Wdoubleyou - ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე.




  ქართული ბრენდების რიცხვი დღითიდღე უფრო იმატებს, ზოგი ახერხებს იყოს წარმატებული, ზოგიც თავდაუზოგავად შრომობს სასურველი შედეგის მისაღებად.
  ჩვენი ონლაინ-ჟურნალი კი მუდმივად ორიენტირებულია დამწყები დიზაინერების პოპულარიზაციაზე ქართულ ბაზარზევე. დღეს ერთ ძალიან საინტერესო ბრენდზე მოგიყვებით, რომელიც 2017 წელს მეგობრებმა, ლიკა თამაზაშვილმა და თეო დავლაშერიძემ შექმნეს. ბრენდი Wdoubleyou - მომხმარებელს დახვეწილ და ხარისხიან ტანსაცმელს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.



2.      
 - 
ლიკა,
რა იყო ბრენდის დაარსების ძირითადი მამოტივირებელი ძალა?
- 16-17 წლიდან ხშირად ვიკერავ ტანსაცმელს ჩემი გემოვნებით. იმ პერიოდში, 8-9 წლის წინ, ძირითადად ერთნაირი ტანსაცმელი იყიდებოდა და სულ მინდოდა, რომ სამოსს რაიმე დეტალი მაინც ჰქონოდა განსხვავებული. ვინაიდან სხვებსაც მოსწონდა და ჩვენც ბევრი იდეა გვქონდა გადავწყვიტეთ, რომ სხვებისთვისაც შეგვეთავაზებინა, მაგრამ მთავარი მაინც აზარტი და სიამოვნება აღმოჩნდა, რომელსაც ტანსაცმლის შექმნის პროცესში ვიღებთ.



3       - რამდენად რთულია დღეს საქართველოში დიზაინერობა?
- დიზაინერს ვერ ვუწოდებთ თავს, ალბათ უფრო მოყვარული ვარ. სირთულეებს რაც შეეხება, თავიდან ყველაფერი მარტივად გვეჩვენებოდა, თუმცა მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ რთულია კარგი კონსტრუქტორის პოვნა და საჭირო მასალების პოვნა.
4     - კიდევ რა ტიპის სირთულეებს შეხვდი თავდაპირველად და რამდენად დიდია კონკურენცია?
- პირველრიგში, საკმაოდ რთული არმოჩნდა ბრენდის გაცნობა მომხმარებლისთვის და სწორი მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა, მომხმარებელი საკმაოდ გემოვნებიანი და კრიტიკულია, ასევე მაღალი კონკურენციაა, ყველანაირი სტილის და ფასის სამოსი იყიდება, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ხედვა შევთავაზოთ მომხმარებელს.



5    -   გაიხსენე პირველი კოლექცია, რით დაიწყე?
- პირველი კოლექცია საკმაოდ მცირე თანხით დავიწყეთ. გვინდოდა, რომ ყველანაირი სტილის სამოსი გვქონოდა.კოლექციაც არ იყო პრინციპში, არ გვქონდა რაღაც კონკრეტული ხაზი ან თემა, შევკერეთ როგორც სპორტული სტილის ტანსაცმელი ისე კლასიკურიც. 

8.     რამდენად ატარებს სამოსი რაიმე განსაკუთრებული ხასიათის მესიჯს, ფასეულობას?

- კლასიკურ ტანსაცმელთან ერთად გვაქვს მაისურები ქართული წარწერებიც და გვინდა რომ პოპულარიზაცია გავუკეთოთ ქართულ დამწერლობას და ქართულ ნაწარმს.



9.       -  სად არის წარმოდგენილი ამ ეტაპზე თქვენი ბრენდის სამოსი?
- ამ ეტაპზე ჩვენი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდება თბილისში მაღაზია "Geofashionlab"-ში, ფალიაშვილის 80 ნომერი და ქ. ბათუმში "Made in Georgia"-ში მემედ აბაშიძის 48. ასევე შესაძლებელია გამოწერა ჩვენი "ფეისბუქ" და "ინსტაგრამ" გვერდებიდან.





გიგა უჩუვატოვი

Comments