"INTER-ვიუ INTER-იერში "- ნინელი ჩხაიძე.



  იზაინერი, რომელიც დღეს ჩემი რუბრიკის "INTER-ვიუ INTER-იერში" სტუმარია ჩემი მკითხველისთვის უცხო არ არის. ნინო ჩხაიძე ბრენდ "Ninellie"-ს დამაარსებელი და კრეატიული დირექტორია. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ბრენდზე, არამედ ზოგადად ვისაუბრებთ ნინელიზე, როგორც პერსონაზე. ჩვენი მასპინძელი კვლავ ავეჯის სახლი "ბელჰაუსია" , ამჯერად აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 8.



- შენი აზრით, როგორი ხარ და როგორი ხასიათი გაქვს ?
- ცოტა ჩემ თავზე მიჭირს საუბარი. ძალიან მიხარია, როდესაც ჩემი მეგობრები შრომისმოყვარე და პოზიტიურ ადამიანად მომიხსენიებენ. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ჩემს პროფესიას და სამსახურს უკავშირდება, ამიტომ განსაკუთრებით მიხარია, როცა შრომისმოყვარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ზოგადად, ვცდილობ, რომ ვიყო მაქსიმალურად ყურადღებიანი მეგობრების მიმართ. არავინ არ მინდა, რომ უკმაყოფილი დარჩეს ჩემით,რაც ხშირად პირიქით უარყოფითად მოქმედებს ჩემზე.


- დღის განმავლობაში რამდენი საათი მუშაობ ?

-
არ ვითვლი. 24 საათს კიდევ რამდენიმე რომ მიემატოს ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნება. დრო არ მყოფნის,რადგან უამრავი იდეა და საქმე მაქვს. ძილისთვისაც კი მენანება დრო.



- რამდენად რთულია ასეთ პირობებში გერქვას ქალი ?
- საკმაოდ რთულია. თავდაპირველად, გიწევს ბევრი შრომა, რათა შექმნა შენი სახელი, თუმცა, პარალელურ რეჟიმში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვართ ქალები, დედები და შვილები. მაქსიმალურად, ვცდილობ, რომ ყველაფერი დავაბალანსო.



- დღევანდელი შენი მდგომარეობით, ამ წამით რამდენად ხარ ბედნიერი და თუ თვლი თავს წარმატებულად ?
- ძალიან ბიდნიერი ვარ და მადლიერი ვარ ცხოვრების და ღმერთის. თავს წარმატებულ ქალად ვგრძნობ, რადგან შევდექი როგორც პროფესიულად, ისე ადამიანურად. მყავს შესანიშნავი შვილები და ვარ ბედნიერი დედა.



- რამდენად მოგისინჯავს შენი თავი ინტერიერის დიზაინში ?

-
ინტერიერის აქსესუარებს ვქმნი ტექსტილის განხრით, ბალიშებს, კედლის დეკორაციებს, გადასაფარებლებს და ა.შ


- რამდენად შეუძლია ჩემს მკითხველს, რომ დაინტერესების შემთხვევაში მოგმართოს, რათა კონსულტაცია გაუწიო ?

-
 თავისუფლად შეუძლიათ მომმართონ.

- რომელია შენი საყვარელი ქალაქი ?

-
 პარიზი.

- დღის პარიზი ჯობია თუ ღამის ?

-
 ორივე ძალიან მიყვარს. საფრანგეთი და ფრანგული ენა ბავშვობიდან მიზიდავს. რატომღაც ისე ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ საქმიანი ვიზიტები პარიზში მემთხვევა.



- სიმბოლური ტრადიციაც ხომ არ გაქვს , რაც პარიზს უკავშირდება ?

-
შეიძლება ითქვას, ეიფელის კოშკების კოლექციონერი ვარ. მანქანაში ეიფელის პატარა 6 კოშკი მაქვს. რამდენჯერაც ჩავდივარ, იმდენჯერ ვყიდულობ.


- მე მგონი ასე თუ ისე, ჩემს მკითხველს შენს პერსონაზე შთაბეჭდილება უკვე შეექმნა. ახლა მინდა, გკითხო ბრენდზეც. ოკუპაციის ცნობილ თემაზე აღარ ვისაუბრებ და პირდაპირ ახალ კოლექციაზე გკითხავ, რა იყო შენი ინსპირაცია ?

-
 ერთგულების იდეა ჩემი პიროვნებიდან გამომდინარეობს. ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. თუ ადამიანი არ არის ერთგული საქმის, მეგობრის, საყვარელი ადამიანის, სამშობლოს ან თუნდაც, საკუთარი თავის მიმართ შემდგარ ადამიანად ვერ ჩაითვლება. ერთგულება ძალიან დასაფასებელია და მინდა, რომ ბევრი ადამიანი იყოს ერთგული.




-ამ ეტაპზე ბრენდს რამე სიახლე თუ აქვს და სამომავლოდ რას გეგმავ ?
- ამ ეტაპზე "გალერეა თბილისში"  გაიხსნა "ნინელის" ახალი კუთხე, სადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და იშოპინგოთ. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, წინ ახალი კოლექცია და ძალიან ბევრი სიახლე გველოდება.

ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტოგრაფი გიორგი ფრიდონიშვილი
ლოკაცია "ბელჰაუსი" აღმაშენებლის ხეივანი ნომერი რვა.

Comments