Amina Muaddi მოდის სფეროს მწვერვალებს იპყრობს.


    ნახევრად რუმინელი და ნახევრად იორდანიელი ფეხსაცმლის დიზაინერი, Amina Muaddi, შედარებით ახალბედაა მოდის სამყაროში, თუმცა მწვერვალების დაპყრობა კარიერის საწყის ეტაპზე უკვე მოახერხა.
    ახალგაზრდა დიზაინერის ოცნებებში ყოველთვის მთავარი ადგილი ეკავა ფეხსაცმლის დიზაინერობას და საკუთარი ბრენდის შექმნას. მისი დეიდა ცხოვრობდა იტალიაში და Amina-ც ხშირად სტუმრობდა მოდის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას, იტალიას, სადაც მან საშუალო განათლება მიიღო, შემდეგ კი უმაღლესი განათლებით დაასრულა „European Institute of Design. როგორც დიზაინერი იხსენებს, იგი ყოველთვის დაინტერესებული და შეპყრობილი იყო მოდით, ამ ფაქტის გამო კი კლასელები ხშირად დასცინოდნენ მას.



                      სწავლის დასრულების შემდგომ Muaddi საცხოვრებლად გადავიდა New York-ში, სადაც სტილისტად დაიწყო მუშაობა  GQ-ს რედაქტორ Michael Nash-თან. ისინი ერთად მუშაობდნენ ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიც არიან: Justin Timberlake, the Jonas Brothers და Joan Jett. როდესაც Amina-მ, Michael-ს საკუთრი ოცნების შესახებ უამბო რედაქტორისგან პასუხად მიიღო, რომ მას არ უნდა ეცხოვრა ოცნებებში და ის საქმე უნდა ეკეთებინა, რაც სურდა. Amina-ს ამ სიტყვებმა უდიდესი სტიმული მისცა. 25 წლის ასაკში იგი კვლავ დაბრუნდა მილანში და დაიწყო მომწოდებლიდან მომწოდებელთან სიარული რათა ფეხსაცმლის  შეკვეთები მიეღო. Amina დღითიდღე უკეთ იაზრებდა რომ ფეხსაცმლის დიზაინი მისი ხედვის სრულყოფილი გამოხატულება იყო.



                        „მე ყოველთვის მიყვარდა ფეხსაცმელი და მე ყოველთვის დიზაინერების ფეხსაცმელში ვხარჯავდი ჩემს უკანასკნელ პენს. არ ვიცი ახლა რამდენი ფეხსაცმელი მაქვს ჩემს გარდირობში, მაგრამ იქ ასეულობით მათგანია.“ - აღნიშნავს დიზაინერი.
                    თავდაპირველად მან მილანში დააარსა საკუთარი ფეხსაცმლის ბრენდი, Oscar Tiye. შემდეგ გადავიდა პარიზში, სადაც იგი ფრანგ დიზაინერ Alexandre Vauthier-თან ერთად მუშაობდა. დღესდღეობით კი  ფოკუსირებულია საკუთარ ბრენდ -  „Amina Muaddi“-ზე, რომლის პროდუქტის დიზაინიც იქმნება პარიზში, ხოლო იწარმოება მილანში. Rosie Huntington Whitley, Rita Ora, Kendall Jenner, Chiara Ferragni, Rihanna და Adwoa Aboah, ეს იმ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც არაერთხელ მოირგეს “Amina Muaddi“.


                     ლამაზი, აღმაფრთოვანებელი და სასურველი კოლექციები, რომლებიც გაჯერებულია მკვეთრი ფერებითა და ჰოლოგრაფური დიზაინით. მის სავიზიტო ბარათად კი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ დიზაინერის ცნობილი გეომეტრიული ქუსლი. “The perfect fit for today’s taste-maker. ” - ესაა სწორედ ის ფრაზა, რომელიც ზუსტად აღწერს  Amina Muaddi-ს შემოქმედებას და ხედვას. თავად დიზაინერი კი საკუთარ შემოქმედებას სამ სიტყვაში აღწერს - „Feminine, cool, luxurious.





ქეთი ხატიაშვილი

Comments