ტოპ 10 „ინფლუენსერი“, რომლებსაც უნდა გაჰყვეთ ინსტაგრამზე
„ინფლუენსერი“ არის პიროვნება, რომელსაც შესწევს ძალა გავლენა მოახდინოს საზოგადოების ძირითად ნაწილზე და შესაბამისად გამოირჩევა მიმდევართა დიდი რაოდენობით. მოდის სფეროში მოღვაწე „ინფლუენსერებს“ ბრენდები დიდ მხარდაჭერას უცხადებენ, რადგან 21-ე საუკუნეში სწორედ ესაა მათი წარმატების გარანტი. ბრენდებისა და დიზაინერების მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ ისინი გავლენიან ადამიანებს იწვევენ წვეულებებსა თუ ჩვენებებზე, ექსკლუზიურ მოგზაურობებზე, ასაჩუქრებენ უახლესი კოლექციებით და ა.შ. რათა, რაც შეიძლება მეტად მოიგონ მათი გულები.
„ინსტაგრამი“ ერთ-ერთი უძლიერესი სოციალური პლატფორმაა, რომელიც გავლენას ახდენს მოდის სამყაროზე. ასე, რომ ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც სწორედ „ინსტაგრამს“ იყენებენ, როგორც საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის საშუალებას.
ჩემი პირადი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ქვემოთ ჩამოთვლილი ადამიანების ინსტაგრამ გვერდები, რათა მიიღოთ შთაგონება და არ ჩამორჩეთ მოდის ინდუსტრიაში განვითარებულ მოვლენებს.
1)
Valentina Ferragni - @valentinaferragni
ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა - 2.7 მილიონი ადამიანი.
ყველაზე ცნობილი და წარმატებული ბლოგერის, ქიარა ფერანის
და, 26 წლის ვალენტინა ფერანი ნამდვილად იმსახურებს ამ ჩამონათვალში ყოფნას. ვალენტინას უმაღლესი განათლება საკომუნიკაციო და
სარეკლამო სფეროს განხრით აქვს მიღებული, თუმა როგორც თავად აღნიშნავს იგი ყოველთვის
დაინტერესებული იყო მოდითა და სილამაზით. მისი ინსტაგრამი ფერადი და ნათელია. ფოტოების
დათვალიერება კი ნამდვილად არ მოგწყინდებათ. ვფიქრობ მისი წარმატების საიდულმო სწორედ
მისსავე მუდამ პოზიტიურ პოსტებში იმალება.
2)
Olivia
Palermo - @oliviapalermo
ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა - 6.1 მილიონი ადამიანი.
პალერმოს კარიერა 2008 წელს „MTV“-ს შოუ, „The City“-ში
დაიწყო და მოვლენები სწრაფად და წარმატებულად განვითარდა. მალევე მან დააარსა პერსონალური ვებგვერდი მოდის,
სილამაზისა და ცხოვრების წესის შესახებ. „Cosmopolitan“ , „InStyle „, „Elle“ , „Marie Claire“ , „Harper's Bazaar“, „L'Officiel’ „ ეს იმ ჟურნალების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც
ოლივია პალერმოსთან წარმატებით უთანამშროლია.
სხვადასხვა ბრენდებთან კოლაბორაციით ოლივიამ ასევე შექმნა საკუთარი სამკაულების,
სათვალეებისა და ფეხსაცმლის ხაზები. საბოლოო
ჯამში ოლივია პალერმოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფლუენსერის სტატუსი უკავია და ნამდვილად
ღირს მისი ინსტაგრამისთვის თვალ-ყურის დევნა, რომელიც მუდამ დახვეწილ და ელეგანტურ
პოსტებს გვთავაზობს.
3)
Matilda
Djerf - @matildadjerf
ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა - 611 ათასი ადამიანი.
მატილდა ერთ-ერთი დამწყებია ამ სფეროში, თუმცა მის ინსტაგრამ
გვერდს თუ თვალს გადაავლებთ მაშინვე შეამჩნევთ მის გამორჩეულს სტილსა და სიყვარულს
საკუთარი პროფესიის მიმართ. „Matildadjerf.com” - არის მისი ვებგვერდის მისამართი,
სადაც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და გვაძლევს რჩევებს თავის მოვლის, სილამაზისა
და ყოველდღიური ცხოვრების წესთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ მატილდა ნამდვილად
ჩემი ფავორიტი ინფლუენსერია და მუდმივად ვადევნებ თვალს მის ინსტაგრამ გვერდს.
4)
Xenia
Adonts - @xeniaadonts
ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა - 1.3 მილიონი ადამიანი.
27 წლის, გერმანელი, ქსენია პროფესიით ბიზნესესის ადმინისტრატორია,
თუმცა უკვე წლებია ბლოგერისა და ვლოგერის ამპულაში გვევლინება, რომლის ძირითად სამუშაო
თემას მოგზაურობა და პერსონალური სტილის წარმოჩენა შეადგენს. მისი ოფიციალური ბლოგის
მისამართია - „XeniaOverdose.com (XO)“.
