უნდა ველოდოთ თუ არა კრიზისს ამერიკული მოდის ინდუსტრიაში?


ცნობილი გახდა რომ ამერიკული მოდა და პოლიტიკა ერთმანეთს უპირისპირდება.
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩინეთიდან შომოსულ პროდუქციაზე დააწესა 25 პროცენტიანი საიმპორტო ტარიფი, რაც საკმაოდ მაღალია. გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქციის დიდი ნაწილი სწორედ ჩინეთში იწარმოება და ბრენდებისთვის არ არის რეალური შესაძლებლობა, რომ აწარმოონ პროდუქტი სხვა ქვეყანაში, თუნდაც ამერიკაში,  ამ ფაქტმა გამოიწვია ისეთი კომპანიების შეშფოთება, როგორიცაა: Adidas, Reebok, Under Armour და კიდევ 160 მაღლბიუჯეტიანი კომპანია.




ჩინეთის ეროვნული სამკერვალო ასოციაციის პრეზიდენტის, ჩენ დოპენგის,  განცხადებით- „ეს გავლენას მოახდენს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და მრეწველობის თანამშრომლობის სტაბილურობაზე. ეს არ შეესაბამება საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს და არა მხოლოდ ზიანს აყენებს ორივე მხარის ინტერესებს, არამედ ზიანს აყენებს ამერიკელ მომხმარებელთ ინტერესებსაც.“
აშშ-ში იმპორტირებული 27 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანსაცმლის მესამედი, სწორედ ჩინეთიდან მოდის. ასევე ფეხსაცმლის 72% და ჩანთების 84%.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით კომპანიები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და, როგორც თვითონ აცხადებენ, აღნიშნული რეფორმა ამ ეტაპზე მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს და ასეთი ვითარება შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 2 წლის განმავლობაში, მათი მხრიდან ისმის კითხვა- „რა მოხდება მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში?“ ფასების ზრდა და გაყიდვების დაცემა გამოიწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას და შესაბამისად ეს წარმოშობს სხვა უამრავ პრობლემას.



მოცემული ვითარება კატასტროფული იქნება  მომხმარებლისთვის, კომპანიებისთვის და როგორც ჩინეთის, ისე ამერიკის ეკონომიკისთვის.
მრავალი ანალიტიკოსის აზრით ე.წ „ტრამპის პოლიტიკა“ ძალიან ცუდად იმოქმედებს, არა მხოლოდ  მოდაზე, არამედ ყველა ინდუსტრიაზე.

ქეთი ხატიაშვილი

Comments