ტეილორ სვიფტი ახალ ალბომში მის პოლიტიკურ პოზიციას დააფიქსირებს.


   

 
   Taylor Swift
სულ მალე ახალ ალბობს შემოგვთავაზებს, რომელშიც უამრავი მინიშნება იქნება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ყურადღება მომღერლის განცხადებამ მიიქცია. მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის ახალ სიმღერაში მრავლად იქნება პოლიტიკური ნიშნებიც.

„მე არ ვაპირებ, რომ შევჩერდე მხოლოდ ახალგაზრდების წახალისებაზე ხმის მიცემისას. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი რამაა, რისი გაკეთებაც შემეძლო.“ - აღნიშნა მომღერალმა.




   Swift-მა პირველი პოლიტიკური განცხადება 2018 წელს Instagram-ზე გააკეთა, შუალედურ არჩევნებამდე.  Instagram-ის პოსტში მომღერალი წერდა, „მე ვწერ ამ პოსტს, მომავალი, 6 ნოემბრის არჩევნების შესახებ. მე ჩემი არჩევანი Tennessee-ს შტატში უნდა გავაკეთო. წარსულში მე არ ვასაჯაროვებდი ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს, თუმცა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებასა და ზოგადად სამყაროში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.“



    აღსანიშნავია, რომ მომღერალმა პოსტში საჯაროდ აღნიშნა თავისი რჩეული კანდიდატის სახელი და გვარი და ეს იყო Phil Bredesen.
ფანებს კი მოუწევთ მოიცადონ Taylor-ის ახალი სიმღერის გამოსვლამდე, რათა გაიგონ თუ რეალურად რა პოლიტიკურ მინიშნებებზე საუბრობს მომღერალი.
ქეთი ხატიაშვილი


Comments