"პორტფოლიო" - ლიკა რიგვავა.




და მაინც რა არის მოდელისთვის მთავარი პარამეტრები თუ პიროვნულობა ? - ამაზე ბევრს დაობენ და საბოლოო პასუხამდე დღემდე ვერ მივიდნენ. თუმცა, ბოლო წლების ტენდენციებით პარამეტრები მეორე ხარისხოვანი გახდა და წინ მოდელის ხასიათმა, ენერგეტიკამ და შინაგანმა სამყარომ წამოიწია. ლიკა რიგვავა ეს ის ქართველი მოდელია, რომელმაც მთელი ქართული მოდის სფერო რამდენიმე წლის წინ აალაპარაკა. რა აქვს ლიკას განსაკუთრებული ? - თითქოს ერთი შეხედვით მარტივი კითხვა ჩანს და პასუხიც ადვილად უნდა ვიპოვოთ, თუმცა თუ კი დაუფიქრდებით მიხვდებით, რომ ცივი, ცისფერი თვალებისა და გამოხედვის მიღმა დიდი სულიერება და ის ამოუცნობი სამყარო იმალება, რომელიც ადამიანებს მოდელს აჯაჭვებს. მასთან მუშაობა, ყველა ფოტოგრაფს უნდა, დიზაინერები მას ჩვენებებს ახსნევინებენ და ახურინებენ, ყველა ჟურნალისტი მუდმივად დაინტერესებულია მისი პირადი ცხოვრებით... ეს ლიკა რიგვავაა, გოგონა ჯადოსნური ენერგეტიკით.
მკერდი- 81 წელი-59 თეძო- 85 სიმაღლე 174 წონა - 47 ასაკი: 21 ეროვნება : ქართველი ზოდიაქო : ქალწული
- როგორ დაიწყე შენი კარიერა? რომელი იყო პირველი ჩვენება? გადაღება? - ჩემი კარიერა "Elit model look"-ის კონკურსით დაიწყო, 7 წლის წინ, თუმცა გარკვეული პერიოდი, კონკურსის შემდეგ, სხვადასხვა მიზეზების გამო, არანაირი წინსვლა არ ყოფილა ჩემს კარიერაში , საქართველოს ფარგლებს გარეთ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. საქართველოში კი, პირველი გადაღებაც და ჩვენებაც შედგა ლადო ბოკუჩავასთან, იგი ჯერ კიდევ "ატელიე კიკალასთან" თანამშრომლობდა იმ პერიოდში.ფაქტობრივად, პირველი ნაბიჯები მასთან გადავდგი.
- რამდენად დიდია შენ წარმატებაში სააგენტოს წვლილი? - დაახლოებით ერთი წელია "Look models management"-თან ვთანამშრომლობ. ჩემი კარიერა ნინოსთან თანამშომლობის დაწყებისთანავე შეიცვალა. იგი ნამდვილად საკუთარი საქმის პროფესიონალია და ამ ყველაფერთან ერთად არის პიროვნება რომელსაც 100% შეგიძლია დაეყრდნო ნებისმიერ საკითხში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ყველა სფეროში.
- პირველი საერთაშორისო ჩვენება, რომელზეც გაიარე ან თუ გახსენდება მსოფლიო ბრენდის კამპანია, რომელშიც მონაწილეობა მიიღე? - პირველი საერთაშორისო ჩვენება იყო Jil Sander -ი, თუ დიდ ბრენდთან თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ ამას მოყვა Lemaire, Marine Serre, YProject და Gucci. ჯერ-ჯერობით რომელიმე ბრენდის, მსოფლიო კამპანიის ნაწილი არ გავმხდარვარ, თუმცა ვთვლი რომ ესეც დროის და მონდომების ამბავია. ამ სფეროში ერთი წუთითაც არ უნდა მოდუნდე, სულ უნდა გახსოვდეს რომ მთავარია ინდუსტრიაში დარჩე!
