"პორტფოლიო" - თამარა გოგოლაძე.
Photocredit Danielle Rossi
თამარა გოგოლაძე
Breast : 81
waist :60
hips : 88
წონა : 54/55
სიმაღლე : 1,78
ეროვნება: ქართველი
ასაკი : 16
ასაკი : 16
ზოდიაქო : მორიელი
"Look models management"-ის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა თამარა გოგოლაძე. როდესაც მის პორტფოლიოში ჩაიხედავთ, თავადაც მიხვდებით, რომ თამარას დიდი კარიერული მომავალი აქვს, მთავარია, ალბათ , შანსი, რომელსაც თავისი პროფესიონალიზმის წყალობით აუცილებლად მიიღებს. გარდა ამისა, მას უკვე არა ერთი საერთაშორისო წარმატება აქვს, რომელიც მისი მშობელი სააგენტოს "Look models management"-ის და ნინო ცქიტიშვილის დამსახურებაა.
მოდელობა 13 წლისამ დაიწყო. მას სურდა, რომ მისთვის ახალ სფეროში ეცადა თავი. ასევე, მის გადაწყვეტილებაში დიდი წვლილი მიუძღვის დედასაც. 2015 წლის სექტემბერში თამარამ თანამშრომლობა დაიწყო "Look models management"-თან.
მოდელი ჩემთან საუბარში პირველ გადაღებასა და ჩვენებასაც იხსენებს : "პირველი გადაღება მქონდა "Vazhak"-ის პორტფოლიოსთვის , ხოლო ჩვენება, რომელშიც პირველად მოვიღე მონაწილეობა იყო "Chubika"-სი.
Photocredit Danielle Rossi
მისი პირველი წარმატება საზღვარგარეთ სამოდელო სააგენტოებთან ხელშეკრულების გაფორმება იყო.
მისი კარიერული ნაბიჯებიდან, ასევე ერთ-ერთი გამორჩეულია მონაწილეობა პარიზისა და მილანის მოდის კვირეულზე. კვირეულზე მოდელი ანიტა ბიტონსა და დანიელ ლის შეხვდა. ასევე, გაიცნო "Ralph&Russo"-ს კრეატიული დირექტორი, თამარა რალფი , რომელსაც ძალიან გაუხარდა მოსახელე მოდელთან ნაცნობობა. "Ralph&Russo"-ს ფიტინგზე თამარამ გაიცნო ვინი ჰარლოუც, რაც მისთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი აღმოჩნდა.
Iceberg runway/Milan Fashion week
თამარას აზრით, ქართველი მოდელები სხვა ეროვნების მოდელებისგან ქართული სილამაზითა და ეშხით გამოირჩევიან.
რაც შეეხება, თამარას მეორე , თქვენთვის უცნობ მხარეს, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, მოდელს ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში.
Photocredit Mario Sierra for "Galactic".
მე და თამარამ მისი პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზეც ვისაუბრეთ. კითხვაზე, თუ რა პლუსები და მინუსები აქვს მის პროფესიას , მოდელმა ასე მიპასუხა :
" მთავარი პლუსი ის არის,რომ გაქვს შანსი გახდე ტოპ-მოდელი, უნიკალური შანსია შემოიარო მსოფლიო და გაიცნო უამრავი წარმატებული ადამიანი.
უარყოფიათი რაც შეიძლება იყოს
ეს არის კონკურენცია,უნდო იყო ძლიერი რომ გაუძლო ყველა გამოცდას.
სამოდელო სფერო არ არის მუდმივი , შეიძლება იყოს პერიოდი ,როდესაც საერთოდ არ გქონდეს გადაღება.
ასევე,ზაფხულში გიწევს თბილ ტანსაცმელში გადაღება,
ბოლოს მოდელმა დამწყებებს რჩევაც მისცა : "იყვნენ მიზანდასახულები და შრომისმოყვარეები,არ დანებდნენ და არასდროს ინერვიულონ."
Photocredit Marc Diez
Kithe Brewster Runway / Paris Fashion week
ვფიქრობ, რომ მისი ასაკიდან გამომდინარე თამარამ უკვე საკმაოდ დიდ საეთაშორისო წარმატებას მიაღწია და ის აუცილებლად შექმნის ქართულ სამოდელო ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და გამორჩეულ სახეს.
Shot in Etro. Editorial for WWD Magazine. Photocredit Luca orsi













Comments
Post a Comment