თეონა ბაღდავაძე - "არ ემსახუროთ მიზნებს და მაშინ ისინი მოგემსახურებიან თქვენ."
Photography Zaqaria Chelidze.
წარმატებული ადამიანები ყოველთვის შთამაგონებენ, განსაკუთრებით კი, თუ საქმე ქალებს ეხებათ. ქალს სუსტ სქესად სულაც არ ვთვლი, პირიქით . საქართველოში ძლიერი ქალების ტენდენცია ოდითგანვე გვქონდა. რამდენად ნიშნავს წარმატება სიძლიერეს ამაზე დღეს არ შევყონდები და პირდაპირ ჩემ სტუმარს გაგაცნობთ, თუ კი ცხადია არ იცნობთ.
მისი ცნობა და დამახსოვრება ძალიან ადვილია, რადგან მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი და გემოვნება აქვს. მაღალი ქუსლები ჯერ კიდევ 17 წლისამ მოირგო, როცა საჯარო სამსახურის ეტიკეტმა დიდის შეხედულება მოსთხოვა. მას ხშირად გადააწყდებით სხვადასხვა მიღებებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე. ქუჩაში ჩაფიქრებული დასეირნობს, თუ ცხადია დრო აქვს, ხოლო საზოგადოებაში ცდილობს,რომ ხშირად გაიღიმოს და მისი დადებითი მუხტი ყველას გადასდოს. სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხშირად დებს სხვადასხვა ტიპის სახალისო ვიდეოებს. კარგი იუმორი, რომელიც ხშირად სარკაზმშიც გადასდის მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. მისი საქმიანობა ზოგიერთი ადამიანისთვის, მათ შორის, თეონას მშობლებისთვისაც იმდენად უცნობი და ბურუსით მოცულია, რომ ჯობია, ყველაფერი თავად მოგვიყვეს.
- მომიყევი შენს საქმიანობაზე, პირდაპირ გკითხავ, რამდენ ადგილას მუშაობ ?
- რეალურად სამსახური არ მაქვს. ჩემი კომპანია მაქვს. მესამე წელია, რაც გადავწყვიტე ასე მეცხოვრა და ვთვლი, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. გარდა ამისა, კიდევ ორი მსგავსი გადაწყვეტილება მივიღე, რომლითაც კმაყოფილი ვარ, აღარ ვზივარ საჭესთან და აღარ ვდგავარ თხილამურებზე.
- საზოგადოებსთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება გაქვს , რამდენი წლის იყავი მუშაობა რომ დაიწყე ?
- ამ სფეროში 19 წლიდან ვმუშაობ, აქედან რვა-ცხრა წელი კორპორაციულ სამყაროში ვიყავი. სწორედ ამის მერე დავაარსე ჩემი კომპანია და ვმუშაობ ისეთ მსოფლიო ბრენდებთან, როგორებიცაა : Mcdonalds, H&M, ZARA, Glovo, Wizzair, Mastercard , ამერიკის საელჩო და ა.შ.

Fashion ნიშნული : თბილისში მხოლოდ თეონას შეუძლია ლეგინსებზე პიტჯაკის მორგება.
- მომიყევი შენს საქმიანობაზე, პირდაპირ გკითხავ, რამდენ ადგილას მუშაობ ?
- რეალურად სამსახური არ მაქვს. ჩემი კომპანია მაქვს. მესამე წელია, რაც გადავწყვიტე ასე მეცხოვრა და ვთვლი, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. გარდა ამისა, კიდევ ორი მსგავსი გადაწყვეტილება მივიღე, რომლითაც კმაყოფილი ვარ, აღარ ვზივარ საჭესთან და აღარ ვდგავარ თხილამურებზე.
- საზოგადოებსთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება გაქვს , რამდენი წლის იყავი მუშაობა რომ დაიწყე ?
- ამ სფეროში 19 წლიდან ვმუშაობ, აქედან რვა-ცხრა წელი კორპორაციულ სამყაროში ვიყავი. სწორედ ამის მერე დავაარსე ჩემი კომპანია და ვმუშაობ ისეთ მსოფლიო ბრენდებთან, როგორებიცაა : Mcdonalds, H&M, ZARA, Glovo, Wizzair, Mastercard , ამერიკის საელჩო და ა.შ.
Fashion ნიშნული : შეაფასეთ, თეონას ახალი ვარცხნილობა.
- რას მეტყვი საზოგადოებასთან ურთიერთობაზე უფრო კონკრეტულად ?
- ეს სფერო შედარებით ახალია და ძალიან მალე ვითარდება, განსაკუთრებით, სოციალური მედიის ფარგლებში. კომპანიებთან მუშაობისას ჩვენ ვაკეთებთ დიაგნოსტიკას და ვიგებთ თუ რა ჭირდებათ. შემდეგ, ვადგენ დაინტერესებული მხარეების რუკას. რაც უფრო დეტალური და კონკრეტულია გზავნილი, მით უფრო ადვილია საზოგადოებამდე მისი მიტანა. საზოგადოებასთან ურთიერთობის ანარეკლია ჟურნალისტიკა.
- როგორია შენი წარმატების ფორმულა ?
- ფორმულებს ყოველთვის ცუდად ვიმახსოვრებდი, უფრო მეტად ჰუმანიტარული განათლება მაქვს, რაც აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ უფრო მაზიანებს, ვიდრე მეხმარება. ჩემი წარმატების ფორმულა ადეკვატურობაა. მე არ ვქმნი საკუთარ თავთან და ორგანიზაციებთან ილუზიას. ყოველთვის ძალიან კონკრეტულ მიზნებთან მივდივარ. ასაკთან ერთად ეს მიზნები მეტად კონკრეტულია. გარდა ამისა, არასდროს არ ვცდილობ, რომ ჩემი მნიშვნელობა გავხადო იმაზე მეტი, ვიდრე არის.ზოგადად, განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. არ არსებობს ჩემთვის მიუღებელი ადამიანი, თუ საქმე არ ეხება, მკაფიოდ გამოხატულ ჰომოფობიას ან აზროვნებით ჩაკეტილ ადამიანებს.

