MA MAISON - ჯაბა დიასამიძემ ახალი კოლექცია კარლ ლაგერფელდის ხსოვნას მიუძღვნა.


   ეზონიდან სეზონამდე საზოგადოება ქართველი დიზაინერის, ბევრისათვის "კუტურიედ" ცნობილი, ჯაბა დიასამიძის ჩვენებას მოდური დღესასწაულივით ელოდება. რამდენიმე წელია ქართული მოდის ასპარეზზე ჯაბას თამამად გამოაქვს კლასიკად ქცეული კაბები, რომლებიც ხშირად შანელის, დიორისა და სან ლორანის ძველ მოდელებსაც მოგვაგონებს. ფაქტია, რომ ჯაბას მაღალი მოდის სახლების დიდი გავლენა აქვს, თუმცა შეიძლება ითქვას ის თბილისში "ფრანგი მესიაა" , რომელიც თავისი შემოქმედებით აცოცხლებს კლასიკასა და საზოგადეობას უდიდეს ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს. გამორჩეულია, მისი მესიჯებიც, რომლებიც ყოველ წელს ცხადია, იცვლება. ამ სეზონზე ჯაბამ მადმუაზელ შანელისადმი და კარლ ლაგერფერლდისადმი მიძღვნილი "ტრიბიუტი" გამართა.



   ჯაბა დიასამიძემ 35 მოდელი , მათ შორის ქალისა და მამაკაცის საღამოს კაბები და კოსტიუმები წარმოადგინა. რაც შეეხება მოდელებს, ჩვენებაში მონაწილეობდნენ ლენკა ციციშვილი, ნინა ცქიტიშვილი, ლუკა ჩიქოვანი,მატილდა გვარლიანი, ნინი ნებიერიძე და საზოგადოებისთვის ბევრი სხვა ცნობილი სახე.


 
  ვფიქრობ, რომ ჯაბასნაირი დიზაინერების არსებობა საქართველოში და არა მხოლოდ, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ბრენდის ჩარჩოებში ინარჩუნებენ და აგრძელებენ ძველ კლასიკურ ხაზს, რომელსაც დრო არ აქვს და მუდამ აქტუალური იქნება. ამას რომ თავი დავანებოთ," Trash" და "Ugly" ტენდენციის ფონზე, ცოტაოდენი ამოსუნთქვა არ გვაწყენს, რათა გემოვნება არ დავკარგოთ და არ დაგვავიწყდეს რას ნიშნავს "Trash" და რა არის კლასიკა. FÉLICITATIONS , Djaba ! 




Comments