10 კითხვა გვანცა ჯანაშიას.
ბრენდი "Janashia" აგერ უკვე მეათე სეზონია, რაც დაარსდა და აქტიურად მონაწილეობს თბილისის "მერსედეს-ბენცის" მოდის კვირეულზე. მასზე მუდმივად წერს მსოფლიო პრესა და უცხოელი მომხმარებლის დიდი მოწონებითაც სარგებლობს. დღეს გვანცა ჩვენი რუბრიკის სტუმარია და რედაქტორის მიერ შერჩეულ 10 კითხვას უპასუხებს.
1. თუ გახსოვთ თქვენი პირველი შოუ ?
- კი , მახსოვს, ეს იყო დიდ გალერიში. გარემო ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი. სივრცის ცენტრში განლაგებული იყო 70-80-აინი წლების ტელევიზორები და მოდელები მათ გარშემო დადიოდნენ. კოლექცია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ბრენდმაც განვითარება აქედან დაიწყო.
2. თქვენი აზრით, რა არის აუცილებელი ბრენდის სრულყოფისთვის ?
- ბრენდისთვის ექსპერიმენტები დამღუპველია. თავდაპირველადვე, ზუსტად უნდა იცოდე ბრენდის კონცეფცია. უნდა იცოდე რომელ ფოტოგრაფებთან და სტილისტებთან იმუშაო, როგორი შეიძლება იყოს შენი მომხმარებელი ან რომელი მაღაზიებია კარგი ბრენდისთვის.
3. რამდენად მისდევთ ტენდენციებს ?
- ტენდენცია თავისდაუნებურად მკვიდრდება, თუმცა რასაც არ ვეთანხმები იმას არც ვაქცევ ყურადღებას. ყოველთვის იმ ფერს ვირჩევ, რომელთანაც რაიმე დამოკიდებულება მაქვს. ზოგადად, ჩვენი ბრენდის სტილისტი ჩემი დაა.
4. როგორ ფიქრობთ, რამდენად ცნობადია თქვენი ბრენდი ქუჩაში ?
- მე ვფიქრობ, რომ ყველა დიზაინერს თავისი გზა აქვს და ყველა ბრენდს უნდა ჰქონდეს თავისი ნიშა, რომელიც ჩემს ბრენდსაც აქვს, ამიტომ შეიძლება ითქვას, ჩემი სამოსი ამოცნობადია სხვებს შორის.

5. ბოლო კოლექციაზეც რომ ვისაუბროთ, რომელ სეგმენტზე იყო გათვლილი ?
- მე ვქმნი იმას, რაც მიყვარს და შემდეგ ვინ როგორ მოირგებს უკვე მათი გემოვნების ამბავია. ერთიანად გამიჭირდება იმის ჩამოყალიბება თუ როგორი იყო კოლექცია. ზოგადად ჩემი კოლექციები , ჩემი გარდერობისგან რადიკალურად განსხვავდება. შინაგანად რასაც ვგრძნობ იმაზე ვმუშაობ და არ ვფიქრობ ვის ან რას მოვარგო.
6. რამდენად ეხმაურება მსოფლიო პრესა თქვენს კოლექციებს ?
- რაც "მერსედეს-ბენც"-ის მოდის კვირეულს შემოვუერთდი, ამ ბრენდთან ერთად ვიზრდები. Vogue.com პირველივე სეზონებიდან აშუქებდა ჩემს ჩვენებებს, თუმცა მოგვიანებით სამწუხაროდ აღარ გააშუქა.
- თითქმის ყველა სეზონზე. ახლაც კი ნახევარი კოლექცია წაღებული აქვთ. ჩემს სამოსს ხშირად იყენებენ სხვადასხვა გადაღებებში ისეთი ჟურნალები, როგორებიცაა Vogue , Vogue It, Marie Claire და L'officiel.
8. რომელი ქვეყნის ბაერები ინტერესდებიან ბრენდით ყველაზე ხშირად ?
- მე ჯერ კიდევ განვითარების პროცესში ვარ. ბაერები ეტაპობრივად იმატებენ. წელს განსაკუთრებით კარგი სეზონი იყო და მომავალი ალბათ, უკეთესი იქნება. დაინტერესება არის აზიიდან. გარდა ამისა, სამოსი იყიდება საფრანგეთსა და ამერიკაშიც. ამ ეტაპზე ორი შემოთავაზებაა ავსტრალიიდან, სიდნეიდანაც.
9. როგორც ვიცი, ლოკაცია შეიცვლეთ...
- კი, ფალიაშვილიდან კოსტავაზე გადმოვედით. ძალიან მშვიდი, ნათელი და კომფორტული სამუშაო გარემოა.

10. რა არის ის, რაც თქვენზე საზოგადოებამ არ იცის...
- ზოგადად ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს და ისიც არ ვიცი რა იცის ჩემზე საზოგადოებამ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, გამოფენებზე სიარული და მიყვარს მუსიკა.
- ზოგადად ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს და ისიც არ ვიცი რა იცის ჩემზე საზოგადოებამ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, გამოფენებზე სიარული და მიყვარს მუსიკა.

Comments
Post a Comment