5)
Negin
Mirsalehi – @negin_mirsalehi
ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა - 5.4 მილიონი ადამიანი.
30 წლის ბლოგერი, პირველი ჰოლანდიელია, რომლის ინსტაგრამ
გვერდმაც უდიდესი ყურადღება მიიქცია საზოგადოების მხრიდან. „neginmirsalehi.com” არის ვებსაიტი, სადაც მოგვითხრობს მისი პირადი სტილისა
და მოდის შესახებ. იგი ასევე “Gisou Hair”-ის დამფუძნებელია და Forbes-ის მიერ დასახელდა იმ 30 ადამიანს შორის რომლებიც
სოციალური მედიის განვითარებას უწყობენ ხელს. თუმცა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო,
მაინც მისი ინსტაგრამ გვერდია, რომელიც ნამდილად მოგცემთ შთაგონებას სხვადასხვა საკითხთან
დაკავშირებით.
6)
Vanessa
Hong - @thehautepursuit
ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა - 648 ათასი ადამიანი.
ბიოქიმიასა და მოლეკულურ გენეტიკაში მაგისტრის ხარისხის
მქონე 30 წლის ვანესა ჰონგი ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. მოდა და მოგზაურობა,
ესაა ის ძირითადი თემები, რომლის ხილვაც „thehautepursuit.com”-ზე შეგიძლიათ. მისი ერთ-ერთი პირველი და უდიდესი ნაბიჯი სვაროვსკის
კამპანიაში, კარლი კლოსთან ერთად, მონაწილეობის მიღება იყო. ვანესაას ინსტაგრამ გვერდი
გამოირჩევა მისი მინიმალიზმითა და ღია, ნათელი ფერებით.
7)
Emili
Sindlev - @emilisindlev
ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა - 288 ათასი ადამიანი.
მომხიბვლავი და სახალისო პიროვნულობით გამორჩეული, ემილი,
კოპენჰაგენის „it-girl“ არის. თანამშრობლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა კალვინ კლეინი,
შანელი და ა.შ. ქუჩის მოდის ფოტოგრაფების ფავორიტი გოგონა ასევე მუშაობს დანიურ ჟურნალ
„Eurowoman“-ში. რაც შეეხება მის ინსტაგრამს, როგორც უკვე ავღნიშნეთ
იგი დიდ დროს უთმობს ქუჩის მოდას, შესაბამისად მისი ფოტოებიც გაჯერებულია ლამაზი და
მოდური ლუქებით.
8)
Tiffany
Hsu - @handinfire
ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა - 107 ათასი ადამიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ტიფანი არ გამოირჩევა ინსტაგრამზე
მიმდევრების რაოდენობის სიმრავლით, საკმარისია ერთხელ გადაავლოთ თვალი მის ინსტაგრამ
გვერდს, რომ მაშინვე დარწმუნდებით მის ინდივიდუაიზმსა და საკმაოდ საინტერესო და შთამაგონებელი
პოსტების არსებობაში. „Mytheresa.com“-ის მთავარი ბაერი მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
და დაფასებული ადამიანია. მას ნახავთ ყველა მაღალი დონის ბრენდის ჩვენებების წინა რიგებსა
თუ წვეულებებზე, თუმცა ჩვენი ყურადღება მისმა გამორჩეულმა ქუჩის მოდამ მიიქცია, რომელიც
ნამდვილად აღსანიშნაია.
9) Annabel
Rosendahl - @annabelrosendahl
ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა - 105 ათასი ადამიანი. 29
წლის ნორვეგიელი ანაბელი ცნობილია, როგორც ბაერი, სოციალური მედიის ვარსკვლავი, ქუჩის
მოდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და „annabelrosendahl.com”-ის დამფუძნებელი. თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა:
„Vogue“, „Elle“, „W Magazine“, „Harper’s Bazaar“, „New York Magazine“ და ა.შ. მისი
ინსტაგრამის გვერდი კი საინტერესო და დასამახსოვრებელია ყოველდღიური ლუქებითა და მოგზაურობის
ამსახველი ფოტოებით.
10)
Patricia
Manfield - @heir
ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა - 406 ათასი ადამიანი.
იტალიელი ბლოგერი, ინფლუენსერი და პირველი მომღერალი, რომელიც ცნობილი გახდა მისი
ქუჩის სტილით პროფესიით ბიზნეს ადმინისტრატორია. ზოგჯერ გამომწვევი, თამამი და ამავდროულად
დახვეწილი პოსტები ნამდვილად გამოარჩევს მის ინსტაგრამს.უბრალოდ გამოიწერეთ და თავად
დარწმუნდებით რამხელა ინსპირაციის მოცემა შეუძლია მის თითოეულ პოსტას.
ქეთი ხატიაშვილი























Comments
Post a Comment