სტივ უილსონმა ქართველი მხატვრის 10,000$-ად შეფასებული ნამუშევარი შეიძინა.



  8 აპრილს New York Academy of Art_ში Tribeca Ball-ის ყოველწლიური ღონიძიება გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ყოველი სტუდენტი თავის სტუდიას წარადგენს. ეს არის დახურული ღონისძიება, რომელზეც უამრავი ცნობილი ადამიანი მოდის ნამუშევრების შესაძენად, მათ შორის კი, ჰოლივუდის მსახიობები, გალერისტები და კოლექციონერები.
 ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ გამოფენაზე ქართველი მხატვრის, დავით ჯალაღონას ნამუშევარიც იყო წარმოდგენილი.
   გამოფენას დაესწრო სტივ უილსონიც, რომელიც ხელოვნებით განსაკუთრებით დაინტერესებულია. სტივმა დაარსა 7 სასტუმრო-მუზეუმი, სადაც ხელოვნება გამოხატულია, როგორც კულტურული ღირებულება და არა როგორც დეკორაცია.
  სწორედ ამ ადამიანმა შეიძინა ქართველი მხატვრის, დავით ჯალაღონიას ნამუშევარი.




როგორც დავითმა ჩემთან საუბარში აღნიშნა : "ჩემი ნამუშევარი "The beginning ერთ-ერთ სასტუმრო-მუზეუმში დაიკავებს ადგილს.
როგორც მითხრეს, ივენთზე ჩემი ნამუშევარი ყველაზე მაღალ ფასად გაიყიდა (10.000$).
შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა ღონისძიებამ ყველაზე წარმატებით ჩემთვის ჩაიარა. დამყარდა რამოდენიმე საინტერესო კონტაქტი, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა.
ასევე დავამატებდი, რომ  ორივე სემესტრი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო შემოქმედებითი კუთხით. 7 მაისს სწავლა მთავრდება და 2 წლიანი მაგისტრატურის პირველი კურსიც წარმატებით დასრულდება." 




 შეგასენებთ, რომ დავითი ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში, განსაკუთრებული სტუდენტის სტატუსით ჩაირიცხა.თუმცა, სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და იძულებული გახდა, თანხების მოსაძიებლად საჯარო მიმართვა გაეკეთებინა. პირველი კურსის საფასურის ნაწილი, დავითმა შეგროვებული თანხით დაფარა, ნაწილის დასაფარად კი, როგორც თავად ამბობს, “Tribeca Ball” -ზე გაყიდული ნაშრომის საფასურით დაფარავს.
არტისტმა შემდეგი კურსისთვის, დაფინანსების მოსაპოვებლად, საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრს მიმართა. მისი თქით, პირველ ჯერზე ცენტრმა კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა, რადგან ბაკალავრის დიპლომი არ ჰქონდა. ახლა, როცა ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის მაგისტრატურის სტუდენტია, არტისტი იმედოვნებს, რომ ცენტრი მის კანდიდატურას განიხილავს და დაფინანსებას მოიპოვებს.

Comments