Yohji Yamamoto - ახალი არომატი ლუტეციაში.
Yohji Yamamato Parfums - წარმოადგენს იამამოტოს მსოფლიო ბრენდის ტრანსფორმაციას პარფიუმერულ სამყაროში. ეს არის რევოლუციური მიდგომისა და ავანგარდული აზროვნების კომბინაცია, იოჯი იამამოტოს სამყარო, რომელმაც მიაღწია სრულყოფილებას სურნელთა სამყაროში არომატებს შორის.
2018 წლის სიახლე - I AM NOT GOING DISTURB YOU - წარმოადგენს ამბოხისა და ავანგარდის ჭეშმარიტ სულისკვეთებას.
გზავნილი, რომელიც იმალება სუნამოს სახელში, სავსეა ირონიით , მაგრამ I AM NOT GOING TO DISTURB YOU არ არის მოწოდება, ეს არის ფილოსოფია. უნიკალური და დახვეწილი ინგრედიენტები თამამად ერწყმის ერთმანეთს, რაც ხაზს უსვამს ამბოხისა და ავანგარდის ჭეშმარიტ სულისკვეთებას. თითოეულ ინგრედიენტს თავისი მნიშვნელობა აქვს : ხე და ხავსი ბაზა ნოტებში გამოხატავს სიბრძნეს და გამოცდილებას, თამბაქო არის იოჯი იამამოტოს სიმბოლო, ხოლო მუშკი, რომელიც წარმოადგენს არომატის დახვეწილ გულს, ხაზს უსვამს იდეას - მე აქ ვარ, მაგრამ არ ვაპირებ თქვენს შეწუხებას.
I AM NOT GOING TO DISTURB YOU FEMME EAU DE PARFUM - ქალის არომატი ფლაკონში აერთიანებს ზედა ნოტებს : დავანა, ანგელიკა, შუაგული ნოტები : ოსმანთუსი, თამბაქოს ფოთლები და საბაზისო ნოტები : ვანილი და მუშკი.
რაც შეეხება I AM NOT GOING TO DISTURB YOU HOMME EAU DE PARFUM ანუ მამაკაცის სუნამოს , ზედა ნოტები შედგება შავი წიწაკის, ატემისიასა და ბერგამოტისგან. შუაგული ნოტები წარმოდგენილია ზამშისა და რბილი თამბაქოს სახით, ხოლო საბაზისო ნოტები ქარვის, მურისა , ვანილისა და ხავსისგან შედგება. სუნამოს შეძენა უკვე შეგიძლიათ "ლუტეციას" პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში.








Comments
Post a Comment