BIGSIE FASHION - ბრენდი KATTIO .
- კაწი, რამდენად რთულია დიზაინერის პროფესია ? - მეტ ნაკლებად რთულია.თუ ფანტაზიას გაშლი შემდეგ გადმოიტან ნებისმიერ მასალაზე და შენს ნამუშევარს სწორად მიაწვდი ადამინებს, ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია.
სირთულე დღემდე არის ხარისხიანი მასალა და ასევე, პრობლემურია პროფესიონალი გუნდის წევრი პოვნა ბრენდისათვის. - როგორც ვიცი მარტო მუშაობ და ხშირად არა მხოლოდ დიზაინერის, არამედ სხვადასხვა პროფესიებსაც ირგებ , მომიყევი ამის შესახებ. - თავდაპირველადვე, გადავწყვიტე, რომ შემესწავლა ყველაფერი, რაც ბრენდის მართვაში დამეხმარებოდა:ფოტოგრაფია,ლოგოების აწყობა,ხის ტექნიკა და ა.შ. საყურების გაკეთება რომ გადავწყვიტე, ძალიან გამიჭირდა პროფესიონალი ადამიანის მოძიება, მაგრამ საბოლოოდ ვიპოვე და მოგვიანებით მეც დავიწყე ხეზე მუწაობა.საყურეების ნაწილს მე თვითონ ვღებავ და ვხატავ.დავტესტე უამრავი სახის საღებავი და ტექნიკა და საბოლოოდ მივიღე ის ხარისხი, რომელსაც ველოდი.
- თავდაპირველად, თქვენი ბრენდის რომელი აქსესუარი გახდა ყველაზე მოთხოვნადი ? - დიდი ხნის განმავლობაში მქონდა შინაგანი მოთხოვნილება შემექმნა რაიმე ჩემი ხელით და ფანტაზიით.პირველ ეტაპზე შევქმენი საყურეები, რომლებიც პირველი ფოტოს დადებისთანავე გახდა მოთხოვნადი, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან.
- რა არის ბრენდის კონცეფცია ან შენი კოლექციების ძირითადი ინსპირაცია ?
- ბრენდის ძირითადი ინსპირაციაა ძლიერი და გამორჩეული ქალბატონი.
ქალის თემა ჩემთვის არის ინსპირაცია,რომელზეც ყოველთვის შეგიძლია ააგო განსხვავებული და საინტერესო კოლექციები .სამოსი და აქსესუარები წარმოადგენს ნაზავს ქართული ვინტაჟური და თანამედროვე სტილისა. .ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხდის ბრენდ გამორჩეულს და დასამახსოვრებელს.
- სამოსი და საყურეები იყიდება სხვა და სხვა ქვეყნებში, როგორც მაღაზიებში, ასევე ინტერნეტის საშუალებითაც.აგრეთვე, გვაქვს მაღაზია ჭოველიძის 23 ნომერში.
- რაიმე სიახლეს ხომ არ უმზადებთ მომხმარებელს ? - სიახლე არის ის რომ მზადდება შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, რომლის ინსპირაციაა ზღვაში ნაპოვნი სხვა და სხვა ფერის კენჭები და ქართული ტრადიციული სამოსის ელემენტები.რაც შეეხება გეგმებს, ეს ჯერ პროცესშია და ჩვენი სოციალირი გვერდების საშუალებით მალე შეიტყობთ.









Comments
Post a Comment