ეპოქის დასასრული "ტოპშოპისთვის" ?!
როგორც ტოპშოპის ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, ბრენდი, ტოპშოპისა და ტოპმენის ყველა მაღაზიას ხურავს ამერიკის მაშტაბით. Arcadia Group-ის გადაწყვეტილებით, რომელიც არის ბრენდის მფლობელი კომპანია, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უკვე 200 მაღაზია დაიხურა გაერთიანებულ სამეფოში.
BBC იუწყება, რომ Arcadia Group-ის იმედით აღნიშნული
ქმედება ხელს შეუწყობს ბრენდის საბოლოო განადგურების თავიდან აცილებას. განცხადებაში
ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ დაიქირავა პიროვნება, რომელიც შეეცდება განსაზღვროს
ბრენდის გადარჩენის საუკეთესო სტრატეგია, ან გაარკვიოს საერთოდ უნდა არსებობდეს თუ
არა გადარჩენის იმედი.
ისეთი მსხვილმაშტაბიანი კომპანიის მაღაზიების დახურვა,
როგორიცაა ტოპშოპი, რასაკვირველია გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას. ამის გამო
Arcadia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი Ian Grabinerი ბოდიშს იხდის შექმნილი ვითარებისთვის
და BBC-სთან საუბარში აცხადებს რომ - „ ეს ნაბიჯი მკაცრი, მაგრამ აუცილებელი იყო.“
შეგახსენებთ რომ ბიონსესა და ტოპშოპის თანამშრომლობის
დასრულების შემდგომ, ბიონსემ ადიდასთან კოლაბორაციით გამოუშვა კოლექცია. მომღერალმა
ღნიშნა რომ ადიდასთან თანამშრომლობა მისთვის ცხოვრებისეული გამოცდილებაა და მათი ხედვა
საკმაოდ ფილოსოფიურია.
კარგი ამბავი ისაა, რომ ტოპშოპი განაგრძობს გაყიდვებს
ოფიციალურ საიტსა და პარტნიორ კომპანიებში, მათ შორის Nordstrom-ში.
ქეთი ხატიაშვილი





Comments
Post a Comment