სად შევარჩიოთ საზაფულო მაისურები ?
ალბათ, უკვე დაიწყეთ თბილისში ისეთი ქართული ბრენდის ძებნა, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად ტენდენციურ მაისურებს გვთავაზობს. ვისაც კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ გაქვთ, დღევანდელ ბლოგში გაგაცნობთ ქართულ ბრენდს "Ta.Mar" , რომელიც "ქართული მოდის ლაბში" აღმოვაჩინე.
ბრენდის შექმნის იდეა, ახალგაზრდა მეგობრებს, მარიამ გვარმიანსა და თათია წენგუაშვილს გაუჩნდათ. თათიასთვის ეს საქმე უცხო არ ყოფილა, ვინაიდან უკვე ჰქონდა თავისი ბრენდი (“Tatia Tsenguashvili Designer”), დიზაინზე მუშაობა მოგვიანებით მარიამმაც შეისწავლა და ერთობლივი ძალებით შეუდგნენ მუშაობას.
ბრენდი დაახლოებით 2 თვეა, რაც არსებობს და უკვე იქცევს ხალხის ყურადღებას. პროდუქცია ყველა კატეგორიის და ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი, ვისაც მოსწონს თავისუფალი მაისურები თანამედროვე პრინტით. ბრენდი ქმნის, როგორც ქალების ასევე მამაკაცების მაისურებს.
რაც შეეხება სახელწოდებას, დიზაინერებს დიდხანს ფიქრი არ დაჭირვებიათ, შეარჩიეს ყველაზე მარტივი ვარიანტი, რომელიც მარიამისა და თათიას ერთობლიობას გაუსვამდა ხაზს, მათი სახელების ვარიაცია "თა-მარ" ანუ თათია და მარი.
ბრენდის მიზანი ამ ეტაპზე ხალხში ცნობადობის გაზრდაა.
პროდუქცია უკვე გაყიდვაშია „ქართული მოდის ლაბ“-ში, რომელიც მდებარეობს ფალიაშვილის 80 ნომერში. სამომავლოდ იგეგმება, დედა-შვილის მაისურების და მოსასხამების წარმოებაც.











Comments
Post a Comment