ტოპ 10 მოდის ტრენდი მამაკაცებისთვის „გაზაფხული/ზაფხული 2020“ სეზონზე.



ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ტენდენციებს, რომლებიც ბრენდების მიერ წარდგენილ გაზაფხული/ზაფხული 2020 წლისთვის შექმნილ კოლექციებში ყველაზე მეტად ჭარბობდა. დასაწყისშივე გეტყვით, რომ თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ თქვენი ზაფხული ნამდვილად ფერადი და პოზიტიური ემოციებით დატვირთული იქნება, რადგან სწორედ სამოსია ის უმთავრესი ელემენტი, რომელსაც თქვენი განწყობის კონტროლი შეუძლია.



ორეულები
პრინტიანი ორეულები Norbert Bisky-ს მიერ შექმნილი MSGM-ს კოლექციიდან, ბაროკული სტილი, რომელიც ჭარობს Versace-ს უახლეს კოლექციებში ან სულაც Dior-ის ტილოს ქსოვილისგან შექმნილი ულამაზესი ლუქები. როგორც ხედავთ დიზაინერები ფერად და პოზიტიური ემოციებით დატვირთულ ზაფხულს გვთავაზობენ.



სიმარტივე
დიზაინერები თავისუფლებასა და კომფორტს ირჩევენ. დიდი ზომის პერანგებს გვთავაზობს JW Anderson-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჯონათან ანდერსონი, ფართე შარვლები Hermes-ისგან ან სულაც მონოქრომული ლუქებები, რომლებსაც საკმაოდ დიდი ადგილი უკავია მამაკაცის „გაზაფხული/ზაფხული 2020“ სეზონის კოლექციებში.



ტროპიკული პრინტები
თუ მომდევნო ზაფხული უკვე დაგეგმეთ და თქვენი გეგმები ტროპიკულ ქვეყნებში მოგზაურობას ეხება, მაშინ თქვენს გარდერობს აუცილებლად უნდა შემატოთ ეს საოცარი ტროპიკული პრინტებით გაჯერებული პერანგები. 1950-იანი წლების რეტრო სტილი ან კლასიკური პერანგები... უბრალოდ აირჩიეთ რომელი მათგანი გჭირდებათ თქვენ, რადგან ამ მხრივ დიზაინერები არჩევნის სრულ თავისუფლებას გაძლევენ.



 ჯინსის ორეულები
მატერია რომელიც აქტუალურობას არ კარგავს. ჯინსმა კვლავ იპოვა გზა პოდიუმებზე დასაბრუნებლად. ასე, რომ თუ თქვენ ფიქრობდით, რომ ჯინსმა თავისი დრო მოჭამა მწარედ შემცდარხართ რადგან, როგორც ხედავთ იგი კვლავ დიზაინერების ერთ-ერთი საყვარელი ქსოვილია.



 ნამდვილი მამაკაცი ატარებს ვარდისფერს
ვარდისფერი ნამდვილად ზაფხულის საუკეთესო ტრენდული ფერია. კლასიკური ვარდიფერი, დელიკატური პასტელი ან ნეონი. როგორც ხედავთ რამოდენიმე ტონალობის ვარდისფერზე შეგიძლიათ არჩევნის შეჩერება. ასე, რომ ეს თქვენი შანსია. ფოტოზე ხედავთ Emporio Armani-ის, Loewe-ისა და Dior-ის გაზაფხული/ზაფწული 2019 წლის კოლექციებს.



„ბაიკერის“ ქურთუკი
Mick Jagger-ის, Marlon Brando-ს, და James Dean-ის სტილი დიზაინერებმა ამჯერად პოდიუმზე გადმოიტანეს. Balmain, Raf Simons და Versace, იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომელბმაც „ბაიკერის“ ქურთუკი თავიანთ უახლეს კოლექციაში გამოიყენეს.



ლეოპარდის პრინტი
მამაკაცი მოდელები გადაიქცნენ ჯუნგლების კატებად. MSGM-ისა და Versace-ს ლუქებმა, რომლებიც გაჯერებული იყო ველური ცხოველების პრინტებით, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე.



მოკლე შორტები
მეტად საჭირო ნივთი ზაფხულის ცხელი თვეებისთვის.  მუხლს ზემოთ სიგრძის შორტები იდეალურია აღნიშნული საზონისთვის.




ატლასი
ამ სეზონზე დიზაინერებმა შექმნეს სხვადასხვა ტონები, გლუვი, ატლასის გამოყენებით. Kiko Kostadinov, Dries Van Noten და Loewe, სწორედ ის ბრენდებია, რომლებმაც ატლასი ამ სეზონის მთავარ ტრენდად აქციეს.



ინოვაციური ჩანთები
ამ სეზონზე დიზაინერებმა უბრალო, მარტივი ჩანთები ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნეს. Rimova-ს მიერ Dior-თვის შექმნილი შამპანიურისვის განკუთვნილი ქეისები და Fendi-ს კალათები არის ამ სეზონის უმნიშვნელოვანესი ტრენდი, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ Louis Vuitton, რომელმაც გასაოცარი ჩანთების კოლექცია შემოგვთავაზა, ამისთვის კი მადლობა უნდა მოვუხადოთ მის შემოქმედებით ხელმძღვანელ, Virgil Abloh-ს.


ქეთი ხატიაშვილი

Comments