ქეთა და იმანი - თბილისში ყველაზე პრესტიჟული სალონის გუნდის წევრები.


   ასტუმრო "ბილთმორში" მდებარე სალონი "Beauty Zone" სულ რამდენიმე თვეა გაიხსნა თუმცა, უკვე მოახერხა საყვარელი მომხმარებლის გულის მოგება. ჩემთვის "Beauty Zone" ასოცირდება ხარისხთან, კომფორტთან და სიმდიდრესთან, ცხადია, სიმდიდრე არა ფასებში, არამედ დახვეწილ ინტერიერში იგულისხმება. რას სიახლეებს გვთავაზობს სალონი ან რა ტიპის მომხსახურეობით შეგვიძლია სარგებლობა,ამას უშუალოს სალონის დირექტორთან , ქეთა სოხვაძესთან და ირანელ სტილისტთან, იმან ხოდავერდთან გავარკვევ.

- როდის დაარსდა სალონი და ვისი იდეა იყო ?

ქეთა :
 სალონი გაიხსნა ივლისში, სულ რამდენიმე თვეა. მე და ჩემს მეგობრებს  მოგვივიდა იდეა და გოგა სუსს შევთავაზეთ, რომ ჩართულიყო სალონის გახსნაში.

- რით განსხვავდება "Beauty Zone" თბილისში არსებული სხვა სალონებისგან ?

ქეთა :
 პირველრიგში, მგონია, რომ ლოკაციიდან გამომდინარე "ლაქშერი" სეგმენტის სალონად ითვლება. ვთვლი რომ ვიზუალურად ძალიან დახვეწილია. ჩვენთან ერთად იმუშავა დიზაინერმაც. ვმუშაობთ საუკეთესო პროდუქციით და გვყავს მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები. გარდა ამისა, სხვა სალონებისგან იმითაც განვსხვავდებით, რომ ჩვენთან წარმოდგენილია ქართველი დიზაინერების "შოუ-რუმი". სალონისა და "შოუ-რუმის" ძირითადი მომხმარებლები სასტუმრო "ბილთმორის" დამსვენებლები არიან. 

- რას სთავაზობთ მომხმარებელს ამ ეტაპზე ?

ქეთა :
 გვაქვს ყველა ტიპის სალონური მომსახურეობა, როგორც თმის,ასევე ფრჩხილის. გვყავს MUA , კოსმეტოლოგი და მომხმარებლებს სოლარიუმით სარგებლობაც შეუძლიათ. ახლა ვფიქრობთ, რომ დავამატოთ ლაზერი.

- რამდენი ადამიანისგან შედგება "Beauty Zone"-ს გუნდი ?

ქეთა :
დაახლოებით, 15- 16 ადამიანი მუშაობს.



- ალბათ, დამეთანხმები, რომ გუნდის გამორჩეული წევრია ირანელი სტილისტი, იმან ხოდავერდი. მოდი პირდაპირ მასთან გადავალ კითხვით. იმან როდის დაიწყე შენი საქმიანობა და როდის გადაწყვიტე თბილისში ჩამოსვლა ?

იმანი :
ჩემი საქმიანობა 5 წლის წინ დავიწყე. მამაჩემიც მამაკაცების სტილისტია, ირანში წვერს პარსავდა. საქმიანობა მისგან შევისწავლე. მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი და ყურადღება მიმექცია თუ როგორ სურდა კლიენტს თმის შეჭრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს არ უნდა მოახვიო კლიენტს საკუთარი აზრი თავზე. რომც არ მოგწონდეს მისი არჩევანი, უნდა შეჭრა ისე, როგორც მას სურს.

- ქეთა, იმან , მაინტერესებს როგორი ურთიერთობა გაქვთ ?

იმანი:
ქეთა ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო მეგობარია თბილისში. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მეგობარია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე შემიძლია მასმოვუყვე ჩემი პრობლემების შესახებ და ის ყოველთვის მამშვიდებს.

ქეთა : იმან ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელია. მან იცის თუ როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელთან, რაც საქართველოში, ზოგადად დიდი პრობლემაა. მას შეუძლია შესთავაზოს ჩაი ან ყავა ნებისმიერ მომხმარებელს მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის თმის სტილისტია. ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.



- იმან, თუ შეგიძლია, რომ ჩემს მკითხველს რამოდენიმე რჩევა მისცე თმის მოვლასთან დაკავშირებით ?

იმან :
პირველრიგში ვურჩევ, რომ არ დაიბანონ თმა ძალიან ცხელი წყლით და ხშირად. ორ დღეში ერთხელ საშუალოდ, თმის დაბანა ნორმალურია. ვარცხნილობის შეცვლის დროს უნდა გაითვალისწინო სახის მრგვალი თუ წაგრძელებული ოვალი გაქვთ.



- თუ გვაქვს ექსკლუზიურად ჩემთვის რაიმე სიახლე, რომელიც შემიძლია ჩემს მკითხველს გავაცნო ?

ქეთა : სალონი ძალიან აქტიურად არის ჩართული "Rustavi 2"-ის სხვადასხვა პროექტებში და მაისის შუა რიცხვებში ჩავერთვებით ლათინური ცეკვების მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც საქართველოში ჩატარდება. ჩვენ მათი პარტნიორები ვართ.

- იმან, რა არის შენი სამომავლო გეგმები და რამდენად ხედავ რამოდენიმე წლის მერე შენს თავს საქართველოში ?

იმანი :
 ჩემი მიზანია გავხდე პროფესიონალი სტილისტი არამხოლოდ მამაკაცების განხრით, არამედ ქალბატონების მხრივაც. ვფიქრობ, რომ აუცილებლად საქართველოში ვიქნები.


ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტოგრაფი Gogi X Photography
ლოკაცია სასტუმრო "ბილთმორი".




Comments