Art_etoile - ქართული "ინსტაგრამ" გვერდი, რომელსაც კიარა ფერანი მიყვება.
21 საუკუნე - სოციალური ქსელები არა მხოლოდ გართობის ყველაზე აქტუალური საშუალებაა, არამედ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბიზნეს-პლატფორმადაც იქცა. ჩვენ ვცხოვრობთ "ინფლუანსერების" ხანაში, სადაც საკუთარი სოც.ქსელი , შესაძლოა, შენ ძირითად საშემოსავლო წყაროდაც იქცეს. მთავარია, ცოტაოდენი ფანტაზია და ენთუზიაზმი. დღევანდელი ჩემი ბლოგის მთავარმა ფიგურამაც ენთუზიაზმით დაიწყო და ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი გვერდით ბლოგერი, კიარა ფერანი დაინტერესდებოდა.
2018 წლის ბოლოს, "ინსტაგრამი" ახალმა ტენდენციამ მოიცვა. ყველა ცნობილმა ბლოგერმა დადო ფოტო ბზინვარე, ე.წ "გლიტერების" ეფექტით. ბაია გელაშვილი ამ ფაქტით თავიდანვე დაინტერესდა. მოძებნა შესაბამისი პროგრამა და პირველი ფოტოც "დააგლიტერა". როგორც თავად იხსენებს, ეს იყო ემრატას ფოტო აუზში, თუმცა ფოტოს დიდი გამოხმაურება არ მოყოლია.
შემდეგი იყო " Youtube-ზე ცნობილი "ვლოგერის, ვალერია ლიპოვეცკის ფოტო ,რომელიც მან საკუთარ გვერდზე გააზიარა. ზოგადად, ვალიერია, ცნობილია უშუალო დამოკიდებულებით ფანებთან და ძალიან უყვარს მსგავსი "სიურპრიზები". ვალიერიას გამომწერები ცხადია, ბაიას გვერდით დაინტერესდნენ და "ინსგრამზე" აქტივობაც გაიზარდა. ვალერიასგან " Art_etoile "-თი დიზაინერი, ანუკი არეშიძე დაინტერესდა, მას მოჰყვა "ინფლუანსერი" ქსენია ადონცი, რომელმაც ერთდროულად ბაიას ორი ფოტო გააზიარა და გვერდი ინტერნეტმა აიტაცა.
მიუხედავად ასეთი გამოხმაურებისა, ალბათ, ბაია ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გვერდზე მიმოწერას მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ბლოგერთან, კიარა ფერენია დაიწყებდა. კიარა "Art_etoile"-ეთი თავად დაინტერესდა და გვერდს იტალიურად მიწერა,რომ ჰქონდა რამდენიმე ფოტო, რომელსაც "გლითერები" ძალიან მოუხდებოდა. კიარას იმდენად მოეწონა ბაიას "დაგლითერებული" ფოტოები, რომ არა მხოლოდ ერთხელ, არამედ რამოდენიმეჯერ გაუგზავნა დასამუშავებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაიას დაკორექტირებულ კიარას ერთ-ერთ ფოტოზე "დიორის" მოდის სახლის კომენტარსაც ვხვდებით.
სირპრიზები კიარათი არ მორჩენილა და შემდეგი პოპულარული ბლოგერი, რომელმაც "Art_etoile"-ს ფოტო გააზიარა, "Song of style" აღმოჩნდა. ასევე, გვერდის სიახლეები "ვიქტორია სეკრეტის" ყოფილმა ანგელოზმა და ორლანდო ბლუმის, ასევე "ყოფილმა" ცოლმა, მირანდა ქერიმ გამოიწერა. მირანდა ახლა "Snapchat"-ის მფლობელის, ევან სპიეგელის ცოლია.












Comments
Post a Comment