ალესანდრო გუალტიერი - ინტერვიუ პროვოკაციული არომატების სკანდალურ შემქმნელთან.
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ამავე დროს, პროვოკაციული სუნამოების შემოქმედი , ალესანდრო გუალტიერი თბილისშია.
11 აპრილს მოძრაობის თეატრში სუნამოს ორიგინალური პრეზენტაციის შემდეგ, პრესას საშუალება მოგვეცა ალესანდროს უშუალოდ გავსაუბრებოდით.
ალესანდრომ განათლება გერმანიაში მიიღო და სუნამოებს ისეთი ბრენდებისთვის ქმნიდა, როგორებიცაა ვერსაჩე, ვალენტინო, ჰელმუტ ლენგი, ფენდი, დიზელი და ა.შ
თუმცა, მის იდეებს ხშირ შემთხვევაში იწუნებდნენ, სკანდალურობისა და ექსცენტრიულობის გამო. რატომ ? არ დაგავიწყდეთ, რომ საუბარია ბრენდზე ,რომლის ერთ-ერთი სუნამოს სურნელი ძლიერ წააგავს ნაკელის სურნელს. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით ჩემთვის "Nassomato" ერთ-ერთი ყველაზე ნიშური, დასამახსოვრებელი და კონცეფციურად გამართული ბრენდია. დღეს ხომ ბაზარზე იყიდება იდეეები და არა პროდუქტი ?! კერძოდ, რა კრეატიულ იდეებზე და სიმბოლიკაზეა საუბარია ამის მოსმენა უშუალოდ ალესანდროსგან შეგვიძლია.
- პირველრიგში მინდა, გკითხოთ რამდენად იცნობთ ქართულ პარფიუმერულ ბაზარს ?
- ქართულ ბაზარს არ ვიცნობ. ზოგადად, ბაზარი ადამიანებისგან შედგება. მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წახვიდე ადამიანებს ერთნაირი ემოციები აქვთ. ერთსა და იმავე რაღაცაზე ტირი, ერთსა და იმავე რაღაცაზე იცინი ... კულტურული განსხვავებები ცხადია, არსებობს, თუმცა ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ემოციები ყოველთვის ერთნაირია.
- კონკრეტულად ქართულ ბაზარს თუ სთავაზობთ რაიმეს ?
- სუნამოები, რომლებსაც ვქმნი ჩემთვის არის განკუთნილი. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა მოწონთ თუ არა ის სიცილიაში, იტალიაში თუ საქართველოში. მე სუნამოებს არ ვარგებ კულტურას ან ქვეყანას. ყველა სუნამოს საკუთარი ხასიათი და ცხოვრება აქვს. ისინი არ ემორჩილებიან ჩემს ან რომელიმე ქვეყნის წესებს.
- რომელი სუნამო აღმოჩნდა გარდამტეხი თქვენი კარიერული წინსვლისათვის ?
- ასეთი წუთი ჩემს კარიერაში არ მახსენდება, რადგან ეს უფრო მეტად პიროვნული ევოლუციაა, რომელიც ჩემთან ერთად გრძელდება. იმ ადგილას, სადაც მე დავიბადე ძალიან ბევრი სურნელი ირევა. სუნამოს შექმნამდე ყველაფერს მუცლით ვგრძნობ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის ტვინში და სწორედ, ასე იქმნება სუნამოები.
- თუ გახსენდებათ ვინმე ცნობადი ადამიანი, რომელიც წლებია თქვენი სუნამოს ერთგულია ?
- ეს მე არ მეხება , იმათი პრობლემაა. ეს ჩემთვის საინტერესო არ არის.
- ბევრი რამის კეთება მიყვარს. ვწურავ ღვინოს, ვანახლებ ძველ მოტოციკლებს. გარდა ამისა, ვქმნი ინდივიდუალურ პროექტებს და ვაკეთებ ინსტალაციებს, რომლებიც რაიმე შინაარსის და აზრის მატარებელია. გარდა ამისა, ერთ-ერთ ძველ სახლში გავაკეთე პორნო ნამუშევრების გამოფენა. დავამონტაჟე სპეციალური ინსტალაცია და როდესაც ამ სახლში შედიხარ, გესმის სექსის ხმა სხვადასხვა ენაზე.
- თუ გაქვთ თქვენი შემოქმედების რაიმე სლოგანი ან ფრაზა...
- ერთ ფრაზის გამოყოფა მართლაც ძალიან გამიჭირდება, თუმცა ვიტყვი, რომ ყველაფერში უნდა არსებობდეს ხარისხი. ხარისხის მნიშვნელობაზე საუბრისას აზრი ყოველთვის სუბიექტურია. იტალიელები მუზეუმში ვცხოვრობთ და ხარისხის შეგრძნება ცოტა გაგვიუბრალოვდა. საქართველოსნაირ მრავალფეროვან და მრავალმხრივ ქვეყანაში შეიძლება, უფრო მეტად ფასეული რამ შეიქმნას. ყოფილა შემთხვევები როდესაც რაიმე პროექტი დამიწუნეს, თუმცა მე მის ხარისხში დარწმუნებული ვიყავი.
აქვე შეგახსენებთ, რომ იტალიელი პარფიუმერის სტუმრობა სელექტიური პარფიუმერიის ბუტიკების ქსელის, ლ’არომ ბუტიკის - L’Arome Boutique დამსახურებაა, სადაც მსოფლიოში საუკეთესო პარფუმერების მიერ შექმნილ სხვადასხვა სუნამოსთან ერთად ექსკლუზიურად ნასომატოს შეძენაც შეგიძლიათ.







Comments
Post a Comment