5 Must have ნივთი - Katsi Tsiklauri La Costume .



ტრადიციულად, ჩვენს რუბრიკაში "5 Must Have" დღეს დიზაინერ კაწი წიკლაურზე და მის ბრენდზე "La Costume"-ზე მოგიყვებით როგორც დიზაინერების უმრავლესობა ყვება ხოლმე , კაწიმაც თავისი საქმიანობა დიდი ხნის წინ, ამ შემთხვევაში 15 წლის წინ, საკუთარი სამოსის შეკერვით დაიწყო. კაწის ყოველთვის მოსწონდა განსხვავებული სტილი და სამეგობროშიც დიდ ყურადღებას იქცევდა. დაგროვილი იდეების გაზიარება სხვებისთვისაც გადაწყვიტა და 2018 წლის 1 მაისს დაარსა ბრენდი "Katsi Tsiklauri La Costume".
- " თავიდან ცოტა მარტივად მეჩვენებოდა, მაგრამ რაც უფრო ვუღრმავდები ვხდები რომ მოდუნების უფლება არ გაქვს, თავდაუზოგავი შრომის ფასად გიწევს მუშაობა , ყოველთვის ახალს ელოდება შენგან მომხმარებელი." -იხსენებს დიზაინერი ჩვენთან საუბარში.
პირველი კოლექცია სპორტულ და კლასიკურ სტილში იყო გადაწყვეტილი. დიზაინერმა სამოსი Silk Factor Studio-ში გამოფენაზე წარმოადგინა. ამ ეტაპზე Katsi Tsiklauri La Costume იყიდება ისეთ "შოუ-რუმებში" , როგორებიცაა Geofashiolab , Co Mode , Co Lab და ქუთაისში Co Lab ის ფილიალში . ამ ეტაპზე ბრენდი წარმოადგენს კლასიკური და სპორტული სამოსის ხაზს, მაისურებს ქართული წარწერებით და ანაბეჭდის პრინტით, ასევე, ფეხსაცმელს. სულ მალე ბრენდი ტყავის აქსესუარების წარმოებასა და მოდის კვირეულზე მონაწილეობასაც გეგმავს.
1.

წითელი წელს განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენ გირჩევთ, რომ მოირგოთ ამ ბრენდის სპორტული სამოსი, რომელიც თავისი ასიმეტრიული ჭრილებით განსაკუთრებულს გახდის თქვენს გამოჩენას ნებისმიერ ადგილას.
2.

თეთრი მაისური აქტუალურობას არ კარგავს. თუ კი გასულ წელს მოდაში იყო სხვადასხვა ტიპის წარწერები, წელს დიზაინერებმა ისინი ნახატების პრინტებით ჩაანაცვლეს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამ ორიგინალურ მაისურს.
3.
წელს ასევე მოდაში იქნება კოპლები. შეუხამეთ ამ კაბას წითელი ან თეთრი აქსესუარები. ამ კაბის ჩაცმა შეგიძლიათ, როგორც ქუჩაში, ასევე საღამოს წვეულებაზე.
4.
გვარდიის თემა ისევ მოდაშია. ეს ზედა "ქეჟუალისა" და სპორტული სტილის მოყვარულებს განსაკუთრებით მოუხდებათ. მოირგეთ ის ჯინსზე ან შავ კაბაზე და კედებზეც კი.
5.
და ბოლოს ფეხსაცმელი გლამურული გოგონებისთვის. შავი ფერი იმდენად ნეიტრალურია, რომ თქვენი "ლუქის" ნებისმიერ ტონალობას მოუხდება.



გიგა უჩუვატოვი


Comments