ვინ გამოეთიშა და ვინ დაემატა თბილისის "მერსედეს-ბენცის" მოდის კვირეულს ?

ფოტო: გრიგორ დევეჯიევი, მერაბ ჭუმბურიძე

 თბილისის "მერსედეს-ბენცის" მოდის კვირეული 2 მაისს იწყება. ხუთი დღის განმავლობაში ჩვენებებს, გამოფენებს და პერფორმანსებს უკვე მეორედ სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. ჩვენებები აგრეთვე გაიმართება  სხვადასხვა ლოკაციებზე. მოდის კვირეულის ფარგლებში 46 დიზაინერი თავის ახალ კოლექციას წარადგენს. ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – კრიტიკოსები, მყიდველები, ცნობილი გამოცემების რედაქტორები და სხვა. კვირეულის ოფიციალური განრიგი უკვე ცნობილია.


 წელს კვირეულზე მონაწილეობას არ მიიღებს "AVTANDIL". მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა კვირეულზე არიან ახალი სახეებიც. მაგალითად, David,s road, Berhasm და Nemsen.
  აღსანიშნავია, რომ ბრენდი "Berhasm" ქართველი დიზაინერის, ბესო თურაზაშვილის მიერ დაარსდა. გარდა ამისა, დიზაინერს მეორე ბრენდი "Beso Tura"აქვს. დიზაინერი მუშაობდა სტელა მაკკარტნისთან. ბრენდის სამოსს ისეთი ვარსკვლავები ატარებენ, როგორიცაა ბელა ჰადიდი. როგორც ჩანს, ბელას სიყვარული ქართველი დიზაინერების მიერ განსაკუთრებულია. ჯერ იყო და ირაკლი რუსაძის "Situationist" მიყოლებით რამოდენიმეჯერ მოირგო, შემდეგ ბესარიონი და ცხადია "Beso Tura",


 სხვა სიახლეებით სულ მალე დაგიბრუნდებით, თქვენ კი დაიჭირეთ თადარიგი და თუ ჯერ არ მოგიფიქრებიათ რას ჩაიცვავთ გადახედეთ გარდერობს.


Comments