Skip to main content
BIGSIE culinary - ნუცა სურგულაძე.
რედაქტორისგან : "თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ბლოგი/ჟურნალი გამოირჩევა ექსკლუზივებით. გარდა ამისა, ხშირად ჩვენს მიერ ჩაწერილ, დამწყებ რესპოდენტს დიდი წარმატებისთვის მიუღწევია. ხოდა, სანამ ამ გოგონაზე მთელი ქალაქი კიდევ ერთხელ ალაპარაკდება, პატივი გვაქვს ჩვენ მკითხველს უფრო კარგად გავაცნოთ მისი შემოქმედება და თავად შემოქმედიც. თქვენს წინაშეა ნუცა, ქართველი გოგონა პარიზული კერძების საიდუმლო რეცეპტებით. "

- როდის მოხვდი პირველად სამზარეულოში , ქურის წინ. რომელი კერძი გააკეთე და რა ემოციებთან ასოცირდება პირველი ნაბიჯები შენთვის?
- პირველად პროფესიონალურ სამზარეულოში მოვხვდი საფრანგეთში ბირდოში, როდესაც კულინარიულ სკოლაში ჩავაბარე და პირველ ნაბიჯი გადავდგი ჩემი ოცნების ასასრულებლად.ყოველთვის მქონდა მიზიდულობა სამზარეულოსადმი და ვგრძნობდი, რომ ეს პროფესია ჩემი იყო.
პირველი სამუშაო კვირის შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს ის პროფესიაა, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე გავყვები. პირველი კერძი ესე არ მახსოვს, ერთადერთი ის იყო, რომ პირველ კვირას 500 კილოზე მეტი კარტოფილი გავთალე.
- რამდენად გურმანი ხარ ან როგორ გგონია კარგი კულინარი, კარგი გურმანი უნდა იყოს?
- რა თქმა უნდა, საჭიროა ზომიერად გურმანობა.ყოველთვის ახალი გემოების ძიებაში უნდა იყო და შეგეძლოს ყველაფრის დაგემოვნება.
- ყველაზე მეტად რისი მომზადება გიყვარდა და უკვე სერიოზულად როდის შეხედე ამ საქმიანობას ?
- ძალიან მიყვარს, როცა ჩემით რამე ახალ კერძს ვიგონებ და შემდეგ ამას ვამზადებ ოღონდ, როცა მარტო ვარ და თუ კარგი გამოდის ყველაზე ბედნიერი ვარ. ყოველთვის სერიოზულად ვუყურებდი ამ საქმიანობას. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის საზოგადოება არ აღიქვავს ამ დარგს სათანადოდ. ჩემთვის კულინარია ხელოვნებაა. დღეში 16 საათი ვმუშაობთ მზარეულები რომ ერთი კერძი შევქმათ, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას და შრომას მოითხოვს. ხშირად კი დაუფასებელი რჩება ჩვენი შრომა.
- სად მიიღე განათლება? გაიხსენე, პირველი სამუშაო.
- განათლების მიღება გადავწყვიტე საფრანგეთში, რადგან ვთვლი რომ კულინარიის სამშობლოა და თითქმის ყველა წარმატებული შეფი იქ იწყებს თავის კარიერას. პირველი პრაქტიკა გორდონ რემზის რესტორანში მივიღე. არც კი ვიცი როგორ მიმიღეს ყოველგვარი გამოცდილების გარეშე, მაგრამ ძალინ მალე ავითვისე ყველაფერი, რადგან დიდი მონდომება, მოვიტაცია და სიყვარული მქონდა იმ საქმის მიმართ, რასაც ვაკეთებდი.
- მონაწილეობდი ერთ-ერთ არხზე კულინარიულ პროექტში. რამდენად რთული აღმოჩნდა კულინარიისა და კამერასთან მუშაობის ერთმანეთთან შეთავსება ?
