წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოება „ოქროს ტალღა 2019“ 11 ივნისს გაიმართება.


  
     რადიოჰოლდინგფორტუნას მიერ დაფუძნებული მუსიკალური დაჯილდოება ოქროს ტალღაწელს მეექვსედ გაიმართება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 11 ივნისსწლის სიმღერისკატეგორიის გამარჯვებული და კიდევ 14 ნომინაციის მფლობელი გამოვლინდება. 15 კატეგორიიდან მხოლოდ ერთს ავლენს ხალხი და ეს გახლავთ ინტერნეტრჩეულის ნომინაცია, რომლისთვისაც უკვე ამოქმედდა საიტი www.goldenwave.ge, სადაც ჩამონათვალში წლის განმავლობაში რადიოჰოლდინგ ფორტუნას ოთხივე რადიოსადგურში, „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდოდაავტორადიო შესული უკლებლივ ყველა სიმღერაა განთავსებული. ხმის მიცემაც სწორედ ამ საიტზე შეგიძლიათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ერთ ნომინაციაში გამარჯვებულს ავლენს.


რაც შეეხება სხვა 14 კატეგორიას, მათ შორის მთავარ ჯილდოს, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ უკვე დაიწყო მუშაობა. როგორც წინა წლებში, ახლაც, ჟიურის ვინაობა 11 ივნისამდე გასაიდუმლოებული იქნება. საგულისხმოა, რომ თითო კატეგორიას სამი ნომინანტი ეყოლება და 14 კატეგორიისთვის ამ სამეულსაც ჟიური შეარჩევს. დადგენილია შესაბამისი კრიტერიუმებიც, რომელთა შორისაა აქტივობები მთელი წლის განმავლობაში, ნახვები სოციალურ ქსელში, მოთხოვნა რადიოეთერებში და .. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულებს, ჟიურისთან ერთად, რადიოჰოლდინგფორტუნას მუსიკალური ხელმძღვანელებიც შეარჩევენ.

ღონისძიებარუსთავი 2“-ის ეთერში გადაეცემა. მას ეყოლება 6 წამყვანი, ყველა მათგანი რადიოჰოლდინგ „ფორტუნას სახეა. გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს ჯილდოს გადასცემენ საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეები. დამსწრე საზოგადოებას რადიოჰოლდინგ ფორტუნასგან დიდი მუსიკლაური სიურპრიზი ელოდება. წლევანდელი ოქროს ტალღალეგენდარულ ჯგუფს ქუინს ეძღვნება, ამიტომ ღონისძიების სპეციალური სტუმარი იქნება კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი, რომელიც ფრედი მერკურის შემდეგ, მისი სიმღერების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა.



  ის ბრაიან მეიმ აღმოაჩინა. მარკ მარტელს ჯგუფქუინთანერთად მონაწილეობა აქვს მიღებული პროექტშიქუინ ექსტრავაგანსა“. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ მარკ მარტელი მიიწვიესოსკარისადაოქროს გლობუსისმფლობელი, 2018 წლის მთავარი მუსიკალური ფილმის, „ბოჰემური რაფსოდიისთვისკომპოზიციების ჩასაწერად. არაერთხელ აღინიშნა, რომ მუსიკალური თვალსაზრისით ფილმი უნაკლოა, რაც სხვებთან ერთად, მარკ მარტელის დამსახურებაცაა. მან თავისი ნამღერით ბრწყინვალე მომღერალი, სელინ დიონიც კი გააკვირვა. „ოქროს ტალღის მსმენელს მარტელის მოსმენის საშუალება 11 ივნისს ექნება. ამავე დღეს გამოვლინდება 15 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულიც.


Comments