BIGSIE FASHION - შალვა ნიკვაშვილის არაორდინალური ხედვა
საქართველოსთვის
ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პერიოდში, 90-იან წლებში, დაიბადა ბიჭი რომლის შემოქმედებაც დღეს
ყველანაირ საზღვრებს სცდება და უამრავ სტერეოტიპს ამსხვრევს. გაიცანით ახალგაზრდა დიზაინერი,
29 წლის შალვა ნიკვაშვილი, რომელიც ნიღბების შექმნითაა დაკავებული.
დაიბადა 1990 წლის
22 ივლისს, საქართველოში, კერძოდ სიღნაღში. ხელოვნება იყო ის, რაც მას ბავშვობიდან იტაცებდა,
თუმცა საქართველოს მძიმე ისტორიული პერიოდიდან გამომდინარე საკმაოდ რთული იყო ხელოვნებისთვის
თავის მიძღვნა. ყველაფრის მიუხედავათ იგი არ ნებდებოდა და საკუთარი მიზნის მისაღწევად
თავდაპირველად დაიწყო ხატვა, შემდეგ კი პურის ნაწილებისგან ცდილობდა ქანდაკებების შექმნას.
მისივე თქმით იგი საკმაოდ რთულ გარემოში და უკიდურეს სიღარიბეში აღიზარდა, თუმცა ამას
მხოლოდ დადებითად იხსენებს, რადგან სწორედ ასეთი მკაცრი პირობებიდან მიიღო გამოცდილება
და გახდა ის ვინც არის დღეს. შალვა არ ეთანხმებოდა მშობლების მოთხოვნას, რაც გულისხმობდა
ბიზნეს სკოლაში ჩაბარებას ამიტომ მოგვიანებით 16 წლის ასაკში ყველასგან ფარულად ჩააბარა
ხელოვნების სკოლაში, სადაც გაეცნო ხელოვნების ძალას. ნიკვაშვილი დიდი ხნის განმავლობაში
ცდილობდა საკუთარი თავის პოვნას. საკუთარი თავი უამრავ შემოქმედებითი სახის პროფესიას
დაუკავშირა და საბოლოოდ გადაწყვიტა შეექმნა სახის ნიღბები და სწორედ ეს გზა აღმოჩნდა
მისი წარმატების საწინდარიც.
როგორც თავად შალვა
ნიკვაშვილი აღნიშნავს ნიღბების საშუალებით იგი საკუთარ მოგონებებს გადმოსცემს. მისი
რთული წარსულის აღწერილობას შეგიძლიათ სწორედ ამ ნიღბების საშუალებით გაეცნოთ.
აღსანიშნავია ის
ფაქტიც, რომ თითოეულ ნიღაბს საკუთარი სახელწოდება აქვს და გარკვეულწილად ამ სახელწოდებებით
ვიგებთ მის შინაარსს.
სამუშაო მასალად
იყენებს ყველაფერს: სიგარეტის ნამწვავებს, ძველი პლასმასის ბოთლებს, ძველ სათამაშოებს,
პურს, ხორცს, ეკექტრო კაბელებს და ა.შ. როგორც ხედავთ მისი შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანი
და გამორჩეულია.
„როდესაც ბოსტნეულს
ან ხორცს ვიყენებ, ამ
დროს მე ყოველთვის ვამზადებ კერძს და არ შემიძლია გადავყარო საკვები, რადგან მახსოვს
ჩემი ბავშვობა თუ რამდენად მშიერი ვიყავი მაშინ.“-შალვა ნიკვაშვილი
ნიკვაშვილი ყოველთვის
მიუწვდომელისკენ ისწრაფვის და ცდილობს ისეთი მასალა გამოიყენოს, რისი გამოყენებაც ჩვეულებრივ
წარმოუდგენელიცკია.
შალვას განსაკუთრებული
დამოკიდებულება აქვს სილამაზესთან და მისი აზრით სილამაზის დანახვა თითოეულ წვრილმანშიცკი
შესაძლებელია.
„თითოეული ადამიანის
აზრი სილამაზესთან დაკავშირებით პატივსაცემი, დასაფასებელი და ღირებულია.“ -შალვა ნიკვაშვილი
"World where paper has bigger power than word”
დიზაინერი ამჟამად
ბელგიაში ცხოვრობს და იქ განაგრძობს საქმიანობას. დაქორწინებულია საშა ბევერსდროფზე
და როგორც ირკვევა შალვასთვის სწორედ მისი სექსუალური ორიენტაცია იყო ყველაზე რთული
პირობა საქართველოში საცხოვრებლად რადგან ჩვენს ქვეყანაში ლგბტ ადამიანები ჯერ კიდევ
არ არიან მიღებულნი. ბელგიაში ახლა თავს თავისუფლად გრძნობს და არ უწევს მისი ორიენტაციის
დამალვა.
”ჩემი სურვილია,
რომ ერთ დღესაც აღარავინ საუბრობდეგ გენდერზე. ყველას უნდა ჰქონდეს არჩევნის თავისუფლება
და შემდეგ მსოფლიო საუკეთესო ადგილი იქნება.“ - შალვა ნიკვაშვილი

“Treasures”










Comments
Post a Comment