„RANDOM WEAR“ - თავისუფლება, ფუნქციონალურობა და შემთხვევითობა.



მოდის სფეროს დაჩქარებულ ტემპსა და ყოველ სეზონზე დაბადებული ათობით ახალი ტენდენციის ფონზე , მინიმალიზმი თითქოსდა სადღაც კუთხეში მიიმალა. არა და რამდენად საინტერესოა ეს სტილი, რომლის ოსტატებად ყველასთვის საყვარელი დიზაინერები, ქელვინ ქლეინი, ჯილ სანდერი , ენ დემულამესტერი ან ჰელმუტ ლენგი შეიძლება მივიჩნიოთ. მინიმალისტური სტილის ნაკლებობა ამ ბოლო პერიოდში საქართველოს ქუჩებსაც შეეტყო. წლების განმავლობაში გაბატონებულმა შავმა და თეთრმა ცოტახნით კარადის უკანა ფლანგში გადაინაცვლა და აქტუალური გახდა სიჭრელე. ქუჩაში გამვლელებიც ნელ-ნელა ტანსაცმლის "საკიდებს" დაემსგვასნენ. მინიმალიზმის ანტი-ტრენდი დემნას მიერ რეორგანიზებული "Balenciaga" და მისი სტილისტიკაა. მაისურზე მორგებული, პერანგი, ჟაკეტი და მასიური ქურთუკი , ნამდვილად ეწინააღმდეგება მინიმალიზმს, ზამთრის ცივ დღეებშიც კი.




ასეთ ფონზე 2019 წლის ზაფხულში,თბილისში დაარსდა ახალი ბრენდი "RANDOM WEAR“ -როგორც "RANDOM WEAR"-ის ბრენდ-მენეჯერი, დათა ალექსეევი ჩემთან საუბარში აღნიშნავს, ბრენდის მიზანია შეცვალოს მოდის სფეროში გავრცელებული ცნება „შენი სტილი ან ლამაზია, ან კომფორტული", რადგან ამ ორს შორის გადაკვეთა საკმაოდ იშვიათია. ბრენდი აწარმოებს "უნისექს" კოლექციებს, რომლებიც მსოფლიო ტენდენციებზეა გათვლილი და კომფორტულობით, სისადავითა და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა.
  "RANDOM WEAR“ - ატელიე"მაკრატელის" პროექტია. "Just random", კრეატიულ ჯგუფს საერთო იდეა მოუვიდა, რაც მალევე განახორციელეს და შექმნეს ბრენდი, რომლის სამოსიც საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მოთხოვნადი და ხელმისაწვდომია. მცირე დეტალები სამოსზე დატანილი წარწერების სახით ნებისმიერ მოდელს უნიკალურს ხდის.


ამასთან ერთად, სამოსი მულტიფუნქციონალურია და ზოგიერთი დეტალის შეცვლის შემთხვევაში "ლუქს" სულ სხვა იერს სძენს. პირველ კოლექციაში ძირითადად აქრომატული და პასტელური ფერები დომინირებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს მომავალ კოლექციაში სხვა ფერების გააქტიურებასაც.



თავისუფლება, ფუნქციონალურობა და შემთხვევითობა - აი ის სამი ძირითადი კომპონენტი, რომელზეც აეწყო ბრენდი „RANDOM WEAR“. შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი საკმაოდ საინტერესო "Instagram feed"-საც გვთავაზობს და ამით ცდილობს მომხმარებელს მიანიჭოს სიამოვნება და შეუცვალოს მინიმალისტური სტილისადმი შეხედულება.
მინიმლისტური სამოსი რომ მოთხოვნადია ამას, გაყიდული სამოსის რაოდენობაც ადასტურებს. შეგახსნებთ, რომ სამოსი რამოდენიმე დღეა, რაც უკვე ხელმისაწვდომია ლ.გუდიაშვილის 11-ში , ატელიე "მაკრატელში" და კოტე აფხაზის 22-ში მდებარე, შოუ-რუმში "ჩაცმა".


Photocredit : Lucas Pantskava Models : Rezi Kalandarishvili, Mariam Gechuashvili ( IC Model management) Style : Data Alekseev For "Beaumonde" Magazine Editorial


Comments