პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დადგინდეს ნივთი ორიგინალია თუ პატენტი.
ალბათ ყველას გვსმენია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთს და ა.შ, ატარებს მას ერთხელ ან ორჯერ, შემდეგ კი უკან უბრუნებს კომპანიას. თუმცა რა მოხდება თუ მომხმარებელი ორიგინალის მაგივრად უკან შეცვლილ, პატენტ ნივთს დააბრუნებს?
საცალო ვაჭრობები, ტრადიციულად ენდობოდნენ ექსპერტთა ჯგუფს, რომლებიც თაღლითობის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ევალებოდათ, რომ გაყიდული ნივთის უკან დაბრუნების შემთხვევაში დაედგინათ მისი ავთენტურობა, თუმცა ახლა უკვე ამ ყველაფრის დადგენა მხოლოდ და მხოლოდ ერთი პროგრამითაა შესაძლებელი.
Entrupy არის მსოფლიოში პირველი და ერთადერთი კომპანია, რომელმაც შექმნა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც დგინდება ნივთი ორიგინალია თუ ყალბი. იდეა ის არის, რომ თითოელურ ნივთს აქვს უნიკალური ფიზიკური თვისებები და არ უნდა მოხდეს ამის შეცვლა.
„დაფიქრდით, თითქოს ეს თითის ანაბეჭდის სისტემაა“ - განაცხადა ენთრუპის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ვიდიუტ სტინვაზანმა.
აღნიშნული პროგრამა უკვე გაააქტიურა რამოდენიმე კომპანიამ ზოგიერთ პროდუქტზე, ძირითადად ქურთუკებსა და ჩანთებზე. როდესაც მომხმარებელი პროდუქტს უკან დააბრუნებს, გამყიდველს ღილაკზე თითის დაჭერითა და სკანირებით შეეძლება იმის გარკვევა, პროდუქტი ორიგინალია თუ არა.
დროთა განმავლობაში ყალბი პროდუქტი უფრო და უფრო იხვეწება და ხშირ შემთხვევაში შეუიარაღებელი თვალით მისი გარჩევა შეუძლებელიცკია ორიგინალისგან. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ეროვნული საცალო ფედერაციის მონაცემებით, 2018 წლისთვის ამგვარი თაღლითური ანგარიშები 8.2 პროცენტს შეადგენა და კომპანიებმა ზარალი განიცადეს, Entrupy არის ერთადერთი გამოსავალი დანაკარგების შესაჩერებლად.
ქეთი ხატიაშვილი








Comments
Post a Comment