სად შევიძინოთ თბილისში ყველაზე დახვეწილი ზოლიანი მაისურები ?

 
   ვინც მიცნობს კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება ზოლიანი სამოსის მიმართ. გოტიე და შანელი - აი, ჩემი პირველი ასოციციები ზოლიანი მაისურის დანახვისას. შავისა და თეთრის ეს კლასიკური სინთეზი, ჩვენს ჩაცმულობას უფრო გლამურულსა და დახვეწილს ხდის.
 ჩემს გარდერობში ყოველთვის არის რამოდენიმე ზოლიანი მაისური, თუმცა დამატება არასდროს არ არის ზედმეტი.


  როდესაც, სოციალურ ქსელში "Atelier Sada"-ს გვერდს წავაწყდი , გადავწყვიტე, ვაჟა ფშაველას 51-ში მდებარე "შოუ-რუმი" თავად მენახა. ადგილზე მისულს ზოლიანი მაისურების ფართო არჩევანი დამხვდა. 


 “შოუ-რუმში" დედაშვილის, გიორგი სულხანიშვილისა და მერი დოჭვირის ბრენდის გარდა წარმოდგენილია ქართული ბრენდები “Boo" და "Anaida". შოუ-რუმი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და თბილისში დეფიციტურ, თავისუფალ და ორიგინალურ სამოსს წარმოადგენს. 


 ატელიე "სადა" უამრავ სიახლესთან ერთად მამაკაცის ხაზის გამოშვებას აპირებს. მანამდე კი ეწვიეთ ვაჟა ფშაველას 51-ში მდებარე "შოუ-რუმს" და შეიძენეთ ტენდენციური სამოსი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებად.


Comments