინსის ქურთულკებით, საღამოს კაბებით, პიტჯაკებით, დახვეწილი ფერებითა და სილუეტებით. ბრენდის კონცეფციაზე და ორიგინალურ სახელწოდებაზე დიზაინერ თეო ქობალიას ველაპარაკე.
- როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა ?- ბრენდის შექმნის იდეა ყოველთვის მქონდა. საქართველოში ძირითადად ვერ ვნახულობდი ისეთ სამოსს, რომელიც მინდოდა. გადავწყვიტე, შემექმნა ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ბაზარზე არ გვაქვს. ვფიქრობ, რომ ეს შევძელი,რადგან გამოკითხული მომხმარებელიც მიდასტურებს, რომ ბრენდი ძალიან განსხვავებულ სამოსს ქმნის.
- რამდენად დიდია ბრენდის ცნობადობა და თუ გაქვთ ხელწერა, რომლითაც ქუჩაში სამოსს ცნობენ ?
- ვფიქრობ,ბრენდს ხელწერა აქვს. მაგალითად, ცოტახნის წინ "მოლმაუნის" სამოსი მეცვა. ქუჩაში გამაჩერეს და მკითხეს მეცვა თუ არა "მოლმაუნი". ძალიან გამიხარდა. არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან ვინ დგას ამ ბრენდის უკან.
- სახელის შექმნის იდეა უკავშირდება ერთ-ერთ ჩემ მეგობარს, რომელმაც პარიზიდან დადო #Followme ფოტო, წარწერით #მოლმაუნი. ძალიან ბევრი ვეძებე ეს სიტყვა, თუმცა უშედეგოდ. იმ წელს სამეგრელოში წავედი და ეს სიტყვა ყურში მომხვდა. გამახსენდა, რომ მოლმაუნი წამომყევის ნიშნავდა. მაშინვე გამიჩნდა იდეა, რომ ბრენდისთვის ეს სახელწოდება დამერქმია.
- როგორია ბრენდის კონცეფცია ამ ეტაპზე და როგორი ტიპის მომხმარებელი ჭარბობს თქვენ "ონლაინ-შოპზე" ?
- ბოლო კოლექციის შექმნის დროს , რა თქმა უნდა, გავითვალისწინე ქართული ბაზარი და შევქმენი ხელმისაწვდომი, თუმცა განსხვავებული ტანსაცმელი. მინდოდა, რომ ადამიანებს ეგრძნოთ სამოსის უნიკალურობა. გამოყენებული მაქვს ნათელი ფერები. ზოგადად, არ მიყვარს მუქი ტონალობები.ბოლო კოლექციაში მომხმარებელიც ჩავრთე დიზაინის შემქნაში, იგულისხმება ჯინსის ქურთუკები.
- სამომავლოდ რას გეგმავ ?
- მე არ მყავს სპონსორი და ყველაფერი რაც აქამდე შექმნილა ჩემი და ჩემი ოჯახის ფინანსებით იმართება. ნელ-ნელა ვფიქრობ, რომ წინ წავიწევ და ჩამოვაყალიბებ სერიოზულ ბრენდს.












Comments
Post a Comment