ნიკა კოჭლამაზაშვილის "ჩრდილების თეატრი".
პირველ აპრილს ხელოვნების სასახლეში, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, ნიკა კოჭლამაზაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა. "ჩრდილების თეატრი" ასე ჰქვია გამოფენას, რომელშიც ქართველმა მხატვარმა თავის ემოციებზე დაფუძნებული 14 ორმაგი ექსპოზიცია წარმოადგინა.
-" მეგობარმა მაჩუქა გრანიტის ქვა, რომელიც ძალიან მინდოდა,რომ დამედო ჩემს სტუდიოში, მაგრამ თითქოს რაღაც აკლდა. მინდოდა, ჩემი დამემატებინა და პირველი, რაც ხელში მომხვდა სპილენძი აღმოჩნდა. სწორედ ამ მასალით დავიწყე სკულპტურის შექმნა. " - აღნიშნა ჩემთან საუბარში მხატვარმა.
ჩრდილების იდეა ბატონ გიორგი კალანდიას ეკუთვნის. გამოფენა 10 აპრილამდე გასტანს.








Comments
Post a Comment