რა იყო "Vaska"-ს ახალი კოლექციის ინსპირაცია ?
შავისა და თეთრის ნამდვილი ოსტატი, ვასკა ტაბატაძე უკვე მეშვიდე წელია, რაც მოდას ემსახურება და ქართველი კლასიკოლების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ტენდენციებს ყურადღებას დიდად არ აქცევენ, თუმცა ასე თუ ისე, ითვალისწინებენ.
ზომიერი სისადავე, ქალური სილუეტები , ელეგანტური სამოსი საზოგადოების დიდ სიმპატიას იმსახურებს. დიზაინერის ერთ-ერთი იდეაა, ისეთი სამოსის შექმნაა, რომელიც დროს გაუძლებს, ამიტომ კოლექციები ხშირად გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში გვამოგზაურებენ.
2 მაისს "მერსედეს-ბენცის" თბილისის მოდის კვირეულზე დიზაინერმა ახალი კოლექცია წარმოადგინა , რომლის ინსპირაციაც გასული საუკუნის მუზეუმები, ბიბლიოთეკები და ძველი პორტრეტები აღმოჩნდა. დიზაინერმა კოლექციით გვაჩვენა თუ როგორ იცხოვრებდნენ წინა ეპოქის ადამიანები ჩვენს რეალობაში. სამოსის შესაქმნელად გამოყენებულია ნატურალური ტყავი, კოტონი და შალი.
დიზაინერმა ნამდვილად შეძლო, ძირითადი სათქმელის მსოფლიო და არა მხოლოდ, პრესისთვის გადმოცემა. მამაკაცების შემთხვევაში ჩემი ასოციაცია უფრო მეტად 70-იან წლებს დაუკავშირდა, ვიდრე უფრო გვიანდელ პერიოდს. მიუხედავად იმისა, რომ მუქი ტონალობები ჭარბობდა, სილუეტები 70-აინების სტილში მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა, ტყავის შარვლებმა და ქურთუკებმა შექმნეს. ამასთან ერთად, ყველაფერს დიზაინერის საფირმო, კლასიკური ხელწერა ეტყობოდა.მამაკაცი გახდა უფრო ფემინური, ხოლო ქალი - მასკულანური.
კიდევ ერთი დეტალი , რაც მინდა, აღვნიშნო , კვირეულის პირველივე დღეს იგრძნობოდა, რომ "Over-sized" ტენდენცია ნელ-ნელა მოდიდან გადავიდა, რაც ძალიან მახარებს. თუმცა, ვასკა ისედაც, ძირითად შემთხვევაში სხეულის ფორმების გამოკვეთას ამჯობინებს ხოლმე.
Photocredit Vogue.fr












Comments
Post a Comment