"INTER-ვიუ INTER-იერში" - ანი გიუნტერი.
- პირველრიგში მადლობა, რომ დამთანხმდი ინტერვიუზე. მაინტერესებს, როდის გამოჩნდი პირველად ეკრანზე ?
- ეკრანზე გამოვჩნდი მაშინ, როდესაც ეს ჩემ გეგმებში საერთოდ არ შედიოდა. პროფესიით მევიოლინე ვიყავი. ტელევიზიაში მუშაობის დაწყებას არც ვგეგმავდი. შემთხვევით მორბენალ სტრიქონში განცხადებას წავაწყდი, რომ ეძებნდნენ ლამაზ გოგოებს რაღაც პროექტისთვის. ეს არ იყო ის პერიოდი, როცა თუნდაც, სოციალური მედიის საშუალებით ინფორმაციის გაგება შეგეძლო. ჩემს მეგობარს ვუთხარი, თუმცა არ ეცალა და მის ნაცვლად მივედი. ადგილზე მისულს სერიალის ქასთინგი დამხვდა. კრეატიულ ჯგუფს ავუხსენი, რომ სამსახურს არა ჩემთვის, არამედ მეგობრისთვის ვეძებდი.თუმცა, მე ამიყვანეს. ეს იყო სერიალი "მუსკულები". ძალიან მიხარია, რომ დღემდე ამ სერიალიდან მცნობენ და ხანდახან, მეც გადავავლებ ხოლმე თვალს, სამოტივაციოდ ზედმეტი კილოგრამები რომ დავიკლო.
- როგორ განვითარდა შენი კარიერა ამ სერიალის შემდეგ ?
- ჯერ იყო პირველი სტერეო, 2009 წელს კი "რუსთავი 2"-ში მოვხვდი. 9 წლიანი პაუზის შემდეგ საზოგადოების ინტერესი ჩემდამი არ ნელდებოდა, სულ იწერებოდა. შესაბამისად, პროდიუსერმა შემომთავაზა მუშაობის დაწყება და მეც თავი მოვსინჯე, როგორც ჟურნალისტმა. ზოგადად, გამოწვევებს არასდროს არ ვუშინდები და ბევრს ვრისკავ. ამ დროს დადებით ენერგეტიკას გამოვყოფ, რაც ჩემს ცხობრებას მრავალფეროვნებისთვის ჭირდება.

