5 "must have ჩანთა" - "Janelidze Bags".
" გოგონების საუკეთესო მეგობრები არა მხოლოდ ბრილიანტები, არამედ ჩანთებიც არიან" - წერს ბრენდი "Janelidze Bags" სოციალურ ქსელში. მართლაც ასეა, ალბათ, ყველა ქალის ოცნებაა დახვეწილი, კომფორტული და გლამურული ჩანთა. ამ აქსესუარის გარეშე ქალბატონების ცხოვრება წარმოუდგენელია. ჩანთა საჭიროა ნებისმიერ სეზონზე და გარდერობის ერთ-ერთი განუყრელი კომპონენტია.
სანამ ჩვენს რჩეულ ხუთ ჩანთას წარმოგიდგენდეთ, ტრადიციულად, ბრენდის ისტორიასაც გაგაცნობთ.
"Janelidze Bags" ორი წლის წინ დაარსდა, იდეა კი დიზაინერ ნატალია ჯანელიძეს გაუჩნდა :
" სკოლის პერიოდადან მაინტერესებდა მოდა, დიზაინი, ინტერიერის დიზაინი და ყველაფერი, რაც ამ სფეროს უკავშირდება . ყოველთვის ვცდილობდი, რაიმე ჩემით შემექმნა, მომეფიქრებინა, გადამეკეთებინა და ა.შ. მოგეხსენებათ იმ დროს ძალიან რთული იყო გემოვნებიანად ჩაცმა ან თუნდაც რაიმე განსხვავებულის, კრეატიულის ყიდვა, ამიტომაც ყველა მთხოვდა რაიმე მომეფიქრებინა და შემეკერა მათთვის. იდეა ჩანთების წარმოების გაჩნდა მაშინ, როდესაც მივხვდი, რომ ვერ ვპოულობდი ისეთ ჩანთას ,რომელიც იქნებოდა უბრალო და ამავდროულად ორიგინალური და თვალსაჩინო. - განაცხადა ქალბატონმა ნატალიამ ჟურნალ "Bigsie"-სთან საუბრისას.
ბრენდმა დაარსებისთანავე მალევე დადო კონტრაქტი იტალიურ ტყავისწარმოების კომპანიასთან. პირველი კოლექცია სულ რაღაც ათ ჩანთას მოიცავდა, თუმცა სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე საზოგადოების ინტერესი ჩანთებისადმი დღითიდღე უფრო იზრდება. დიზაინერი არ უშინდება კონკურენციას და მეტიც, თვლის, რომ ეს მისი წინსვლის მამოტივირებელია. ამ ეტაპზე ჩანთების შეძენა შეგიძლიათ თბილისში მდებარე ისეთ შოუ-რუმებში, როგორებიცაა : Colab; Comode; Geofashionlab; Yuliko&Friends. რაც შეეხება სიახლეებს, ერთი თვის წინ დიზაინერმა იტალიაში ვიზიტის დროს შემოთავაზებაც მიიღო, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. სანამ ბრენდის მორიგი წარმატების შესახებ გავიგებდეთ გთავაზობთ, ჩვენს ფავორიტ ჩანთებს ბრენდისგან "Janelidze Bags".
1.
ლეოპარდის პრინტი კვლავ მოდაშია და შემდგომი შემოგომა-ზამთრის სეზონამდე აქტულაურობას არ დაკარგავს. ამის მაგალითად, შეგვიძლია მოვიხმოთ მოდის კვირეულზე წარმოდგენილი სამოსისა და აქსესუარების პრინტები, რომელთა შორის სწორედ , ლეოპარდის პრინტი ჭარბობდა.
ვინც ჯერ კიდევ შვებულებაში არ გასულხართ, ჩვენი ჟურნალი პორტფელის ტიპის მოდურ ჩანთას გირჩევთ. ზამშის, ტყავისა და ხის დეტალები, ასევე მონოქრომული ფერთა გამა და ჩანთის კონსტრუქცია, უფრო გაახალისებს თქვენ საქმიან ყოველდღიურ ჩაცმულობას.
ეს ჩანთა იდეალურია საღამოს წვეულებების მოყვარული გლამურული გოგონებისთვის. შეუხამეთ ეს ჩანთა პასტელური ფერის ნებისმიერ კაბას.
2.
არა ნაკლებ მოდური იქნება გველის პრინტი, იგივე "პითონი". აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ კი გასულ სეზონზე მთელი მსოფლიო "Over-size" ჩანთებმა მოიცვა, წელს მათი ფორმა უფრო შემცირდა და დაიხვეწა. "Janelidze Bags" ზუსტად პასუხობს ამ ორ ტენდენციას.
3.
ვინ თქვა, რომ წელის ჩანთა მხოლოდ სპორტული შეიძლება იყოს ?! "Janelidze Bags"-ში თქვენ შეხვდებით კლასიკური დიზაინის წელის ჩანთასაც. სამი ფერის გამა ქმნის შესანიშნავ კომბინაციას. დენიმისა და ხის ეფექტით იქმნება ასოციაცია "ქოვ ბოის" თემატიკასთან, თუმცა ეს ჩანთა თამამად შეგიძლიათ შეუხამოთ საღამოს კაბასაც.
4.
ვინც ჯერ კიდევ შვებულებაში არ გასულხართ, ჩვენი ჟურნალი პორტფელის ტიპის მოდურ ჩანთას გირჩევთ. ზამშის, ტყავისა და ხის დეტალები, ასევე მონოქრომული ფერთა გამა და ჩანთის კონსტრუქცია, უფრო გაახალისებს თქვენ საქმიან ყოველდღიურ ჩაცმულობას.
5.
ეს ჩანთა იდეალურია საღამოს წვეულებების მოყვარული გლამურული გოგონებისთვის. შეუხამეთ ეს ჩანთა პასტელური ფერის ნებისმიერ კაბას.
თქვენ კი, ვინც არჩევანი ვერც ერთ ჩანთაზე ვერ გააკეთეთ თბილისის ქუჩებში ახალი ტენდენციის დამკვიდრებას გთავაზობთ.
გიგა უჩუვატოვი











Comments
Post a Comment