“Gucci Cruise 2020“-ის განხილვა.
გუშინ, რომში, „Gucci Cruise 2020“ ჩვენება გაიმართა. ლოკაციად კი მსოფლიოში პირველი მუზეუმი - Musei Capitolini შეირჩა. რომის მუზეუმის დაარსებას 1471 წელს მიქელანჯელომ ჩაუყარა საფუძველი, ხოლო 1734 წელს იგი უკვე მთელი საზოგადოებისთვის გაიხსნა. ადრეულ პერიოდში ეს ადგილი წარმოადგენდა ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ არენას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენებაზე გაიარა ქართველმა მოდელმა, ლიკა რიგვავამ. ლიკას დედა სააგენტო კი, საქართველოში #1 სამოდელო სააგენტო, Look Models Management-ია.
ჩვენების განმავლობაში, მოდელები უძველეს ქანდაკებებსა და სკულპტურებს შორის, სიბნელეში, მოძრაობდნენ.
შოუს შუა ნაწილში, დამსწრე საზოგადოებამ იხილა ქურთუკი, 1970-იანი წლების სლოგანით „ ჩემი სხეული, ჩემი არჩევანი“. ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდა კოსტიუმი რომელზეც დატანილი იყო „22.05.1978“. ეს თარიღი აღნიშნავს, ამ დღეს იტალიაში ამოქმედებულ სამართლებრივ კანონს აბორტის შესახებ, როდესაც დაიხურა უსაფრთხო აბორტის კლინიკები. როგორც მოგვიანებით პრესკომფერენციაზე ალესანდრომ განმარტა, „ ქალებს პატივი უნდა ვცეთ... მათ უნდა ჰქონდეთ არჩევნის თავისუფლება, გააკეთონ ის, რაც უნდათ და თავად მიიღონ გადაწყვეტილება ორსულობის შეწყვეტასთან დაკავშირებით“. დიზაინერმა ასევე განაცხადა, რომ კოლექციაში ბევრი ისეთი ლუქია, რომელიც შესრულდა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, როგორც რეაქცია “recent news-ზე.”
ეს არ არის პიველი შემთხვევა, როდესაც ბრენდმა საკუთარი თავი წარმოაჩინა აქტივისტის ამპულაში. ერთი წლის უკან, მარტში, „გუჩიმ“ 500 000 დოლარი შესწინა იარაღისა და ძალადობის პრევენციის ორგანიზაციას, თუმცა გუშინდელი ჩვენება იყო პირველი, როდესაც პირადად დიზაინერმა დააფიქსირა, საკუთარი პოზიცია, მსგავს საკითხთან დაკავშირებით და მან ამისათვის გამოიყენა მისი ყველაზე ძლიერი იარაღი: ნემსი და ძაფი.
დიზაინერის ნამუშევრებს შორის ასევე ვიხილეთ სამღვდელო სამოსელი და ანტიკური რომის არმიის უნიფორმის მსგავსი ლუქებიც. „მნიშვნელოვანია, რომ ეს შოუ რომში წარმოგვედგინა, რათა პატივი მივაგოთ ამ თვისუფლების ადგილს“, თქვა ალესანდრომ.
რაც შეეხება ჩვენების შემდგომ გამართულ წვეულებას, სტუმრებმა გადაინაცვლეს მე-19 საუკუნის შენობა, Palazzo Brancaccio-ში. წვეულებაზე შემსრულებლები იყვნენ Harry Styles და Stevie Nicks.
წვეულებას ესწრებოდა მსახიობი Saoirse Ronan. „ის იყენებს მოდას, როგორც გავლენიან მედიას. ეს მნიშვნელოვანია ჩემი ასაკის ხალხისთვის, რადგან ვინმემ დაგვანახოს თუ რა ხდება პოდიუმზე“.- აღნიშნა მსახიობმა, Gucci-ის კრეატიულ დირექტორ, Alessandro Michele-ზე საუბრისას.
ქეთი ხატიაშვილი








Comments
Post a Comment