Fitness diary with Snap - ლადი ედიბერიძე.


   როგორც ვხედავთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი საქართველოში დღითიდღე უფრო  აქტუალური ხდება. სწრაფი კვების ობიექტებთან შემცირებულმა რიგებმა ფიტნეს-დარბაზებში გადაინაცლა და ზოგმა გავრცელებული ტენდეცით, ზოგმაც რეალური მოტივაციით ვარჯიში დღის წესად აქცია. მათთვის, ვისაც ვარჯიში და სპორტული რჩევები რეალურად სურს, სიახლე მაქვს. ბლოგზე დაგვემატა ახალი რუბრიკა "Fitness diary" , რომლის პარტნიორიც ამერიკული ბრენდი "სნეპ ფიტნესი" გახლავთ. "სნეპი" მსოფლიოს მასშტაბით 2000 მდე კლუბს ფლობს და საქართველოში 2015 წელს შემოვიდა. 
ამჟამად, თბილისში ბრენდს 3 დარბაზი აქვს და უახლოეს მომავალში გეგმავენ გაფარდოვებას.
დარბაზები აღჭურვილია "ტექნოჯიმის" უახლესი სავარჯიშო დანადგარებით და მაღალი ხარისხის სავენტილაციო სისტემით.
"სნეპში" საუკეთესო გარემოა სავარჯიშოდ, კვალიფიციური ინსტრუქტორები აქ ვარჯიშს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
სნეპის ბაზაზე დაარსდა აკადემია, სადაც მსურველები შეისწავლიან ინსტრუქტორის პროფესიას.
 დღევანდელი რუბრიკის სტუმარია, “სნეპის“ პროფესიონალი მწვრთნელი, ლადი ედიბერიძე. ჩვენ ვარჯიშის დაწყების რეალურ მოტივაციაზე, მის საავტორო წიგნსა და ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ.


- ლადი, როგორ გახდი მწვრთნელი და რამ მოგცა ბიძგი ?

- მე ფეხბურთელი ვიყავი. დინამოში ვთამაშობდი. ახალგაზრდა, როდესაც ხარ ფული გჭირდება. თან, ფული იმ საქმით უნდა იშოვო,რომელიც მოგწონს. გონებას მივმართე. ვარჯიში ყოველთვის მომწონდა და ფიტნესის საფუძვლიანად შესწავლა დავიწყე. 18 წლის, რომ ვიყავი გავხდი მწვრთნელი. ვთანამშრომლობდი რამოდენიმე ქართულ სპორტ-დარბაზთან. ამ ეტაპზე ვმუშაობ “სნეპში“.

- თუმცა, არსებობს სხვა მაღალ ანაზღაურებადი პროფესიებიც, რომლებიც შეგეძლო შეგესწავლა...

- ფიტნესი საშუალებას მაძლევს მეტი კონტაქტი ვიქონიო ხალხთან, იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება სურთ. როდესაც ადამიანს გონებრივი სამუშაო აქვს, აუცილებლად სჭირდება განტვირთვა , ფიტნესი კი ამის საუკეთესო საშუალებაა.


- წიგნიც გაქვს დაწერილი, მომიყევი, რაზეა და როგორ გაგიჩნდა მისი დაწერის იდეა ?

- წიგნის იდეა დაახლოებით სამი წლის წინ გამიჩნდა. დღეს, სამწუხაროდ, ბევრს არ აქვს საშუალება, რომ აიყვანოს ინსტრუქტორი, ამიტომ მინდოდა, რომ წიგნი ერთგვარი სახელმძღვანელო ყოფილიყო. მყავს ფსიქოლოგი თანაავტორი, ეკატერინე შაქარაშვილი, რომელიც როტერდამში სწავლობს. წიგნი ფსიქოლოგირი ნაწილით იწყება. ვარჯიშის დაწყებისას მნიშვნელოვანია განწყობა და მოტივაცია.

- რისთვის უნდა დაიწყოს ადამიანმა ვარჯიში ?

- აუცილებელი არ არის იყო ბოდიბილდერი ან ფიტნეს მოდელი, როგორც ვთქვი გონებრივი სამუშაოს მერე ორი საათი ბუნებრივი აქტივობა მოგცემს ორმაგ მოტივაციას სხვა საქმეების კეთებაშიც. დაგროვილ ენერგიას დაცლა სჭირდება. გარდა ამისა, ვარჯიში აუცილებელია სხეულის კარგი ფორმებისთვის. ნავარჯიშები სხეულით ადამიანი უფრო თავდაჯერებულად გრძნობს თავს.


- როგორ გავუჩინოთ მოტივაცია ადამიანებს, რომლებიც არ ვარჯიშობენ? 

- მოტივატორები ამ საქმით დაკავებული ადამიანები თავად უნდა იყვნენ. სოციალურ ქსელში ფიტნესზე აჟიოტაჟია ატეხილი. დღეს საქართველოში ვარჯიში მოდურია. თუმცა, მხოლოდ ეს არ კმარა. 

- როგორ შეიძლება იმ კომპლექსის მოშორება, რომელიც ვარჯიშის დაწყებამდე ადამიანებს აწუხებთ? 

- კი, ხშირად კუნთების ტკივილი აშინებთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ტკივილი კავშირშია დატვირთვასთან. თავდაპირველად, აუცილებელია, რომ ორგანიზმს სტრესი მივაყენოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. პირველი რამდენიმე დღე არასწორი დატვირთვითაა განპირობებული. 


- რამდენად მნიშვნელოვანია რეჟიმი ? 

- მოდით, საერთაშორისო სტატისტიკა მოვიხმოთ. 100- დან 70% კვებაზეა დამოკიდებული. თუ კვებას არ დაარეგულირებთ, სასურველ შედეგს რთულად მიაღწევთ. 1 კგ-ზე 2 გ ცილა და 1 ან 1,5 გ ნახშირწყალი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ორგანიზმი ტონუსში იყოს. წონაში მომატების მსურველებმა კუნთის ხარჯზე უნდა მოიმატონ და არა ცხიმის. 
  ასევე მნიშვნელოვანია ძილისა და ვარჯიშის დარეგულირებაც. 

- რამდენხანს უნდა გვეძინოს და რამდენი უნდა ვივარჯიშოთ?

- არ აქვს მნიშვნელობა, ინდივიდუალურია. ნაპოლეონს ოთხი საათი ეძინა და ნახევარი მსოფლიო დაიპყრო. სტანდარტულად, მინიმუმ 7-8 საათი უნდა გვეძინოს. რაც შეეხება ვარჯიშს, აქაც ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. მთავარია ინტენსიობის ბალანსი. 


- იმდენად საინტერესო მოსაუბრე ხარ, ვფიქრობ, რომ შენი წიგნი ძალიან მომეწონება. სად შეიძლება მისი შეძენა ? 

- დიდი მადლობა, მაღაზია „პარნასი„ ჭავჭავაძის 20-ში არის წიგნი “Fitness - მე მზად ვარ ". მორგებულია ყველა ტიპის სხეულისა და აგებულების ადამიანზე. შიგნით ჩართულია კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექტორების ნააზრები ამ თემაზე. მგონია, რომ ძალიან მარტივ ენაზეა დაწერილი და ყველას დაეხმრება.

ტექსტი გიგა უჩუვატოვი ფოტოგრაფი Gogi x photography
ლოკაცია - "სნეპი" ქ.თბილისი ჭავჭავაძის 29 

Comments