BIGSIE sport - გიორგი პაპუნაშვილი.




 
სპორტმა და ფეხბურთმა ბავშვობიდან დააინტერესა . 6 წლის იყო, როცა ფეხბურთზე სიარული დაიწყო. დღეს კი 23 წლის არის და პროფესიონალურ კარიერას აგრძელებს. ჟურნალი “BIGSIE" სპორტის რუბრიკაში, ფეხბურთელ გიორგი პაპუნაშვილს მასპინძლობს. 



- გიორგი, თავდაპირველად,მაინტერესებს რა არის შენი პოზიცია, რომელ გუნდში თამაშობდი და რომელი ნომრით?

- ჩემი პოზიცია თავდამსხმელია. თავდაპირველად, ვთამაშობდი გუნდში, რომელსაც "ვაკე 91" ერქვა. სწორედ აქ გავიარე ჩემი პირველი ნაბიჯები. ჩემი ფავორიტი ნომერია 10, სხვა ნომრითაც მითამაშია, თუმცა ამას  ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.




- გაიხსენე შენი პირველი წარმატებული ნაბიჯები, რამდენად გაგირთულდა დღევანდელ დღემდე მოსვლა?

- წარმატებული პირველი ნაბიჯი თბილისის "დინამოს" უკავშირდება. სწორედ აქ ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად. ცხადია, გზა ადვილი არ იყო, თუმცა მე თავი დავდე საყვარელი საქმისა და მიზნებისთვის. საჭიროა, ბევრი შრომა  ამ სირთულეებს რომ გაუძლო და მიაღწიო, იმას, რისთვისაც იბრძვი.



- თუ გაქვს რაიმე ტრადიციული რიტუალი, რომელსაც მოედანზე გასვლამდე ასრულებ და თუ მოაქვს შენთვის წარმატება ?

- ალბათ, არა. მოედანზე მხოლოდ მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია წარმატების მოტანა.

 - გატანილი გოლები თუ დაგითვლია ?

- არა, თუმცა თითოეული გოლი საჭირო და მნიშვნელოვანია.



- რომელია შენს კარიერაში ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი თამაში ?

- როგორც წარმატებული, რა თქმა უნდა, წარუმატებელი თამაშებიც მქონია , ვერ გამოვარჩევ, ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩერდე და გააგრძელო წინსვლა.

- რა გაძლევს მოტივაციას, რამდენად მაღალანაზღაურებადა დღეს შენი პროფესია საქართველოში და რატომ გადაწყვიტე საზღვარგარეთ წასვლა ?

- ჩემთვის მამოტივირებელია ჩემი მიზნები და ოცნებები.  მინდა ჩემ თავს დავუმტკიცო, რომ შემიძლია. რაც შეეხება, ანაზღაურებას , არიან გუნდები, რომლებიც ფეხბურთელებს დიდ ჰონორარს უხდიან, თუმცა, საერთო სურათით სიტუაცია ნამდვილად გამოსასწორებელია. წავედი იმიტომ, რომ საკუთარ თავს გამოცდა მოვუწყე. ვნახოთ, რა გამოვა.



- ახლა რომელ გუნდში თამაშობ და რა მოგცა ევროპულმა გამოცდილებამ?

- ამ ეტაპზე ესპანეთში, "Real zaragozas"-ში ვთამაშობ. ევროპულმა გამოცდილებამ მასწავლა პროფესიონალიზმი და შრომა. 

- რომელი ჯილდოების მფლობელი ხარ და საქათველოში დაბრუნებას თუ გეგმავ ?

- სახლში ბევრი ჯილდო, მათ შორის, მედლები , მაქვს. გამორჩეულია ჯილდო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. საქართველოში დაბრუნებას არ ვგეგმავ.



- წარმატებები.

- მადლობა, ინტერვიუსთვის.


Comments