"5 Must Have" - Edgy



ჩვენ არა ერთი ბრენდის დაარსების ისტორიაზე გვისაუბრია. როდესაც, შენს საყვარელ საქმიანობას მარტო იწყებ, ალბათ, გგონია, რომ ვიღაც გჭირდება, შენი მსგავსი ადამიანი, რომელთან ურთიერთობითაც თითქოს გაორმაგებული ძალებით იწყებ მუშაობას. თუმცა,  რა ხდება მაშინ, როცა განსხვავებული აზრი ჩნდება? რა ხდება როცა ერთი მხარე ნარინჯისფერს ირჩევს , მეორე კი პირობითად - ზურმუხტისფერს ან რა ხდება, როცა ერთი მხარე ჯიუტად ამტკიცებს , რომ კვადრატის ფორმის ღილი უფრო ტენდენციურია, ვიდრე ოვალური? - მარტივად გეტყვით, კ - ა - ტ - ა - ს - ტ - რ -ო -ფ - ა.
 თუმცა , ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა.
დებმა, ნათია და გვანცა ქოპილაშვილებმა სულ რამოდემიმე წის წინ გადაწყვიტეს , რომ საერთო ბიზნესი წამოეწყოთ. თავდაპირველად, სვიტრებით დაიწყეს. ყველა დეტალზე კარგად შეთანხმდნენ და პირველი ხაზიც გამოუშვეს. ეტაპობრივად, სვიტრებს კაბები და სხვადასხვა ტიპის სამოსიც დაამატეს და ასე დაიბადა, Edgy.
  ცხადია, ამ ერთ წინადადებაში უამრავი გათენებული ღამე, ბევრი სიხარული, იმედგაცრუება და თავდაუზოგავი შრომა იმალება, ცხადია , ბრენდს ერთი ხელის მოსმით ვერ შექმნი და თუ მაინც შენმა მცდელობამ გაამართლა, ვწუხვარ, ეს დიდხანს არ გასტანს.
 რა არის "Edgy" ან ვინ მისდევს "Edgy"-ს ?
Edgy - ეს არის სტილი, რომელსაც არ აქვს კონკრეტიკა. ამ სტილის მეშვეობით ხშირად ახალგარდები გამოხატავენ თავს. ეს არის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სტილი,რომელიც მოიცავს კლასიკური, სპორტული, ქეჟუალი , ავანგარდული მოდის შტრიხებს.
 დებს შორის ყველაზე "Fashionista" ნათია, გვანცა კი სტილის შეგრძნებასთან ერთად ფინანსური მართვის ნიჭსაც ფლობს. ისინი ხშირად დაობენ, თუმცა საბოლოო აზრიდან კარგ პროდუქტსაც იღებენ. პროდუქტს შორის კი ორეულები, ლეგინსები, პრინტიანი  ქვედაბოლოები ჭარბობს.
 ამ ეტაპზე "Edgy" საკმაო ცნობადობით სარგებლობს, როგორც საქართველოში , ასევე, საზღვარგარეთ. მათი შოუ-რუმი მდებარეობს პეკინის ქ.21-სა და 23-ს შორის, მაღაზია “მერაკში". როგორც დიზაინერებმა ჩვენთან საუბარში აღნისნეს, შემოდგომისთვის ახალ, შეკრულ კოლექციას წარმოადგენენ. მანამდე მოდით, გავეცნოთ “Edgy“-ის ხუთ ყველაზე ტენდეციურ ლუქს.

1. 

  თუკიღა , რაიმეზე შეიძლება ითქვას რაიმეზე რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ტრენდიაო, მათ შორის, გამორჩეულად აღსანიშნავი ლეგინსებია. არანაკლებ მოდურია ფოსფორისფერიც.

2.
 ზაფხულში ვინტაჟმა ისე მოიკრიბა ძალა, როგორც არასდროს. ყურადღება მიაქციეთ ნაჭერსა და ფერს კაბის არჩევისას, მოდურია ტილოს ნაჭერი . ამ კაბას თავისუფლად ზღვაზეც ჩაიცვამთ, შეუხამეთ მას ოქროსფერი ან მოყავისფრო სანდლები და დაწნული, საზღვაო ჩანთა, ასევე სათვალე უჩვეულო ფორმით.

3.
სპორტუღი ორეულები- ვფიქრობ, ეს ტრენდი მუდამ აქტუალურია. სპორტულ ფეხსაცმელზე ასეთ ორეულებს ხშირად იცვამენ კარდაშიან-ჯენერების კლანის წარმომადგენლები.

4.
 პენუარების ტენდეციამ ფორმა იცვალა და სიგრძე უფრო დაგრძელდა და ნელ-ნელა ისევ კაბას დაემსგავსა, თუმცა რამდენიმე ისეთი შტრიხი შეინარჩუნა , როგორიცაა სილუეტი, ნაჭერი და ტონალობა.

5.

კვლავ ორეულები ? დიახ, ოღონდ ამ შემთხვევაში კლასიკური სილუეტითა და ძალიან აქტუალური ტონალობით.

გიგა უჩუვატოვი

Comments