როგორია "Twinset"-ში წარმოდგენილი ახალი კოლექცია ? - სეზონის 5 ყველაზე "ცხელი" ტრენდი.
TWINSET - იტალიური ბრენდი, რომელსაც დაახლოებით 30 წლიანი ისტორია აქვს მილანში 1997-98 - , ხოლო თბილისში, 2018 წელს შემოვიდა.
TWINSET-ის ტანსაცმლის მაღაზია თბილისში ჭავჭავაძის 50 ნომერში მდებარეობს. ბრენდი ორიენტირებულია ტრიკოტაჟის, ქალისა და ბავშვის სამოსის წარმოებაზე.მსოფლიოში ბრენდის არაერთი ფილიალი არსებობს, ხოლო სამოსი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.ბრენდის სარეკლამო კამპანიაში ხშირად მონაწილეობენ ისეთი მოდელები, როგორებიც არიან : ბიანკა ბალტი, სტელა მაქსველი, ემილი რაჯაკოვსკი, კიარა ფერანი და სხვები.
ბრენდის ახალ კოლექციაში მოგზაურობა ხელოვანთა რჩეულ ქალაქში, სანტა-ფეში გრძელდება. ტერიტორია, რომელიც მხატვრებისათვის საცხოვრებად და შთაგონების მისაღებად საუკეთესო ადგილს წარმოადგენს, ახალი კოლექციის ინსპირაციად იქცა.
ეს არის ახალი მექსიკის სასაზღვრო ტერიტორიები, სადაც ღია ნათება ფერებს სუფთასა და დაუჯერებელს ხდის. ამ კოლექციაში მრავლადაა წარმოჩენილი ისტორიული მინიშნებები ისეთი დეტალების სახით, როგორიცაა ბუმბულები, ორნამენტები და მაქმანები. გარდა ამისა, კოლექციაში ხშირად ვხვდებით ბრენდის სიმბოლოდ ქცეულ პეპელასაც, სხვადასხვა ფერის მეტალის ნაკეთობების სახით.რაც შეეხება პრინტებს, კოლექციაში წარმოდგენილია ფერადი და სენსიტიური ტონალობები, რაც აუცილებლად მოგვაგონებს ჯორჯია ო'კიფის დახატულ ყვავილებს. სამოსის ახალ ხაზში ჭარბობს აბრეშუმი და სხვა ორგანული ნაჭრები. გთავაზობთ, "5 MUST HAVE LOOKS",რომელიც ამ სეზონის ყველაზე აქტუალურ ტენდენციებს პასუხობს.

1.
"Total look" ზოლებში. სეზონის ერთ-ერთი აქტუალური ტრენდია.ორეულები წარმოდგენილია არამხოლოდ პიტჯკისა და შარვლის სახით, არამედ შორტებიც. შეუხამეთ თქვენს ზოლიან "ლუქს" რაიმე აქსესუარი, მაგალითად, ტყავის ქამარი, რაც უფრო მეტად გაუსვავს ხაზს, თქვენი სხეულის პროპორციებს. ასეთი ტანსაცმელი თქვენს ჩაცმულობას რომანტიულ განწყობას შესძენს. "ლუქი" გათვლილია, როგორც ყოველდღიურობაზე, ასევე საღამოს წვეულებებისთვის.
2.
ამ სეზონზე კლასიკად ქცეულმა მოკლე შავმა კაბამ ცოტა ხნით უკანა პლანზე გადაიწია და აქტუალური გახდა მასიური შავი კაბები, სხვადასხვა ჭრილით, რამოდენიმე ნაჭრის კომბინაციით, ორნამენტებითა და მაქმანებით. "TWINSET"-ში წარმოდგენილი აბრეშუმის ეს საღამოს კაბა,თქვენს გამოჩენას ნებისმიერ წვეულებაზე დასამახსოვრებელსა და განუმეორებელს გახდის. შეუხამეთ კაბას არასტანდარტული აქსესუარები, მაგალითად, საყურეები ბუმბულების სტილში და შავი, ღია ფეხსაცმელები საშუალო ზომის ქუსლზე.
3.
კოტონის ამ წითელი კაბის ტალღოვანი ეფექტი ქალის სხეულს უფრო მეტად შესამჩნევსა და დასამახსოვრებელს ხდის. აქვე ამ "ლუქს" შეგიძლიათ, შეუხამოთ მხარზე გადასაკიდი პატარა, თეთრი ჩანთა ლამინირებული ტყავის საკიდითა და მინი-საკეტებით. ჩანთა გათვლილია საღამოს მოხმარებისთვის.
4.
ყვავილების პრინტები კვლავ აქტუალურია. გარდა ამისა,წითელთან ერთად ძალიან მოდური იქნება მონო-თეთრი ტონალობაც. შეუხამეთ თეთრ შარვალს, ყვავილების პრინტებიანი პერანგი, კომფორტული სანდლები და დიდი მოცულობის ჩანთა, რომელიც ძალიან პრაქტიკული და რაც მთავარია, მოდურია.
5.
და ბოლოს, წითელისა და ფირუზისფერის ამ ტონალობების დომინირებით შექმინილი , ყვავილების პრინტიანი კაბა თქვენს ყოველდღიურ ჩაცმულობას უფრო მრავალეროვანს გახდის. მოირგეთ ამ კაბაზე ჩანთა "TWINSET"-ის ლოგოთი, რომელიც თამამად შეგიძლიათ, მოირგოთ ზღვის სეზონზეც. როგორც, "Beach-bag".
ტექსტი გიგა უჩუვატოვი
მოდელი ლიკუნა ხაჭაურიძე
ფოტოგრაფი ალექს აფციაური
ვიზაჟისტი თინა შალიკაშვილი
ლოკაცია -"TWINSET TBILISI" ჭავჭავაძის 50.
ტექსტი გიგა უჩუვატოვი
მოდელი ლიკუნა ხაჭაურიძე
ფოტოგრაფი ალექს აფციაური
ვიზაჟისტი თინა შალიკაშვილი
ლოკაცია -"TWINSET TBILISI" ჭავჭავაძის 50.

Comments
Post a Comment