რედაქტორის არჩევანი : Keune.


  თავის მოვლა ეს ის საკითხია, რომელიც წლის ნებისმიერ სეზონზე ორივე სქესის წარმომადგენლებში აქტუალურობას არ კარგავს. ბოლო წლების ტენდენციებითა და ისეთი ინფლუენსერების გავლენით, როგორებიც არიან მარიანო დი ვაიო ან ჯო კარტოხანერა მამაკაცებში განსაკუთრებით მოდური გახდა თმისა და წვერის მოვლა. თუკი წლების წინ მამაკაცის თავის მოვლის ხაზი არც თუ ისე ბევრი დეტალისგან შედგებოდა, დღეს პროდუქციის რიცხვი უფროდაუფრო იზრდება და ხშირად რთულია განსაზღვრო მათი ფუნქცია და გამოყენების წესები. 
  და მაინც რა არის მამაკაცის ელეგანტურობის საიდუმლო? - მინიმალიზმი. უნიშვნელო ცვლილებებიც კი ექსპერიმენტების არც თუ ისე მოყვარულ მამაკაცის გარეგნობას სრულიად ცვლის. აქ მთავარია სწორი პოვნა სალონისა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პროფესიონალთა გუნდით. ხშირია შემთხვევა, როდესაც მიდიხარ სალონში და სწორედ ვერ უხსნი თუ რა ცვლილებების შეტანა გსურს შენს იმიჯში, აქ ყველაზე დიდია სტილისტების წვლილი. სტილისტი ინტუიტიურად უნდა მიხვდეს რა სჭირდება მომხმარებელს და ცხადია, უნდა ეცადოს, რომ მუშაობისას დაიცვას ზომიერება. პროფესიონალთა ასეთი გუნდი კი საქართველოში სილამაზის სალონ "Keune"-ში აღმოვაჩინე.


  სტუდია KEUNE ეს არის ჰოლანდიური ბრენდის KeuneHaircosmetics-ის ოფიციაულური წარმომადგენელი საქართველოში. პირველი ფილიალი 2011 წელს გაიხსნა და დღესდღეობით თბილისში პროფესიონალთა ჯგუფით დაკომპლექტებულ ორ სალონს ვხვდებით, სადაც სპეციალისტთან გავლილი უფასო კონსულტაციის შემდეგ თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ შეიძინოთ თავის მოვლის ხარისხიანი პროდუქცია ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა KeuneHaircosmetics და LCN.


 გარდა თმის მოვლისა "Keune"-ში მოსულ მომხმარებელს საშუალება ეძლევა ჩაიტაროს ისეთი პროცედურები, როგორებიცაა : მანიკური, პედიკური, ეპილაცია, ვიზაჟი, კონტურული მაკიაჟი და სოლარიუმიც კი.
 ერთი სიტყვით "Keune"-ში ყველაფერია თქვენი ბედნიერებისა და სილამაზისთვის.
 ზოგადად, ბრენდისთვის "Keune" მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქცია, უსაფრთხოება და რეპუტაცია. ავტორიტეტული რეპუტაციით კი ქართული სტუდია ნამდვილად სარგებლობს. სალონის სტილისტები ხშირად ესწრებიან სხვადასხვა მასტერ-კლასებს და მუშაობენ ისეთი მასშტაბური მოდური მოვლენების "Backstage"-ში, როგორიცაა პარიზისა და თბილისის "Mercedes-benz fashion week ".


 გიგა უჩუვატოვი : " "Keune"-ს აქვს ყველაფერი, რათა იყოს პირველი ქართული სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიაში. მაღალხარისხიანი პროდუქციით ჩემს ვარცხნილობაში შეტანილმა დეტალმა სრულიად გადაახალისა ჩემი იერი. მე ვენდობი და ვირჩევ "Keune"-ს“. 



  

Comments