ახალი სუნთქვა სამკაულების დიზაინში - Alan Crocetti


Alan Crocetti არის ახალგაზრდა, სამკაულებისა და აქსესუარების  დიზაინერი. დაიბადა ბრაზილიაში, თუმცა ცხოვრობს ინგლისში. დიზაინერმა, თავისი მშობლიური სამშობლო, ბრაზილია,  12 წლის წინ დატოვა, თუმცა მანამდე, რაც მას მოდის ინდუსტრიასთან აკავშირებდა იყო მისი მშობლების, საქსოვი ქარხანა. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, მართალია ეს საწარმო მოდის ინდუსტრიასთან და შემოქმედებითობასთან აკავშირებდა, თუმცა ყველაფერი მაინც ლონდონში ჩამოსვლისა და სწავლის დაწყების შემდგომ შეიცვალა.

ლონდონში ჩამოსვლის შემდგომ მან ჩააბარა, მოდის მიმართულებით #1 უნივერსიტეტში, Central Saint Martins-ში, თუმცა მან სწავლების ბოლო საფეხურზე უნივერსიტეტი მიატოვა. როგორც ირკვევა ამის მიზეზი ის გახდა, რომ დიზაინერს უარი უთხრეს უნივერსიტეტის შიდა ჩვენების დროს მონაწილეობის მიღებაზე, თუმცა დაჰპირდნენ, რომ იგი აუცილებლად მიიღებდა დიპლომს. „ მე არ მივსულვარ იქ ქაღალდის გამო, ასე რომ ჩვენების გარეშე მე არ მაინტერესებდა იქ სწავლა “. - აღნიშნა Alan-მა.  


დიზაინერი იხსენებს, რომ იგი არ იყო პრივილეგირებული მისი კურსის სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით. მან გადადგა საკმაოდ თამამი და სარისკო ნაბიჯი, როდესაც დატოვა CSM, თუმცა ამავდროულად ეს ნაბიჯი მის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე სწორი საქციელი იყო, რადგან არ მოექცა სხა ადამიანების გავლენისა და ზეწოლის  ქვეშ.
დიზაინერის მუშაობის ამოსავალი წერტილი, როგორც თვითონ აღნიშნავს, ანატომიურ პერსპექტივაზე მოდის, და მისი შემოქმედებითობა გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ „დრაივი“.
მის შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობა ტრადიციული კოდები, რაც კიდევ ერთელ ხაზს უსვამს მისი ნამუშევრების დახვეწილობას.
ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები... ესენია ის კლასიკური, კეთილშობილი ქვები, რომლებსაც დიზაინერი იყენებს. იგი დიდ ყურადღბას აქცევს ნამუშევრის ხარისხსს. ნამუშევრების საკმაოდ მაღალი ხარისხიდან გამომინარე, ფასიც შესაბამისად მაღალია, ამიტომ დიზაინერი სამოავლო გეგმებში ახალი ხაზის გამოშვებასაც ფიქრობს, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის. „ მე მინდა ვხედავდე, თუ როგორ ატარებს ხალხი ჩემს ნამუშევრებს, და არა მხოლოდ მათი შეძენის სურვილს“.
Alan Crocetti-ის უკვე რამოდენიმე კოლექცია აქვს შექმნილი. მათი მცირე ჩამონათვალი კი ასეთია: „Control," "Endurance," "Anarchy," "Odyssey," და "Fixation". მისი კოლექციის თემები ძალიან ახლოსაა დაკავშირებული მისსავე ემოციებთან. დიზაინერი ცდილობს, რომ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები მის კოლექციებში წარმოაჩინოს, რაც საკმაოდ კარგად გამოსდის.
მთავარი ელემენტი, რაც Alan-ს სხვა დიზაინერებისგან გამორჩევს ესაა ვარდები. დიზაინერის თქმით, ვარდები მისთვის სიძლიერის და ამავდროულად სისუსტისა და დაუცველობის სიმბოლოა, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ეს სიმბოლო საკუტარ სავიზიტო ბარათად ექცია.


დიზიანერის მთავარი გზავნილი, რომრლსაც საკუტარი კოლექციების მეშვეობით გადმოგვცემს არის -  „ იყავი ჭეშმარიტი, იყავი ის ვინც ხარ და იამაყე საკუთარი თავით“.
დიზაინერმა ბოლო კოლექცია პარიზში წარადგინა. აღნიშნულ კოლექციაში მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის სხეულზე. ადაპტაციასა და ევოლუციაზე, თუ როგორ განიცვდის ცვლილებას ადამიანის სხეული. ამავე კოლექციის შექმნისას Alan-მა ითანამშრომლა მუსიკოს Patrick Belaga-სთან და პრეზენტაცია ჩელოს მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა.
ახალ კოლექციას კი უკვე 2019 წლის ოქტომბერში უნდა ველოდოთ, რომელიც შეიქმნება რამოდენიმე მხატვართან თანამშრომლობით.

ქეთი ხატიაშვილი

Comments