BEAUTY : საჭირო ინფორმაცია და რჩევები საერთაშორისო კომპანია TenTen-ისგან.
დღითიდღე თავის მოვლა უფროდაუფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ შორის კი, ფრჩხილების მოვლა ყველაზე აქტუალური ხდება. სხვათაშორის საქართველოში ფრჩხილების სპეციალისტ-ექსპერტიც გვყავს, რომელსაც გავესაუბრე და ჩემი მკითხველისთვის უამრავი სასარგებლო რჩევაც მივიღე. ნატალი კუჭუხიძე ამ ეტაპზე საერთაშორისო კომპანია "TENTEN"-ის თანამშრომელია.
- ნატალია, პირველრიგში მითხარი, როგორ მოვუაროთ ხელებს და როგორ ავიცილოთ კანის სიმშრალისგან გამოწვეული გართულებები ?
- საერთაშორისო სტანდარტების და ჯანმრთელი ფრჩხილების თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, ფრჩხილების მოვლას ვიწყებთ ხელის კანის სტრუქტურის გაუმჯობესებით, რაც გულისხმობს კანის გაუხეშებული ზედაპირის მოშორებას, დატენიანებას და კვებას. გამომშრალი კანის ზედაპირი სკდება, წარმოიქმნება ნახეთქები, რაც ინფექციების კერებს წარმოქმნის, უმატებს კანს მგრძნობელობას და ხშირად მტკივნეულიც კი ხდება. ვერ გვექნება სრულყოფილი, ლამაზი მანიკური და პედიკური თუ ფრჩხილების გარშემო კანი არ იქნება სრულიად ჯანმრთელი და ვიზუალურად ლამაზი.
- ამ შემთხვევაში რას გვთავაზობს "TENTEN" , თუ შეგვიძლია მსგავსი პროცედურებით სარგებლობა ?
- საერთაშორისო კომპანია TENTEN გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტების დაცვით ყველა ტიპის კანისთვის ხელის და ფეხის მრავალფეროვან სპა პროცედურებს, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. სპა პროცედურები შეიცავს ხილის და ბალახეული ეთერზეთებით, ექსტრაქტებით, აგრეთვე ჰიალურონის მჟავით, ვიტამინებით გაჯერებულ მკვებავ და აღმდგენ ნიღბებს, ასევე პარაფინოთერაპიას, ცხელი და ცივი ხილის პარაფინით. სპა პროცედურა ,,Stop the clocks" - შეაჩერე დრო, ოცდაოთხსაათიანი მოქმედებით აღადგენს და აახალგაზრდავებს კანს. ყველა სპა პროცედურა კეთდება მასაჟის სპეციალური ტექნიკით, რაც ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებას და მაქსიმალური შედეგის მიღწევას.
- ქალბატონო ნატალი , ვიცი, რომ ჩემი მკითხველისთვის სპეციალური რჩევები გაქვთ მომზადებული. შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ ?
- დიახ, გელ-ლაქისა და ფრჩხილის დაგრძელების გაკეთების შემდეგ, თუ არ იყენებთ ხელთათმანს ქიმიურ საშუალებებთან კონტაქტის დროს, ეცადეთ ისარგებლოთ არა ცხელი,არამედ თბილი წყლით .
თვითნებურად არ მოიხსნათ გელ-ლაქი და ფრჩხილების დაგრძელება, რადგან მასთან ერთად თქვენი ჯანმრთელი ფრჩხილის ფირფიტაც შეიძლება აყვეს და ფრჩხილი დაზიანდეს. თუ თქვენ ერთი დაგრძელებული ფრჩხილი მოგტყდათ ან გელ-ლაქი აგძვრათ ნაწილობრივ ,ქლიბის საშუალებით მოიცილეთ დარჩენილი გელ-ლაქი ან დაგრძელება. მოხსნის შემდეგ აუცილებელია თხელი ბაზა დავტოვოთ ბუნებრივი ფრჩხილის ზედაპირზე, რადგან დაუცველი ფრჩხილი კიდევ უფრო შეიძლება დაზიანდეს მყარ საგნებთან და ქიმიურ საშუალებებთან კონტაქტის დროს. წაისვით ფრჩხილზე სამკურნალო საშუალებები ან ჩვეულებრივი ბაზა-ტოპი.
- დაზიანებული და მტვრევადი ფრჩხილის და გაუხეშებული კანისთვის, სახლის პირობებში შეგვიძლია მოვამზადოთ და ვისარგებლოთ პერიოდულად ხელის და ფეხის აბაზანებით. წყალში ჩავყაროთ ზღვის მარილი, დავუმატოთ საჭმლის სოდა, მისი ქიმიური რეაქციის გასაძლიერებლად და 5-7 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ ხელები ან ფეხები. შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ და წავისვათ გლიცერინის შემცველი კრემი ან TENTEN-ის მიერ წარმოებული კრემი. ეს პროცედურა გააძლიერებს ფრჩხილს, დაარბილებს კანს და გააუმჯობესებს კანის რეგენერაციას.
ნუ წაისმევთ დაზიანებულ, დარბილებულ, სუსტ ფრჩხილზე იოდს ან სხვა ძლიერ ქიმიურ ანტისეპტიკს, რადგან ის ანელებს ახალი უჯრედების წარმოქმნას, და შესაბამისად ხელს უშლის ფრჩხილის შემდგომ აღდგენა-გამაგრებას .
- ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის.
მის : აბაშიძის ქ.6







Comments
Post a Comment