რა არის #გაისწორე ?
საბედნიეროდ, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ახალგაზრდების პლიადა, რომელიც ეროვნულ ღირსებას იცავდა და პატრიოტული სულისკვეთების შენარჩუნებას ცდილობდა.
გავიხსენოთ, მამათა და შვილთა ეროვნული დაპირისპირება, რაც ილია ჭავჭავაძის მიერ "ცისკარში" გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიას მოჰყვა...
XXI საუკუნის ბოლო ათწლეულია, რაც საქართველოში იდეური რეფორმაცია დაიწყო. განახლდა ფასეულობები და გადახარისხდა ტრადიციები. გამოჩდნენ არტისტები, სხვადასხვა შემოქმედებით სფეროში, რომლებიც კონცეპტუალური შემოქმედების გზით ცდილობენ საკუთარი სათქმელის გადმოცემას.
კონცეპტუალიზმმა მოდაზეც დიდი გავლენა იქონია. გაიხსნა "Concept Store"-ები, მათ შორის ერთ-ერთია "Them&Theirs" საქართველოში პირველი Unisex Vintage store. სახელწოდების იდეა დამფუძნებელს, ქეთი ჭიჭინაძეს , ამერიკულ სერიალზე "These Thems" მუშაობის დროს გაუჩნდა.
მაღაზიაში წარმოდგენილია კომბინიზონები, ჯინსები, პერანგები და აქსესუარები 70, 80 და 90-იანი წლებიდან.
რა არის #გაისწორე ?
აკა მორჩილაძის ნაწარმოებში "ქართულის რვეულები" წერს : აკაკი წერეთელი იხსენებს მამამისის ცხოვრების ერთ ეპიზოდს: როსტომ წერეთელთან სახლში ფრანგები მისულან. ჭიათურის მარგანეცი, კონცესიები, მთელი ამბავი და ამ ფრანგებს მიწის ყიდვა ნდომებოდათ, სადაც საბადოების გათხრას დაიწყებდნენ, და ალბათ უნდოდათ შეემოწმებინათ, იყო რაიმე სასარგებლო წერეთლის მიწებზე თუ არა. როსტომმა მიიღო ისინი ძალიან თბილად და ქართველურად და ბოლოს საქმე საბუთების ხელმოწერაზე მიდგა: ხალხს მიწის ყიდვა უნდა და ქაღალდს ხომ უნდა მოეწეროს ხელი? როსტომ წერეთელმა არაფრით არ მოაწერა ხელი ქაღალდს. ეს დიდ დამცირებად მიიჩნია. თანხმობა ნათქვამი ჰქონდა, ულვაშზე გადაისვა ხელი და ჩათვალა, რომ ეს ყველაფერს ნიშნავდა. შვილო, მეტი რაღა ვუთხრა, სიტყვა ვუთხარი და ულვაშზე ხელი დავიდეო, - უთხრა აკაკის.
ალბათ, იკითხავთ რა შუაშია ეს ამონარიდი ახალ კოლექციასთან ? - ეს დიზაინერის შთაგონების წყაროა. ნაჭერზე ამოქარგული #გაისწორე და ულვაში , ერთის მხრივ , ძველი ტრადიციის განახლებაა და ქართული ინტელეგენციის ხსოვნას ემსახურება, მეორეს მხრივ, ადამიანის არჩევანის თავისუფალ და კეთილ ნებას გამოხატავს.
ახალი კოლექცია იმაზე დიდ პატრიოტულ მესიჯებს ატარებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია, რომ არ აქვს მნიშვნელობა სქესს , ყველას შეუძლია, გაისწოროს.
Photocredit Mimi Abintra @AbintraConcept
Models Irakli Cholobargia, Giga Uchuvatov, Deiko Lomtadze, Jay Sebua
Them&Theirs - Tbilisi , Niaghvari st.4.a
ორშაბათი,სამშაბათი,
ხუთშაბათი,
პარასკევი 12:00-20:00
კვირა 12:00 -18:00
შაბათი 11:00 - 20:00
ოთხშაბათი closed


Comments
Post a Comment