Fashion ნიშნული : ფსიქოლოგების თქმით, ნარინჯისფერისა და ცისფერი კომბინაცია ადამიანებში ნდობის განცდას იწვევს.
- როგორია შენი სტილი ? ვიცი, რომ რაღაც ცვლილებების შეტანას გეგმავ შენს იმიჯში.
- კი ვაპირებ ცვლილებების შეტანას იმიჯში, ჯერ-ჯერობით ვარცხნილობა შევიცვალე და წონაში საკმაოდ დავიკელი . ამ ეტაპზე კიდევ ერთი გარდატეხის ასაკი მაქვს. ადრე ყოველთვის ვცდილობდი, რომ დიდს დავმსგავსებოდი, რადგან ძალიან პატარა ასაკიდან ვმუშაობდი ძალიან საპასუხისმგებლო პოსტებზე. 21 წლის ასაკში , მაგალითად, საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვიყავი და ძალიან საპასუხისმგებლო თემები მებარა. შემდეგ, რაღაცნაირად დავამტკიცე ჩემი პროფესიონალიზმი და ახლა მინდა, ისეთი ვიყო, როგორიც ჩემი თავი წარმომიდგენია.
- ვიცი, რომ მაღალ ქუსლებზე სიარული ძალიან პატარა ასაკში დაიწყე ,რატომ მოხდა ასე ?
- კი, მაღალი ქუსლები დიდი ხანია, რაც ჩემს სტილთან ასოცირდება, მას შემდეგ, რაც ფილმს "საქმიანი ქალი" ვუყურე. ეს არის ფილმი კორპორაციულ სამყაროზე.
- კრიზისულ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ ?
- კი, ძალიან ხშირად. ბოლო შემთხვევა სასამართლომდეც კი მივიდა. Rednose საქველმოქმედო კამპანია იყო, რომელში ჩართულმა მხარემაც არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში დამადანაშაულა. ამ ადამიანს სოც.ქსელში ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს და ბრმად დადანაშაულების გამო მე დიდი ადამიანური და რეპუტაციული ზიანი მივიღე. თუმცა, დღეს გავხდი ადამიანი , რომელსაც ხშირად ეკითხებიან თუ როგორ მოვიქცეთ კრიზისულ სიტუაციაში.
- Trend.ge შენი ონლაინ-პლატფორმაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ შექმენი. რამდენად დიდი ცნობადობით სარგებლობს საიტი საზოგადოებაში ?
- დაახლოებით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მინიმალური რესურსებით დიდ კონკურენციას ვუწევთ პალიტრას გამოცემას ან სხვა სატელევიზიო საიტებს. ვთვლი, რომ ადამიანებს აინტერესებთ, რასაც ვწერთ. ეს არ არის საიტი მოდაზე, ეს არის ყოველდღიური თემებით დახუნძლული ონლაინ-გამოცემა. ვფიქრობ, რომ ყოველდღიურად ვიზრდებით და იზრდება იმ პარტნიორების სია, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ.

Fashion ნიშნული : რთულია, გერქვას ქართველი და იყო ჭრელი.

Fashion ნიშნული : ფოტოსესიაში გამოყენებული სამოსი ეკუთვნის ქართულ ბრენდს "Loveline"
- სამომავლოდ რას გეგმავ?
- მაქვს რამოდენიმე საინტერესო პროექტი, რომელზეც ვმუშაობ. მათ შორის , ერთ-ერთია სატელევიზიო და ვცდილობ, ჩემ დროს მოვარგო. საერთოდ გეგმების დასახვა არ მიყვარს და მირჩევნია, რომ ყოველთვის სიტუაციურად ვიმოქმედო. არ ემსახუროთ მიზნებს და მაშინ ისინი მოგემსახურებიან თქვენ.
SPECIAL THANKS IOTA HOTEL TBILISI

2019

Comments
Post a Comment