UGE - შენ ხარ საქართველო.
თბილისში მოღვაწე დიზაინერების რიცხვი რომ დღითიდღე იზრდება ფაქტია, ამასთან ერთად, ვხვდებით არა მხოლოდ ქართველ , არამედ უცხოელ დიზაინერებსაც, რომლებიც მომავალ მოდის დედაქალაქში თავის დამკვიდრებას ცდილობენ. ერთერთი მათგანია, იულია ველეცკაია, ბრენდ "UGE"-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.
მოდა ბავშვობიდან აინტერესებდა. ხშირად კითხულობდა წიგნებს ამ ჯადოსნურ სამყაროზე. პირველი შეხება მოდასთან, როგორც ალბათ ყველას შემთხვევაში, განსხვავებულობის დაოუკობელ სურვილს უკავშირდებოდა. ატარებდა ექსპერიმენტებს და ცდილობდა ხალხში განსხვავებული ყოფილიყო. თუმცა, სანამ მოდის სფეროში სერიოზული განაცხადით შემოიჭრებოდა მუშაობდა მარკეტინგში, ატარებდა კონფერენციებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა შოუ-ბიზნესი, "სელებრითები", ამბასადორები და ა.შ

პირველ ნამუშევრებს გაუცნობიერებლად ქართული ეროვნული სამოსის დეტალები შემატა და საბოლოოდ, ახალ კოლექციაში ძველი ქართული ეროვნული თემატიკა გაჟღერდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდ "UGE"-ს ახალ კოლექციაში ქალის სამოსი ჭარბობს, დიზაინერის დიდი სურვილია შექმნას მამაკაცის ხაზიც.
ახალი კოლექცია დახვეწილი სილუეტებისა და ფაქტურის პიტჯაკებს, კაბებს, ქურთუკებს, პერანგებსა და მაისურებს შეიცავს.

ბრენდის ძირითადი სტილი კლასიკურია და იშვიათად, მაგრამ ყოველდღიური გამოყენების სამოსსაც ვხვდებით. ბაცი ვარდისფერი, რუხი , შავი და თეთრი - ელეგანტური ტონალობები სინთეზურად ერწყმის ერთმანეთს.
საინტერესოა ბრენდის სახელის ისტორიაც. UGE - ეს არის მოკლე დეფინიცია წინადადებისა "YOU ARE GEORGIA ". როგორც იულიამ ჩემთან საუბარში აღნიშნა, მისი შემოქმედების ძირითადი მესიჯია : "შეეჩვიე, ატარო ქართული"
.

სხვათაშორის, აქვე დავამატებ, რომ ახალი კოლექციისა და ბრენდის სახე , ქართველი მოდელი , მია მაჩაბელი გახდა.
ხელოვნებას არ აქვს ენა და მისთვის უცნობია პოლიტიკა. იულიაში მე ვხედავ ძალიან დიდ პატრიოტიზმს, რაც ცხადია აისახება მის შემოქმედებაშიც. ვფიქრობ, შემოდგომისთვის საინტერესო მამაკაცის კოლექციასაც ვიხილავთ. დაველოდოთ სიახლეებს და არ დაგავიწყდეთ, რომ ესტუმროთ "UGE"-ს "შოუ-რუმს", რომელიც ფალიაშვილის 80-ში მდებარეობს.

Comments
Post a Comment