- პირველი გადაცემის ჩაწერა არც კი მახსოვს იმდენად დაბნეული ვიყავი. ნელ-ნელა შევეჩვიე და ძალიან შემიყვარდა. მომავალში აუცილებლად ვაპირებ, რომ ტელე-ეკრანებში ხშირად გამოვჩნდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
- უფრო მეტად რომელი ქვეყნის სამზარეულოა შენთვის საინტერესო და რას იტყვი ქართულ სამზარეულოზე?
- ყველა სამზარეული უნიკალური და ძალიან საინტერესოა. ვერცერთს ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველას თავისი ისტორია აქვს. ვერ შევადარებ მაგალითად აზიურს და ფრანგულს, რადგან რადიკალურად განხსვავებული გემო,მომზადების ტექნიკა და ისტორია აქვთ. თითოეული ქვეყნის სამზარეულოს დიდ პატივს ვცემ და ერთი სული მაქვს როდის შევძლება ყველა ამ საოცარი კერძის დაგემოვნებას.
რაც შეეხება ქართულ სამზარეულოს, ვთვლი რომ დაკარგული განძივითაა მსოფლიოსთვის. ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი კერძები გვაქვს. უბრალოდ არ არის განვითარებული და « Fine-dining » დონემდე ასული ჯერჯერობით. ვფიქრობ, რომ სულ მალე საქართველო მსოფლიო კულინარიაში თავის სიტყვას იტყვის.
- გაიხსენე გორდონ რამზთან მუშაობის პერიოდი?
- ჯადოსნური.... ეს სიტყვა აღწერს იმ პერიოდს, რომელიც ბორდოში გავატარე. ყოველი დღე და ყოველი წუთი იყო ბედნიერება. გორდონის გაცნობაც მათ შორის, არარეალური მეგონა. მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია . მთავარია, მივხვდეთ რა გვინდა, ჩამოვწეროთ გეგმა და მივყვეთ მას სანამ მიზანს არ მივაღწევთ. იქ მუშაობით ვიპოვე ჩემი პროფესია, დავისახე მიზნები და ჯერჯერობით მათ მივდებ ზუსტად ისე, როგორც დავგეგმე.
-როგორ მოხვდი Laduree-ში, ძირითადად რას ამზადებდი ამ რესტორანში?
- ასე მოხდა რომ ბორდოში მუშაობის შემდეგ, ჩემი ერთ-ერთი სუ-შეფი საფრანგეთიდან საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და Ladurée-ს შეფი გახდა,ხოლო მე ჯუნიორ სუ-შეფი ვიყავი. 19 წლის ასაკში ძალიან იშვიათობაა ამხელა პასუხისმგებლობა, რაც მე მქონდა.ვფიქრობ კარგად გავართვი თავი და პროფესიულად გავიზარდე.
სამზარეულოში ყველა არსებული კერძის მომზადება მევალებოდა. ასევე სხვა მზარეულებისთვის გამოცდილების გაზირარება და მათვის კერძების ახსნა და სწავლება.
- რას საქმიანობ ახლა პარიზში?
- პარიზში ვმუშაობ გი სავუას მიშელინის ვარსკვლავიან რესტორანში. ვსწავლობ ძალიან ბევრს და ვვითარდები პროფესიულად.
- რა არის შენი მიზანი ამ სფეროში და როგორი ხერხებით აპირებ მიზნამდე მიღწევას?
- ჩემი მიზანია რომ რაც შეიძლება მეტ წარმატებულ შეფთან ვიმუშაო, მივიღო გამოცდილება, ვიმოგზაურო მსოფლიოს ირგვლივ და აღმოვაჩინო ახალი გემოები. რის შემდეგაც ვაპირებ ჩემი ქართული რესტორნის გახსნას საფრანგეთში. უზომო შრომა, მოტივაცია , ბევრი მუშაობა, მოგზაურობა,ცოტა დასვენება და დიდი სიყვარული ამ საქმის მიმართ. ვფიქრობ, ეს არის საჭირო მიზნის მისაღწვად.

Comments
Post a Comment