Babaleto - ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელთან.
- რა სირთულეებს შეხვდი თავდაპირველად და რამდენად დიდია კონკურენცია ?
- ზოგადად ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, თავისი საქმიანობის პირველი ნაბიჯები ძალიან რთულია, რადგან ეს ყველაფერი დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. მოდის ინდუსტრიაში, დიზაინერის მიერ შექმნილი პროდუქტი ,უნდა იყოს პირველ რიგში ტენდეციური და ხარისხიანი. სირთულე იყო გარკვეულ ეტაპზე , მაშინ როცა არავინ მყავდა, რომ ბრენდის პოპულარიზაციაში დამხმარებოდა.
- რომელია შენი პირველი წარმატებული ნაბიჯები ?
- წარმატებული ეტაპი დაიწყო ერთი წლის წინ ,აბრეშუმის ქსოვილით შექმნილი კაბა ხალათების შექმნით. დიდი მოთხოვნა იყო ზუსტად იმის მაჩვენებელი ,რომ ხარისხი ყოველთვის არის მნიშვნელოვანი კარგი გაყიდვებისთვის. .
- რით გამოირჩევა და რით არის დასამახსოვრებელი ბრენდი ქართულ ბაზარზე
- ბრენდის ხარისხით ,განსხხვავებული სტილით , რაც კი შექმნილა მაღალია ხარისხის ქსოვილით, სამკაულების შემთხვევაშიც ანალოგიურად, ეს არის BABALETO-ს ბრენდის ნიშა , რომელიც აქტუალურობას ზუსტად ამის გამო არ კარგავს .
-რამდენად ატარებს სამოსი რაიმე განსაკუთრებული ხასიათის მესიჯს ან გზავნილს ?
-" Babaleto " - სამკაულები, რომლებიც იქმნება დიდი სიყვარულითა და სიამოვნებით ჩემთვის მთავარი შთაგონება კოსმოსია, რომელიც ყოველთვის გვიზიდავს მისი იდუმალებითა და სისადავით. აქედან გამომდინარე, BABALETO-ს ყოველი სამკაული დაკავშირებულია კოსმოსთან, კოსმოსი კი ყოველ ჩვენგანში შეიძლება,ვიპოვოთ, სწორედ შინაგანი კოსმოსის გამოხატულებად შეიძლება ვაქციოთ ჩვენი სამკაულები, ისევე როგორც ჩემი კოსმოსია ჩემი სამკაულები. მომხმარებლის მიერ შენი პროდუქტის ტარება უკვე ნიშნავს ჩვენს კოლაბორაციას და კოსმოსური იდუმალებით გაერთიანებას.ამიტომ ვფიქრობ ,ყველაზე დიდი ფასეულობაც ზუსტად ეს არის ბრენდისთვის.
- ამ ეტაპზე სად შეიძლება თქვენი სამკაულებისა და აბრეშუმის კაბების შეძენა ?
- BABALETO- ს ბრენდის სამკაულები და აბრეშუმის კაბები წარმოდგენიალია, შოუ რუმმში "ქართული მოდის ლაბში" (Geofashionlab) ფალიაშვილის 80.
- რა სიახლეები გაქვთ და რას გეგმავთ სამომავლოდ ?















Comments
Post a Comment