BIGSIE sport - გივი მაჭარაშვილი.


  მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის არის მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილი უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. ორგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, გივი დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია.


- მოდი, დავიწყოთ სულ თავიდან, როდის დაინტერესდი სპორტით ?

-
თავდაპირველად, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ძიუდოზე დავდიოდი, თუმცა, შემდეგ მწვრთნელმა გამომიშვა და მითხრა, რომ სპორტსმენისთვის შესაფერი აღნაგობა არ მქონდა. ცოტახანში თავისუფალ ჭიდაობაზე დავიწყე სიარული. ბავშობიდან ისეთი წონა მქონდა, ყველა რაგბზე ან ჭიდაობაზე სიარულს მირჩევდა.

- რამდენად რთულია შენთვის თავისუფალი ჭიდაობა ?
- ჭიდაობა ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი თავისუფალი. შენ გიწევს, რომ შენი პირადი ცხოვრება გვერდით გადადო და დრო მხოლოდ შენს საქმეს დაუთმო. ძალიან დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.


- გაიხსენე პირველი გამარჯვება...

-
პირველად 2013 წელს მსოფლიო ჭაბუკებს შორის მესამე ადგილზე გავედი. ეს იყო პირველი წინსვლა, რომელიც მეც და ჩემს ოჯახსაც განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა. ყველაფერი ამის შემდეგ იწყება.

- რა გაძლევს მოტივაციას, რომ იყო წარმატებული ?

- მოტივაციას მაძლევს ჩემი გულშემატკივარი, ოჯახი, მეგობრები და ჩემი თავი.



- შენი მრავალრიცხოვანი ჯილდოებიდან რომელს გამოარჩევდი ?

- რამდენიმე დღის წინ ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ვიყავი. ჩემ წონასთან შედარებით ზედა წონაში მივიღე მონაწილეობა. გენო პეტრიაშვილს ტრამვა ჰქონდა, ამიტომ მე მომიწია ჭიდაობა. ეს იყო ჩემთვის პირველი შეჯიბრი უფორსებს შორის და ეს ბოლო მედალი ცხადია, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.

- რამდენად დიდი იყო პასუხიმგებლობა, როცა შეჯიბრში გენოს ნაცვლად მიიღე მონაწილეობა ?

-
ეს ჩემთვის ძალიან მამოტივირებელი იყო. ცხადია, საპასუხიმგებლობა იყო, რადგან უნდა დამედო ისეთი შედეგი, როგორსაც ის დებს ან მასთან მიახლოებული მაინც. შემიძლია, ვთქვა, რომ ბოლომდე დავიხარჯე და იმის მაქსიმუმი გავაკეთე, რაც იმ მომენტში შემეძლო.

- ყოველი შეჯიბრისა თუ თამაშის შემდეგ სპორტსმენები ეროვნულ დროშას აფრიალებენ, მომიყევი რას გრძნობ ამ დროს ?
- სიმართლე რომ გითხრათ, სანამ დროშის წრეზე შემოტარება მომიწევდა, სულ ვოცნებობდი ამ მომენტზე. ჩემი აზრით, ეს ტრადიცია სპორტსმენისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.მიუხედავად იმისა რომ შეჯიბრის შემდეგ დაღლილი ხარ, დროშის შემოხვევის შემდეგ უზომოდ დიდ ენერგიას გრძნობ.


- რამდენად მამოტივერელი არიან შენთვის შენი კოლეგები ?

-
რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგები დიდ მოტივაციას მაძლევენ. იგივე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ბევრი სხვა.

- და კონკურენტები თუ გყავს ?

-
რა თქმა უნდა, ვინაიდან საქართველო ჭიდაობის ქვეყანაა კონკურენცია აქ უფრო დიდია და აქედან გასვლა უფრო რთული. სწორედ ამ კონკურენციის გამო ვართ ასეთი ძლიერები მსოფლიოში.



- გამარჯვება გამარჯვებაზე, ეს შენთვის სახასიათოა, თუმცა, ალბათ, არსებობს, ისეთი მომენტებიც, როცა დამარცხდი. რამდენად მწარე იყო შენთვის ეს მარცხი ?

-
მარცხი სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია. მარცხი რომ არა ნაკლის გამოსწორების სურვილიც არ იქნებოდა. შემიძლია, გავიხსენო ოლიმპიური თამაშების ფინალი , სადაც რაღაც დამაკლდა. ეს ნაკლი მე უკვე ვიპოვე და იმედია, გამოვასწორებ.

- ამ ეტაპზე რა ტიტულების მფლობელი ხარ ?

- ჭაბუკებში და 23 "წლამდელებში" ვარ მსოფლიო ჩემპიონი, ახალგაზრდებში და ასევე, 23 "წლამდელებში" მსოფლიო ჩემპიონი გავხდი ორჯერ, ასევე, უფროსებს შორის ევროპის ოლიმპიური თემეშების ვიცე-ჩემპიონი.


- სამომავლოდ რას გეგმავ ან რა არის შენი მიზანი ?

-
წინ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატია. სალიცენზიო წელია და ყველანი ვცდილობთ, რომ ფორმაში ვიყოთ. მიზანს, რაც შეეხება ყველა სპორტსმენის მიზანი, ოლიმპიური ჩემპიონობაა. ვცდილობ, რომ ჩემი მაქსიმუმი სპორტში ჩავდო. ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემი გულშემატკივარი ჩემი გამოსვლითა თუ შეჯიბრით გავახარო.

- წარმატებებს გისურვებ.


გიგა უჩუვატოვი

Comments