"მე შენი ტექნო-დედა ვარ" - ინტერვიუ "Berhasm"-ის დამფუძნებელ, ბესო თურაზაშვილთან.

Photocredit Beqa Chokoshvili
    საქართველოს დროშისა და "ქართლის დედის" პრინტი სამოსზე, ლეგინსები, "Over-sized" პიტჯაკები, პროვოკაციული წარწერები მაისურებზე და თონის პური პოდიუმზე ? - დიახ არ მოგესმათ, ეს შესაძლებელია და თანაც, არც თუ ისე შორს. აქვე,  თბილისის "მერსედეს-ბენცის" მოდის კვირეულზე. ბრენდმა "Berhasm" ამ სეზონზე თბილისში პირველი ჩვენება გამართა. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბრენდის დამფუძნებელთან, ბესო თურაზაშვილთან.



- ბესო, მომიყევი როგორ დაიწყე მოღვაწეობა მოდის სფეროში ?

-
 მოდის სფეროში პირველად მუშაობა პიარ-მენეჯერად  დავიწყე "Stella Mccartney"- ში. თუმცა , მოგვიანებით ამ სფეროდან საერთოდ წავედი და დავაარსე ჩემი ბრენდინგისა და კომუნიკაციის სააგენტო. ჩემ პირველ ბრენდს "Beso Tura" ერქვა, რამდენიმე თვის წინ გავყიდეთ. ბიზნესმენებმა შეიძენეს სახელწოდება , ესკიზები და მთლიანად ბრენდი. ახლახან დავაარსეთ ბრენდი "Berhasm".


- ახალი ბრენდით წელს შენ პირველად წარდგები "მერსედეს-ბენცის" მოდის კვირეულზე თბილისში. მანამდე თუ გქონია ჩვენებები ?

- "Berhasm" წინა წლის სექტემბერში დაარსდა. პირველი სეზონიდან პარიზში გვაქვს "შოუ-რუმი". გარდა ამისა, გვქონდა წარმოდგენა ბაერებისთვის და ძალიან დიდი "ტექნო" მუსიკის წვეულება. მეორე კოლექცია თებერვალში პრეზენტაციის სახით წარვადგინეთ და ასევე, გრანდიოზული "After Party". 1200 ადამიანი მოვიდა.




- ბრენდს საკმაოდ კრეატიული სახელწოდება აქვს,  რას ნიშნავს "ბერხაზმი " ?
- "ბერხაზმი" ეს არის აღმოსავლეთ ევროპული მოდის, მუსიკისა და ხელოვნების კოლექტივი. მე ჩემს თავს დიზაინერს არ ვუწოდებ, უფრო კრეატიული დირექტორი ვარ. გვყავს კოლაბორატორები რუსეთიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან და ა.შ. კოლაბორაციებს ძირითადად ვაკეთებთ უცხოელ არტისტებთან, რომლებსაც ჰყავთ მიმდევრები.

- ვიცი, რომ ახალ ბრენდს შენი სახელი შეგნებულად არ დაარქვი და ამაზე შენი მოსაზრებაც გაქვს. რატომ მოხდა ასე ?
- მემგონი ბრენდისადმი საკუთარი სახელის დარქმევა ცოტათი ეგოისტურია და ის დრო უკვე წავიდა. ბრენდი არ უნდა ასოცირდებოდეს კონკრეტულ ადამიანთან. შენ ქმნი სამყაროს, რომელიც შენზე დიდი უნდა იყოს. "Berhasm" არ ნიშნავს, ბესო თურაზაშვილს.


- ახალ კოლექციაში ბევრი ქართული თემატიკა იყო გამოყენებული. რა კომენტარს გააკეთებდი ამაზე? 


- ახალ კოლექციას ჰქვია "ტექსნოს-დედა". ჩემი ინსპირაცია ქართლის დედა იყო. ზოგადად ყველა საბჭოთა ქვეყანაში და ქალაქში დგას მსგავსი ძეგლი, რომელიც სიძლიერის სიმბოლოა. ამ იდეას ჩვენ ინტერპრეტაცია გავუკეთეთ და ვაქციეთ თავისუფლების სიმბოლოდ. 


