Chloe Resort 2020 - კოლექციის განხილვა.



დღეს შანხაის მუზეუმ, „Long Museum“-ში, Chloe-ს 2020 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელიც მუზეუმის სახურავზე, მზის ჩასვლის ფონზე მიმდინარეობდა. „Long Museum“, ჩინურიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც - „დრაკონის ხელოვნების მუზეუმი“. იგი 2014 წელს გაიხსნა და მასში გაერთიანებულია ათეულობით საგამოფენო დარბაზი.



მუზეუმის სახურავზე განთავსებული იყო უამრავი ეკრანი, სადაც დამსწრე საზოგადოებას შეეძლო იქმდე ენახა ლუქი, სანამ იგი დღის სინათლეს იხილავდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ, როგორც ბრენდის ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, ჩვენებისთვის ეს ადგილი ზუსტად ერთი წლის უკან შეირჩა. ქალაქი კარგადაა მორგებული დიზაინერის გრძნობებსა და ემოციებს, რასაც ემატება მისი სიყვარული ჩინური კინოს მიმართ.


შოუ ჩინელი რეჟისორის დირიჟორობით, ჩელოს მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. უამრავ ცნობილ ადამინთან ერთად, ჩვენების წინა რიგის სტუმრებს შორის იყვნენ, Ramsay-ს ფავორიტი ჩინელი მსახიობი, Shu Qi, ასევე ჩინური კინემატოგრაფიის ისეთი წევრები, როგორებიც არიან: Jia Zhangke, Hou Hsiao Hsien, Zhang Yimou, Lou Ye, და Bi Gan.
Chloe-ს გოგოს ამოცნობა არ გაგიჭირდებათ. ორნამენტირებული კაბები, ოდნავ უხეში ფეხსაცმელი და ჩანთა მონოგრამით - “C”, ეს არის ბრენდის კრეატიული დირქტორის,  Natacha Ramsay-Levi-ის „ხელწერა“ Chloe-ს 2020 წლის კრუიზ სეზონისთვის. დიზაინერმა მცირე რაოდენობით, მაგრამ ძლიერად გამოხატა ჩინეთის მდიდარი ისტორიის გავლენა, როგორც სამოსში, ასევე ოქროს სამკაულებშიც. კოლექცია მდიდარი იყო ყვავილებიანი ნაქარგი სამოსით. მასში ასევე შეტანილი იყო ისეთი კულტურული დეტალი, როგორიცაა ჩინეთის ტრადიციული ხელით ნამუშევარი ნაქარგები.  


როგორც შემოქმედებითად, ასევე მატერიულად კოლექცია მთლიანადაა მორგებულია შანხაის გარემოს. თხელი, ჰარმონიული და ნათელი სამოსი განსაკუთრებით კარგია ჩინეთის ცხელი ზაფხულისთვის.
ჩვენებაში უმეტესად აზიური წარმოშობის მოდელები ფიგურირებდნენ, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დიზაინერის განცდებს ჩინური და ზოგადად აზიური კულტურის მიმართ.
ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელის Natacha Ramsay-Levi-ის, ისტორია კონკიას ამბავს ჰგავს. იგი Chloe-ს სახლის ჩაბარებამდე Nicolas Ghescuire-თან  ყავის მიმტანად, შემდეგ კი მის მარჯვენა ხელად მუშაობდა. 2017 წელს კი მან მაღალ მოდაში შეაბიჯა და ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა დაიკავა. Natacha-მ პირველი კოლექცია S/S 2018 სეზონისთვის წარადგინა.

ქეთი ხატიაშვილი

Comments