IRAKLI BAKHSOLIANI - ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე.



 ქართულ ბაზარზე დღითიდღე უფრო მეტი ბრენდი ჩნდება, რაც ცხადია, სასიხარულო და აღსანიშნავი ფაქტია, თუმცა, მათი უმრავლესობის პროდუქტი პირდაპირი თქმით, უხარისხოა და ვერ აკმაყოფილებს მსოფლიო ბაზრის სტანდარტებს . კრეატიული იდეები და უხარისხო მასალა - ორი კრიტერიუმი, რომლითაც ხასიათდება ქართული ბრენდების უმრავლესობა. თუმცა, ბრენდზე , რომელზეც დღეს მოგიყვებით ამას ვერ ვიტყვით. ბრენდს მთავარი ხიბლი დახვეწილი დიზაინი და ხარისხიანი მასალაა.



  ბრენდი IRAKLI BAKHSOLIANI, რომელიც შემქმნელის სახელსა და გვარს ატარებს ბაზარზი სამი წლის წინ გამოჩნდა. პროფესიით მხატვარია და თავდაპირველად, ტყავზე მუშაობამ იმდენად გაიტაცა, რომ ბრენდის ჩამოყალიბება გადაწყვიტა.



  ჩანთები, საფულეები, ქამრები და სხვადასხვა ტიპის ყოველდღიური აქსესუარები 100 პროცენტით ნატურალური მაღალი ხარისხის იტალიური, ფრანგული და ამერიკული ტყავისგან იქმნება. თითოეული ნივთის დამზადებას საშუალოდ ოთხი დღე სჭირდება. დიზაინერი არ იყენებს არანაირად დანადგარებს და ყველაფერი ხელნაკეთია.



 ირაკლის შთაგონების წყარო ნებისმიერი წამის მეასედია. განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს და სახავს მომავალ გეგმებს.
  შეკვეთის დროს ირაკლი მომხმარებელს უშუალოდ ხვდება და მათთან ერთად განიხილავს დეტალებს.



 რაც შეეხება, ბრენდის წარმატებულ ნაბიჯებს, დიზაინერი 2016 წელს ბელარუსიის მოდის კვირეულზე წარსდგა და ბევრი შემოთავაზებაც მიიღო. ამის შემდეგ იყო მოსკოვის, კიევის და ბევრი სხვადასხვა ქალაქის შოუ-რუმი.



 ამ ეტაპზე, ირაკლიმ "აწარმოე საქართველოს" სახელმწიფო გრანტი აიღო და სახელოსნოს გახნსაც აპირებს. სამომავლოდ კი თბილისში სკოლის გახსნას აპირებს, სადაც მსურველებს ტყავზე და არა მხოლოდ, მუშაობის ტექნიკას შეასწავლის.
 მე ირაკლის წარმატებებს ვუსურვებ და ამ ახალგაზრდა დიზაინერს დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ.



Comments