- ერთ-ერთი მაისურის პრინტზე ქართლის დედას უკავია წყლის ბოთლი, რაც ღამის ცხოვრებას უკავშირდება. შენი აზრით, რამდენად კრიტიკულად მიუდგება საზოდოება სამოსის ამ დეტალს ?

-
ეს არ არის ქართლის დედა, ეს ტექნოს-დედაა. ჩვენი პრინტი უფრო მეტად უკრაინულ "დედას" ჰგავს, ვიდრე ქართულს. მე ვფიქრობ, მოდა აპლიკაციური ხელოვნებაა და ინსპირაცია შეიძლება მიიღო ხელოვნებისგან, სოციუმისგან, პოლიტიკისგან და ა.შ. არ მიყვარს, როცა მოდას უყურებენ პოლიტიკური მხრიდა.



- როგორც ვიცი თქვენს ბრენდს ქმნიან ემიგრანტები, მათ შორის, შენც. მომიყევი როდის წახვედი საქართველოდან ?

რუსეთში დავიბადე, მაგრამ საქართველოში ბავშვობის სულ ორი წელი გავატარე. 16 წლის რომ ვიყავი, სასწავლებლად იტალიაში წავედი, ხოლო იტალიიდან ამერიკაში გადავინაცვლე და შევისწავლე კინო-რეჟისურა. 

- ბევრი, ასევე გიცნობს, როგორც რეჟისორს. შეგიძლია მომიყვე შენს ბოლო ნამუშევარზე ?

- 2014 წელს გადავიღე ქართული ფილმი "Lost in escapade", რომელიც კანის კინო ფესტივალზე წარადგინეს. ამ ფილმშიც მოთხრობილია ორი ემიგრანტის ისტორია. ეს თემა ყოველთვის მაწუხებს, რადგან სადაც არ უნდა წავიდე ემიგრანტი ვარ, ხოლო როდესაც საზღვარგარეთ, ცხოვრობ საქართველოში ხალხი არ გიყურებს , როგორც ქართველს. ყველგან ვამბობ, რომ ქართველი ვარ, თუმცა სადაც არ უნდა ვიყო თავს სახლში მაინც ვერ ვგრძნობ.




- როგორ შეაფასდებდი კვირეულს. რამდენად მნიშვნელოვანია თბილისის "მერსედეს-ბენცის" მოდის კვირეულის არსებობა ?

-
რუსულ "Vogue"-სთან ინტერვიუში რამდენიმე კითხვა საქართველოზე და ქართველ დიზაინერებზეც დამისვეს. იქაც გარკვევით აღვნიშნე, რომ საოცრებაა, რაც თბილისში კვირეულის დაარსების შემდეგ მოხდა. ეს ყველაფერი ქალბატონი სოფია ჭყონიას დამსახურებაა. სანამ ამ კვირეულზე მონაწილეობას გადავწყვეტდი სოფიას ინტერვიუ წავიკითხე და მანაც აღნიშნა, რომ საქართველოში არ არსებობს ინდუსტრიული წარმოება. არსებობენ სხვადასხვა ბრენდები, თუმცა ისინი მზად არ არიან, რომ დიდი შეკვეთები მიიღონ. ასეთი სიტუაციაა, რუსეთშიც. 




- სამომავლოდ რას გეგმავთ ?

-
ჩვენ გაწერილი გვაქვს ფინანსური სქემა. სექტემბერში დავიწყეთ ბრენდის წარმოება და ოქტომბერში რუსეთის ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრში ვიყიდებოდით. ახლა ჩვენი მაღაზია გვაქვს. კვირაში დაახლოებით 150-200 სამოსს ვქმნით. ჩვენი აუდიტორია ძალიან სხვადასხვანაირი და განსხვავებულია. ვფიქრობ, სწორად მივდივართ.

- ძალიან მომწონს თქვენი ბრენდი და დიდ წარმატებას გისურვებთ. 


Vogue russia

Vogue russia

Fucking young

 Fucking young

Interviewed by Giga Uchuvatov
©Bigsiemagazine

Comments