- მოტივაციას ყოველთვის სიახლე მაძლევს . თუ ვერ ვცვლი გარემოებებს, ვცვლი ჩემს შეხედულებებს ამ გარემოებებზე. შენ თავად საზღვრავ შენ ემოციებსა და გრძნობებს. არ უნდა იწუწუნო. თუ იწუწუნებ დამერწმუნე, რომ მთელი სამეგობრო და მთელი სამყარო აგყვება. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ტენდენციაც გვაქვს. როცა, გიჭირს ყველა შენ გვერდითაა და როცა, ბედნიერი ხარ გულწრფელად შენი ემოციის გამზიარებელი ცოტაა. თუმცა, ყველაფერი დროის ამბავია.
- ისე ლაპარაკობ, თითქოს ვიღაცამ გაწყენინა. რამე შეიცვალა შენი მეგობრების წრეში ?
- რაღაცეები გადავახარისხე. თუ ადრე ენერგიას ბევრ ადამიანზე ვყოფდი , ახლა შეიკრა ერთგვარი წრე, რომელიც აფასებს ამას. ყოველთვის გულით მჯეროდა, რომ ყველას ჩემთვის მხოლოდ კარგი უნდოდა. ახლა ამას ვეღარ ვიღებ. არასდროს არავის შეცვლას არ ვცდილობ და ყველა ადამიანს ვდილობ, გავუგო თავისი მოთხვონილებებისა და შეხედულებების მიხედვით. თუ კი ადამიანი რაიმე საქციელით მაწყენინებს მისიც მესმის, თავისთვის მაინც ხომ კარგი უნდოდა ?!
- რამდენად თავდაჯერებული ადამიანი ხარ ?
- ყველაზე მნიშვნელოვანია თვითშეფასება. შენ შესაძლოა, მთელმა ქვეყანამ შეგაფასოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც , მთავარია შენ როგორ აფასებ შენ თავს. მე მაქვს ბევრი მაგალითები ჩვენ სოციუმში, როცა სხვის თვალში ადამიანები არც თუ ისე წარმატებულები არიან, თუმცა მათი თვითშეფასება ბევრისთვის შესაშურია. თვითშეფასებით შენ თავს აფასებ და შენი თავის დაფასება შენი თავის სიყვარულს უდრის. მე მგონია, რომ შენ თავს ყოველდღე უნდა აუხსნა სიყვარული.
- როგორია შენი ერთი დღე ?
- ყოველი ჩემი დღე ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩემი ერთი დღე დატვირთული და საინტერესოა. ხანდახან ვეთიშები სამყაროს, დროს ჩემს თავს ვუთმობ და სახლში ვატარებ. სახლში ყოფნა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის.
- რამდენად გიყვარს მომზადება ? როგორც ვიცი , გურმანი ხარ.
- მომზადება მიყვარს, თუმცა უფრო მეტად მეგობრებისთვის. როდესაც მარტო ვარ, ვცდილობ, თავი შევიკავო რაიმე გემრიელობებისგან.
- უფრო მეტად კარიერისტი ხარ თუ მეოჯახე ?
- კარიერისტი არ ვარ და თამამად ვიტყვი, რომ ვერ ვიგემებდი კარიერას რომ არა დალაგებული პირადი ცხოვრება. დღემდე როდესაც ადამიანები პირადი ცხოვრების შესახებ სხვავენ კითხვას, პირადი ჰგონიათ ოჯახი თავისი კლასიკური გაგებით. რეალურად, პირადი არ არის მხოლოდ ოჯახი. ბევრი ძალიან ბედნიერი მარტოხელა ქალი მინახავს და მიხარია, რომ კითხვა აღარ დაისვა ჩემს ყოფილ მეუღლეზე.
- შენი საოცნებო სახლი როგორია?
- ჩემ საოცნებო სახლში მუდამ ისმის ბავშვების სიცილი, თავს იყრის ბევრი მეგობარი და გრძნობ სიმშვიდეს.
- სამომავლოდ რას გეგმავ ?
- სამომავლოდ მინდა სახლი ქალაქგარეთ, ჩემი გემოვნებით მოწყობილი. სახლი ჩემთვის ძალიან ბევრ მოგონებასთან ასოცირდება და იმდენად ერთგული ტიპი ვარ, რომ ძალიან რთულად ვიცვლი. დღემდე ხშირად მივდივარ იმ სახლში, სადაც გავიზარდე . სახლი, ჩემთვის არის ციხე-სიმაგრე.

- ანი და მოდა ... რომელია შენი საყვარელი ბრენდი?
- წარმოუდგენელია, ყველაფერი მოგწონდეს, არა მხოლოდ ტანსაცმელში, არამედ ცხოვრებაშიც. ჩემთვის სტერეოტიპია თუ ვიტყვი, რომ "ბალენსიაგას" კონკრეტული ხაზის ყველა სამოსი მომწონს. ინდივიდუალიზმს ვაფასებ. ტანსაცმელზე მეტად სხვა რაღაცეებისგან დავფრინავ სიხარულით. რვა სანტიმეტრიანმა ქუსლმა არ შეიძლება გამხადოს ბედნიერი.
- ინტერიერში თუ ჩაგიტარებია ექსპერიმენტი ?
- კი. ნამდვილად ექსპერიმენტი იყო, როცა 11 წლის წინ არსად არ იშოვებოდა წითელი სავარძელი. სრულიად საქართველო გადავატრიალე და ვერ ვნახე. არც ახალი და არც ძველი. ინტერიერს ზოგადად, დიდ ყურადღებას ვაქცევ და ეტაპობრივად ვცდილობ, რომ აქსესუარებით განვაახლო.

Text Giga Uchuvatov
Photographer Lidia Varabyan
Style Nata Bretell
MUA Sophia Mamukishvili
Garment Ariga Torosian
Ring Kara Silvers
Location "Belhouse" Tsintsadze 14.
Photographer Lidia Varabyan
Style Nata Bretell
MUA Sophia Mamukishvili
Garment Ariga Torosian
Ring Kara Silvers
Location "Belhouse" Tsintsadze 14.

Comments
Post a Comment