Snap fitness - ინტერვიუ სოფია სოლოღაშვილთან.
ჩემი რესპოდენტები ყოველთვის წარმატებულ ადამიანები არიან და არა მხოლოდ მოდის სფეროში. დღეს უფრო და უფრო აქტუალური ხდება სპორტი და ფიტნესი. ცხადია, ჯერ-ჯერობით სპორტით მოსახლეობის არც თუ ისე დიდი პროცენტია დაკავებული, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავისი საქმიანობით ცდილობენ ადამიანებს გაუჩინონ მოტივაცია ვარჯიშის დასაწყებად.
ერთ-ერთი მათგანია სოფია სოლოღაშვილი, "Snap Fitness"-ის დირექტორი და საყრდენი, მამოძრავებელი ძალა. სწორედ მისი თანაჩართულობით, სპორტ-კომპლექსში ძალიან ბევრი სიახლე დაინერგა და უფრო მეტ ადამიანს უნდება სპორტული ცხოვრების დაწყება.
- სოფია, თავდაპირველად მაინტერესებს როდის იგრძენი, რომ კარიერულ ცხოვრებაში დამოუკიდებელი და წარმატებული გახდი ?
- მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა 21 წლის ასაკში დავიწყე , აქედან 7 წლის განმავლობაში ვერ ვგრძნობდი ვერც დამოუკიდებლობას და ვერც იმას, რომ რაიმე შემიძლია. ჩემი თვითშეფასებაც ძალიან დაბალი იყო, ამის მიზეზი კი ჩემი სამსახურები გახდნენ. ჩემ პირველ წარმატებულ ნაბიჯად ვთვლი, როცა დავტოვე სტაბილურ ხელფასიანი სამსახური და გადავინაცვლე სხვაგან მენეჯერის პოზიციაზე. შემდეგ კი გამოცდილებიდან გამომდინარე დამიძახეს "Snap"-ში, სწორედ აქ მივხვდი რა ყოფილა ჩემი საქმე.
- შეგიძლია რამოდენიმე სიტყვით მომიყვე "Snap fitness"-ში როგორ მოხვდი, ვიცი, რომ ძალიან სასაცილო ისტორიაა ?
- როდესაც "Snap"-ში გასაუბრებაზე მოვედი ვიყავი ფეხმძიმე და დავმალე. მეორე ტურში გადავედი და ცხადია, უდრო დიდი მუცლით მივედი. 4-5 თვის ფეხმძიმე სამსახურში ამიყვანეს და მითხრეს, რომ ჩემი მუცელი ვერ იქნებოდა მათთვის ბარიერი და ვერანაირად ვერ დამინდობდნენ . (იცინის)

- საერთოდ რამდენად რთულია საქართველოში ქალისთვის სამსახურის პოვნა ?
- მგონი მსგავსი პრობლემები აღარ გვაქვს, რადგან მამაკაცებიც აღიარებენ, რომ ქალსაც ძალიან კარგად გამოსდის საქმე, თუ ხელი მოკიდა. მეც მგონია, რომ ქალი უკეთ ახერხებს ლავირებას, მეტად დიპლომატიურია და არ არის ჩარჩოში მოქცეული. მოკლედ, ქალი რომ ძლიერი არსებაა ეს ახალი არ არის.

- "Snap"-მდე თუ ვარჯიშობდი და ახლა როგორია ერთი შენი დღე? ალბათ, ძალიან სპორტული . როგორ ანაწილებ დროს ?
- მანამდე არ მივარჯიშია. დღეს პილატესით ვარ დაკავებული. ვცდილობ, სპორტი შევუთავსო სამსახურს, სწავლასა და ოჯახს. რაც შეეხება დროის გადანაწილებას, ძალიან ხშირად ვფიქრობ იმაზე თუ რა მომწონს ჩემ თავში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინე, შემიძლია ძალიან მცირე დროში მოვასწრო ყველაფერი.

- პირველად როდის შემოვიდა "Snap" ბაზარზე და რამ განაპირობა მომხმარებელთა ასეთი სიყვარული მისდამი ?
- "Snap" საერთაშორისო ბრენდია. პირველი ფილიალი საქართველოში 2015 წელს გაიხსნა, მეორე 2016-ში, ხოლო მესამე 2019 წელს. ვაპირებთ გაფართოებას. სხვა დარბაზებიდან გამოვირჩევით აღჭურვილობით, ლოკაციებითა და ჯგუფური ვარჯიშების მრავალფეროვნებით. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს გარემო, კეთილგანწყობილი თანამშრომლები და ლაღი სიტუაცია განაპირობებს.
- ორიოდე სიტყვით მომიყევი "Snap"- ის აკადემიაზეც. რამდენად წარმატებული აღმოჩნდა პროექტი ?
- პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მას უძღვება ჩვენი დარბაზის ერთ-ერთი მენეჯერი, თორნიკე ქობულაშვილი. ჯერ-ჯერობით სწავლების ორი კურსი შედგა და აქედან რვა კურსდამთავრებული ავიყვანეთ. ჩვენ ძალიან გვჭირდება კვალიფიციური მწვრთნელები.

- რამდენად ანებივრებთ მომხმარებლებს აქციებით და თუ შემოგვთავაზებთ მალე რაიმე სიახლეს ?
- აქციები არც თუ ისე ხშირად გვაქვს, რადგან ხარისხი ფასზე მაღალია. დარბაზი 24 საათიანია, დაცულია ჰიგიენის ნორმები, გვაქვს ვინტილაციის მაღალი სტანდარტები, ჯგუფური ვარჯიშების მრავალფეროვანი არჩევანი და ეს ყველაფერი შედის 119 ლარში ამ ფონზე, აქციებს იშვიათად, ძირითადად ახალ წელს ვაკეთებთ. სიახლეს რაც შეეხება ვაპირებთ გაფართოებას და კიდევ ერთი სიურპრიზი გვაქვს, რომელსაც მალე გაიგებთ.

გიგა უჩუვატოვი
ფოტო სოსო გამგებელი
ფოტო სოსო გამგებელი

Comments
Post a Comment