- რას ნიშნავს შენთვის შენი პროფესია, რას გრძნობ როცა პოდიუმზე გამოდიხარ? - ალბათ ამას ბოლომდე ვერც აგიხსნი. მე თავიდანვე ძალიან დიდი სერიოზულიბით ვეკიდებოდი ამ სფეროს, საქართველოშიც, რადგან ვთვლი რომ რასაც არ უნდა აკეთებდე და სადაც არ უნდა აკეთებდე შენი ხარისხის მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი კოეფიციენტით უნდა აღინიშნებოდეს.მახსოვს დამცინოდნენ ზურგს უკან,რადგან იმ პერიოდში მოდა,მოდელებისთვის, გართობასთან ასოცირდებოდა.დღემდე ასეა,თუმცა არა ყველასთან. დღემდე პოდიუმზე გასვლის წინ ისე ვნერვიულობ სუნთქვა მეკვრის,თუმცა საკმარისია მუსიკა ჩაირთოს და მისი ვიბრაცია ვიგრძნო, ეს ნერვიულობა სადღაც ქრება და ბოლოს მხოლოდ თავდაჯერებულობა და მაქსიმალური სიამოვნების მიღებაღა რჩება.
- რამდენიმე საჭირო რჩევა რომ მისცე დამწყებ მოდელებს ქასთინგებთან დაკავშირებით.. - თავდაჯერებულობა, მონდომება და დაუღალავი შრომა არის უმნიშვნელოვანესი. მაქსიმალურად უნდა გამოავლინო შენი პიროვნული მხარე როდესაც ხვდები ქასთინგზე. ჩემი პირადი აზრით განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, სილამაზე ეს მხოლოდ ვიზუალი არ არის. - შეგიძლია “გუჩის“ ქასთინის დეტალები გაიხსენო ? - ეს იყო ურთულესი ეტაპი ჩემთვის. პირველივე სეზონზე მქონდა "option" ამ ბრენდისთვის, მეორეზეც, ყველა ქასთინგზე მესმოდა ერთი და იგივე ფრაზა "you are such a Gucci girl" თუმცა ამ პერიოდამდე არ მომეცა შანსი შევხვედროდი კრეატიულ დირექტორს , ალესანდროს. ათი დღით ადრე ჩამიყვანეს რომში ქასთინგზე და ჩვენების წინა ღამემდე არავინ იცოდა დარჩებოდა თუ არა ჩვენებაზე. მიხარია რომ შედგა ჩვენი თანამშრომლობა, არამხოლოდ პოდიუმზე. ჩვენების შემდეგ სამი დღე მქონდა გადაღებები ბრენდთან. ამ მასალას მოგვიანებით ვიხილავთ.ეს იყო ახალი სრულიად განახვავებული გამოცდილება.
- როგორ აღიქვა საზოგადოებამ შენი ეს წარმატება? - რამდენადაც ვიცი, დადებითი გამოხმაურება მოყვა. უარყოფით კომენტარს ჩემამდე ჯერ-ჯერობით არ მოუღწევია. - რას საქმიანობ მოდელობის გარდა, რამდენად უთავსებ ოჯახსა და კარიერას ? - ამ ეტაპზე მაქსიმალურად გადართული ვარ სამოდელო კარიერასა და ოჯახზე. ვსწავლობდი ჟურნალისტიკა და მასობრივ კომუნიკაციებზე, კავკასიის უნივერსიტეტში, თუმცა რაც სამოდელო სფეროში აქტიურად ჩავერთე მივხვდი, რომ ჩემი ხასითის ადამიანს ძალიან გაუჭირდებოდა ნახევრად რაიმეს კეთება, რადგან მაქსიმალისტი ვარ .სწორედ ამიტომ ორი კურსის დახურვის შემდეგ შევაჩერე სტუდენტის სტატუსი. რაც შეეხება ოჯახს, გამიმართლა. გვერდით მყავს ადამიანი რომელიც იმაზე მეტად მგულშემატკივრობს და სჯერა ჩემი ვიდრე, მე საკუთარი თავის. ადამიანმა დროის ფაქტორის სწორად აღქმა და გადანაწილება უნდა შეძლოს. შემდეგ ყველაფერი მარტივდება.
- ამ ეტაპზე თუ ხარ ჩართული რაიმე პროექტში და თუ გიხილავთ სამომავლოდ რომელიმე ცნობილი დიზაინერის ჩვენებაზე ? - სიახლეები არის, თუმცა ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს, სიმართლე გითხრა არც მიყვა
რს წინასწარ რაიმეზე საუბარი.
Interviewed by Giga Uchuvatov

Comments